Wednesday, February 9, 2011

ნანუკას არაადეკვატური შოუ

რამდენიმე დღის წინ, როცა მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს შევხვდით, სიტყვა ტელევიზიებზეც ჩამოვარდა. კარგა ხანია, მთლიანი ფონიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი შორს არის კონკრეტული გადაცემისა თუ ჟურნალისტის კრიტიკისაგან, ამიტომ, ერთიან სურათზე ვიმსჯელეთ.

დავასკვენით, რომ ნამდვილსა და ტელევიზიით ნაჩვენებ, ვირტუალურ რეალობას შორის, ზღვარი ყოველდღიურად იზრდება, რომ ეს ცეცხლზე ნავთს ასხამს და რომ ეს ყველაფერი გარკვეული მიზნით სჭირდებათ (ბუნებრივია, მიზანიც დავასახელეთ, რომელზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს).

"ნანუკას შოუ" ტელეეთერს დაუბრუნდა. ისეთივე მასშტაბურობით, როგორც ჩემი ერთი მეგობარი, კულუარებზე დაყრდნობით, ვარაუდობდა: სტუდიის მაგივრად, ჩართვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან იქნებაო.

ვარაუდი გამართლდა. პირველი გუდაური იყო. შემდეგი სიღნაღი იქნება, მერე სვანეთი, ბათუმი, რეაბილიტირებული ქუთაისი, ანაკლია.. როგორც აღმოჩნდა, შოუ საქართველოს ფარგლებსაც გასცდება, ტურისტულმა კომპანიამ ნანუკას საჩუქარი გაუკეთა: საგზურები ეგვიპტესა და მექსიკაში. მექსიკის გადაცემებიდან ჩვენთვის, სერიალების გმირები იმღერებენ.

ყველამ ვიცით, რომ "ნანუკას შოუ" ძვირადღირებული პროექტია. მეორეა, რამდენად არის მოთხოვნა საზოგადოებაში ასეთ პროდუქტზე. წამყვანმა გადაცემაში აღნიშნა, რომ გასვლით ჩაწერებს ოპრა უინფრი და ელენ დეჯენერსი ხშირად აკეთებდნენ და ამიტომ მიბაძვა გადაწყვიტა. სამწუხაროდ, მას საქართველოსა და ამერიკის მასშტაბები თუ განვითარების დონე არ გაუთვალისწინებია.

ოფიციალური მონაცემებით, ოთხმილიონიან საქართველოში მილიონამდე ადამიანი, სოციალურად დაუცველთა ფენას ეკუთვნის. გამოკითხვების მიხედვით, კიდევ ერთი მილიონი, თავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად მიიჩნევს.

 ზემოთ მოყვანილი მონაცემების გათვალისწინებით, საინტერესოა, ტურისტულ კომპანიებს და სხვა სპონსორებს, რეალურად უღირთ თუ არა ძვირი რეკლამა ამ შოუში, საქართველო არ არის იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ კომპანიებმა, სოლიდურ თანხებთან დაკავშირებული ტურები, რეკლამაში გაცვალონ და ამით მოგება ნახონ.

არ ვკითხულობ, საიდან შეიძლება ჰქონდეთ შოუს მესვეურებს ბათუმის, თუნდაც, გუდაურის გადაცემის თანხები. არ მიმაჩნია, რომ დღევანდელ საქართველოში, კარგი ტონია, თუ ჩემი ერთი გადაცემის გრანდიოზულობაზე, მთელი წელი ილაპარაკებენ. მარტივი მიზეზის გამო: სოციალური ფონის გათვალისწინებით, დღეს, ქართული საზოგადოება, ასეთი ძვირადღირებული გადაცემების მისაღებად მზად არ არის. ისინი არაადეკვატურობის განცდას იწვევენ.

გამართლება კონკურენციით შეიძლება, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს, ქართულ ტელესივრცეში, არც ინტელექტუალური (იმიტომ, რომ ინტელექტის ტოტალური ნაკლებობაა) და არც კრეატივზე დაფუძნებული კონკურენცია არ არსებობს.

გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ "ნანუკას შოუ" და "პროფილი" ერთმანეთის კონკურენტები არიან. ეს აბსურდია, თუნდაც საეთერო ბადიდან გამომდინარე.
მიუხედავად ყბადაღებული კრიტიკისა, მიმაჩნია, რომ ამ ორს შორის უფრო ადეკვატური,  მაია ასათიანის გადაცემაა. "პროფილი" არ არის კატასტროფულად მოწყვეტილი ჩვენი რეალობიდან, ის არ გვიყვება სხვა საქართველოზე და არც მაღალ ხარისხზე აქვს პრეტენზია. ცუდია, რომ მაღალი ხარისხი ჩვენთან არა ინტელექტის, არამედ, ფინანსების ხარჯზე წყდება და ეს სამწუხარო ტენდენცია ინერციით გრძელდება.

შორს ვარ აზრისგან, რომ ნანუკას ეს უნდოდეს, მაგრამ მისი გადაცემა, საერთო ფონზე, ამაზრზენად გამოიყურება. ეს ადამიანების დაცინვაა. იმ ადამიანებისა, რომლებიც დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის 60-70-80%-ს შეადგენენ და ასეთი ბრჭყვიალა გადაცემის ყოველი ნახვა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების უსუსურობას აგრძნობინებს.

ზოგიერთი თქვენგანი იტყვით, პულტი და არჩევანის უფლება არსებობსო. პირველი კი, სამწუხაროა, რომ მეორე, როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ სამყაროში, უკვე დიდი ხანია, აღარ გვაქვს.

19 comments:

taa said...

ert erti sauketeso postia

miuxedavad imisa rom me momcons glamuri, sibrchkviale da ase shemdeg

sruliad getanxmebi shinaarsshi

nano said...

ძალიან ძალიან მომეწონა....

მეც რომ წერა შემეძლოს, იგივეს დავწერდი ალბათ :)

თუმცა ვთვლი, რომ პროფილიც ისეთივე მარაზმია(მგონი ეს სიტყვა აქ უადგილო არ არის), მისი ხითხითა კოღო წამყვანით როგორიც ნან'უკას შოუ.

vasasi said...

nano: ყბადაღებულ რაღაცებში სწორედ ეგ ვიგულისხმე.
პროფილისადმი ჩემი დამოკიდებულება არაერთხელ დამიფიქსირებია. ამ შემთხვევაში, ეს გადაცემა სხვა ჭრილში განვიხილე.

Agasfer said...

ყველაფერში გეთანხმები. მაგრამ, მომეჩვენა, რომ ცოტა დაინდე :P
არა, განა ცუდია, უბრალოდ, შენგან არ ვარ მიჩვეული :D
ისე მართლა კარგი პოსტია.

vasasi said...

ეს პუბლიკაციაა..
მგონი, გამომივიდა.. :)

Agasfer said...

კი, ნამდვილად გამოგივიდა. ერთი პატარა შენიშვნა მაქვს და ფბ-ზე მოგწერ :)

Anonymous said...

1000000% iani marTali xarr ... :)))) Zalian magrad wer :)

Anonymous said...

სულხანი:
კარგი პოსტია. განსაკუთრებით ფინალური აბზაცი.

Anonymous said...

არჩევანი მართლა აღარ გვაქვს. თან ეხლა საკაბელოებმა ზოგიერთი არხი GMG-თ რომ ჩაანაცვლეს და ხშირად ეკრანზე ფერად ზოლებს და ტუუუ–ს რომ გვაყურებინებენ. და ამის გამო კიდევ გადასახადებს რომ გაგვიზრდიან. მერე კიდევ შორს წავლენ და დისკავერის და ანიმალ პლანეტს რუსულად ნუ უყურებთო, აგვიკრძალავენ.

gijmaj said...

კარგი რა. ისე წერ თითქოს მთვარეზე ცხოვრობდე და იქიდან აკვირდებოდე ყველაფერს. გადაცემის მესვეურები რა შუაში არიან, ნანუკას შოუს გასტროლები "ნებაყოფილობითი შემოწირულობებია".

gijmaj said...

არჩევანის არქონაზე კი ნუ საიბრებთ თქვენი ჭირიმეთ. თუ ქართული გადაცემები არ მოგწონთ, უცხოურს უყურეთ - ინტერნეტში ბევრი უფასო რესურსია.

Anonymous said...

gijmaj-ს:
თვითონ ინტერნეტი თუა ნეტა უფასო?

Anonymous said...

მარტივად რომ ვთქვა ვერ ვუყურე!
არც მქონია სურვილი!
ეს ერთგვარი "აი მე რა მაქვს, თქვენ ხო არა გაქვთ" პოზიციაა, მეეჭვება მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონებოდა ეს სითეთრე და ბრილიანტები (მგზავრებმაც კი ვარ დაიყვანეს ჩვენს დონეზე ალბათ)
ძალიან მიკვირს რა მიდგომით ხელმძღვანელობს პროდიუსინგ ჯგუფი, ელენი ელენია და ელენი ამერიკაა, ალბათ ვერ ხვდებიან ან არ ხვდებიან :)
მოკლედ (რაღა მოკლედ) ვასასიკო ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი იყო შენთან, რაც ყველაზე ძალიან მომეწონა ირონიული ჩართვების და ცინიკური ტონის გარეშე, ნამდვილად პუბლიკაციის სახისაა და ჯანსაღი პოზიციიდანაა დანახული ეს მარაზმი!
ცუდი გოგო ხარ, მაგრამ უდაოდ, უდაოდ ნიჭიერი :)
აგათა :)

gijmaj said...

Anonymous said...
gijmaj-ს:
თვითონ ინტერნეტი თუა ნეტა უფასო?

1. როცა არსებობენ ბლოგები. რომლებზეც ჩნდებიან კომენტარები, წესით ინტერნეტის ხელმისწვდომობის პრობლემას არ უნდა ეხებოდეთ.
2. ვასასის ეს პოსტი ინტერნეტ-საზოგადოებაზეა გათვლილი. თუ გინდათ სხვებსაც მიაწვდინოთ, გააკეთეთ ერთი ტელეგადაცემა ქართული მედიის კრიტიკის შესახებ და გაუშვით ეთერში.

პ.ს. აქტიური ტელემაყურებლობაც არანაკლებ დანახარჯებს მოითხოვს, ვიდრე ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადია.

კატიე said...

"გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ "ნანუკას შოუ" და "პროფილი" ერთმანეთის კონკურენტები არიან. ეს აბსურდია, თუნდაც საეთერო ბადიდან გამომდინარე.
მიუხედავად ყბადაღებული კრიტიკისა, მიმაჩნია, რომ ამ ორს შორის უფრო ადეკვატური, მაია ასათიანის გადაცემაა. "პროფილი" არ არის კატასტროფულად მოწყვეტილი ჩვენი რეალობიდან, ის არ გვიყვება სხვა საქართველოზე და არც მაღალ ხარისხზე აქვს პრეტენზია. "

მთელი პოსტი და კანსაკუთრებით ბოლო აბზაცები, ძალიან ზუსტია.

მართლა ერთ-ერთი საუკეთესო, არაემოციური და არგუმენტირებული პოსტია ამ თემაზე.

kalatozik said...

რაღაცეებში არ გეთანხმები:) მაგრამ ჯამში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მომწონს შენი პოსტები:) გააგრძელე ამავე სტილში.

vasasi said...

მადლობა, გიორგი..
და ისა..
რაში არ მეთანხმები მომწერე რა, თუ რამე შემეშალა, მინდა, ვიცოდე, რომ აღარ გავიმეორო.. :)

kalatozishvili said...

ნანუკაზე წერ ძაან თამამად:)) ამ ცხოვრებაში არ დაგიფასდება:)) მეტი არაფერში ჩემო კარგო, პირიქით, მომწონს ყველაფერი

Anika... said...

getanxmebi.
tumca ara marto nanukas shou, aramed nebismieri sxva gadacema realobasaa mowyvetili da turme zalian kargad vcxovrobt,titkmis samotxeshi vart da ratomghac chven tviton ver vxvdebit : |

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger