Saturday, January 22, 2011

მმკ-ს მოთხოვნით, ლენინი მავზოლეუმს დატოვებს

წითელ მოედანზე არსებული მავზოლეუმიდან ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ნეშტის გამოტანას გემავენ. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს დუმის დეპუტატმა, ვლადიმერ მედინსკიმ განუცხადა.

დეპუტატის აზრით, რუსი ხალხი დიდ ბელადს უსამართლოდ მოექცა: მისი ნეშტი მუმიად მაშინ აქციეს, როცა მას დაკრძალვა საგვარეულო სასაფლაოზე სურდა.

- ლენინის მუმიით კომუნისტებს ისეთი კულტის შექმნა სურდათ, რომელიც რელიგიას და ქრისტეს შეცვლიდა. ამ გარყვნილებას ბოლო უნდა მოეღოს", - განაცხდა მედინსკიმ, რომელიც, "პრაიმ-თაიმის" ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის საიდუმლო წევრია.


კრემლის ოფიციალურ წერილში იუწყებიან, რომ დიდი ბელადის ნეშტი მავზოლეუმს აუცილებლად დატოვებს, თუმცა არსებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მისი გამოსახლების პროცესი გაჭიანურდება.

- საქართველოს ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რომლებსაც გამბედაობა არ ეყო და, გორის ცენტრალური მოედნიდან, სტალინის ძეგლი შუაღამისას აიღო, ჩვენ დიდ ბელადს, უკანასკნელ სურვილს დღისით, მზისით და საზეიმო ვითარებაში შევუსრულებთ, - ნათქვამია წერილში.

კრემლის ამ განცხადებას ეხმაურება პროგრესულად მოაზროვნე რუს ჟურნალისტთა სექტა. მათი თქმით, დროისა და არასათანადო მოვლის გამო, ლენინის ცხედრის 90% შეცვლილია, ამიტომ ხელისუფლება ზედმეტი ხარჯის თავიდან მოშორებას ამ გზით ცდილობს.

ვლადიმერ მედინსკის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი. მისი თქმით, ლენინის ნეშტის მავზოლეუმიდან გამოტანა ისევე გახდება კატაკლიზმების გამოწვევის მიზეზი, როგორც თავის დროზე თემურ ლენგის ამოთხრა იყო.
 
შეგახსენებთ, რომ თემურ ლენგის საფლავის გახსნიდან მცირე ხანში, წინასწარმეტყველური სიზმრებისა და საფლავის ქვაზე არსებული წარწერის ფონზე, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

2 comments:

Anonymous said...

dzalian, dzalian magari postia, agfrtovanebuli var!!

Том ждёт said...

:D :D :D kargia!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger