Monday, February 14, 2011

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის..

ანუშკა სედოვაიაზე ცხოვრობს და პენსიონერია, უფრო ზუსტად, სპეკულიანტი.

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, მიხეილ ბულგაკოვი იმ რომანის ბოლო აბზაცს დაამთავრებს, რომელიც 1966 წელს გამოიცემა;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, 30-იანების მოსკოვს, ვიწრომხრებიანი და უზომოდ გამხდარი, საჟენის სიმაღლის დამცინავსახიანი ვოლანდი ეწვევა. თავზე ჟოკეის კარტუზით, მოკლე და ვიწრო, კუბოკრული პიჯაკით და პენსნეთი;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, ვოლანდს წითური აზიზელო მოჰყვება;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, ოდესღაც, შეუფერებელი ხუმრობის გამო დასჯილნი, კატა ბეჰემოთი და ფაგოტიც (კოროვიევი) გამოჩნდებიან;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, ბეზდომნისა და ბერილიოზს, ბაღში, გარგარის თბილი, ბლანტე წვენის დალევისას, მოულოდნელად, უცნობი დაადგებათ თავს;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, ბერილიოზს ტრამვაი მოჰკვეთს თავს;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, ლიტერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის კუბოს ლიტერატორები გააცილებენ უკანასკნელ გზაზე - კუბოს უთავო ცხედრით.

  • "მომიყევი, მითხველო! ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.
    მომიყევი, ჩემო მკითხველო, მხოლოდ მე მომიყევი და თვალწინ გადაგიშლი ასეთი სიყვარულის ამბავს."

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, ოსტატი მარგარიტა ნიკოლაევნას შეხვდება;
დიახ. სწორედ იმ მარგარიტა ნიკოლაევნას, რომელიც ლამაზი, ჭკვიანი და ცნობილ ინჟინერზე გათხოვილია;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, ოსტატი ჭკუიდან შეიშლება მისი რომანის ყბადაღებული კრიტიკის გამო;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, სატრფოს მოსაძებნად, მარგარიტა ფრენას ისწავლის;

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, აღმოჩნდება, რომ "ყოველი ხელისუფლება ადამიანზე ძალადობაა";

როცა ანუშკა ზეთს დაღვრის, მერე ყველაფერი მოხდება.

დღეს 50 სექტანტური წიგნის ფარგლებში, ბულგაკოვის გენიალური "ოსტატი და მარგარიტა" გამოვიდა.

მიეცით ხმა თქვენს წიგნს.
აარჩიეთ საუკეთესო.

6 comments:

kalatozishvili said...

”50 სექტანტური წიგნი” რას ნიშნავს?

vasasi said...

50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, ასეთი პროექტი აქვს "კვირის პალიტრას" და ჩემებური ინტერპრეტაცია მივეცი.. :)

მაგ პროექტისთვის ვწერ ხოლმე თვეში ორ პოსტს.. :)

კატიე said...

ო აი ეს კი უნდა ვიყიდო და საერთოდ ახლა დავფიქრდი, არაფრის შეგროვება არ მიყვარს და "ოსტატი და მარგარიტა"-ს გამოცემები ხომ არ შემეგროვებინა? :) ახლა მიდევს მაგიდაზე 1988 წლის რუსული გამოცემა, "ხუდოჟესტვენნაია ლიწერატურა"

Anonymous said...

sauketeso wignia romelic bolo xanebis ganmavlobashi wavikitxe :)))

13 said...

miuxedavad imisa ro martlmadidebeli da agmsarebeli var, mainc versad gavekeci am cignis gavlenas, dzalian momcons,qristes da pontiusis dialogebi gansakutrebit,filmic (romelic seriebad gadaiges rusebma) umagresia, arachveulebrivi msaxiobebit, basilashvili volandis rolshia umagresia , uyuret, ogond gavlenis qvesh nu moeqcevit :)

faifurisangelozi said...

როგორ მიყვარს ეს წიგნი!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger