Saturday, February 12, 2011

საზოგადოება და პროპაგანდა

ნაცისტურ გერმანიაში ერთი ძალიან საინტერესო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, გერმანული ენისა და ფილოსოფიის დოქტორი ცხოვრობდა, რომელსაც მესამე რაიხის პერიოდში, სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ამ კაცს იოზეფ გებელსი ერქვა.

გებელსი ძალიან გავლენიანი კაცი იყო. ჰქონდა უფრო მეტი ქარიზმა, ვიდრე ჰიტლერს. იყო ფიურერზე განათლებული, ამავდროულად, მისი ერთგული მიმდევარი. მინისტრობის დროს, მრავალთა შორის, ერთი საინტერესო ფრაზის ავტორიც არის, რომელიც ქართულად, დაახლოებით, ასე ჟღერს:

"ყველა ჩვენგანში ღორი ცხოვრობს და ეს ღორი ღრუტუნებს. ჩვენი ამოცანაა ადამიანში ღორი ვაღრუტუნოთ მაშინ, როცა ჩვენ ეს გვინდა".


პროპაგანდა ყოველთვის არსებობდა და მისი მთავარი სამიზნე არამატერიალური, ხელშეუხებელი ცნენები იყო. თუნდაც ისეთი, როგორიც პატრიოტიზმია. დროსთან ერთად პროპაგანდის საშუალებებიც შეიცვალა. თანამედროვე სამყაროში ასეთი მასმედიაა.

ადამიანი სოციალური ცხოველია, შესაბამისად, ისეთივე პრიმიტიული არსება, როგორც პირუტყვები. მისი რეალური მოხოვნილებებიც პრიმიტივს უკავშირდება. იმ მატერიალურ საგნებს, რომლებიც ინსტიქტების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

ადამიანი, სოციალურთან ერთად, გონიერი არსებაც არის. მან თავის ყოფაში ხელოვნურად შემოიტანა გარკვეული საგნები და ჩარჩოები, რამაც დანარჩენი ცხოველებისაგან მისი გამიჯვნა გამოიწვია.

მოდი, ასე ვთქვათ: კონკრეტული ადამიანისაგან განსხვავებით, მასას სულიერებაზე დამყარებული (ბუნებრივია, რელიგიურობას არ ვგულისხმობ) არამატერიალური მოთხოვნილება არ გააჩნია. მოთხოვნილებას პროპაგანდის საშუალებები (ჩვენს შემთხვევაში, მასმედია) ქმნიან და აკმაყოფილებენ (უფრო სწორად, როგორც ერთის, ისე მეორის ილუზიას ქმნიან). შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ტელევიზიები საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნილებებს პასუხობს, პარადოკსია, რადგან ხალხს მოთხოვნილებებს თვითონ უქმნიან. საზოგადოება კი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ყლაპავს იმას, რასაც აწვდიან.

ცხოველთა სამყაროში ადამიანზე პეროგაჩრილი ჯიში არ არსებობს. ადამიანი აკეთებს ყველაფერს, რათა სხვებისგან იყოს გამორჩეული.ეს არაბუნებრივია. ხელოვნურობა კი, ადრე თუ გვიან, ყველაფერში კვდება. მგონი, კაცობრიობას ახლა სწორედ ეს ეტაპი უდგას.

4 comments:

Anonymous said...

რაც ამ ბლოგს ვკითხულობ ვხედავ როგორ იხვეწები თანდათან, სარკასტული ბლოგერიდან ობიექტურ (?!) ჟურნალისტად ყალიბდები და თემებსაც დაეტყო შენი "გაზრდა"
ჩემს თვალწინ გაიზარდე რა მართლა და მართლა :) :)
კარგი გოგო ხარ! :)

აგათა

vasasi said...

აგათა, გთხოვ..
არ გინდა ასე ბევრი რამის გამო..

Anonymous said...

ჰააა? :) მართლა ვამბობ თამუნა, მართლა ძალიან შეიცვალე წერის სტილი უკეთესობისკენ :)

vasasi said...

გთხოვ, ასეთი ექსპერტული კომენტარები არ დატოვო ჩემს ბლოგზე.
სხვაგან, სადაც გინდა.

ვიმსჯელოთ მხოლოდ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
ასე უკეთესია ყოველთვის (შენ ჭკვიანი გოგო ხარ და მიხვდები, რაზეც ვამბობ. თუ არა, დაგიღეჭავ პმ.ში).

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger