Wednesday, February 16, 2011

გოგოშკური (ბარემ) პოსწიკი

გუშინ ვფიქრობდი და მივხვდი, რომ სიბერის მეშინია.
წარმოდგენაც არ მინდა, როგორი ვიქნები 50-60 წლის ასაკში..
სახედანაოჭებული, ფუმფულა და ქოლესტერინით გამოტენილი (ან არც) მომჩვარული სხეულით (მოგვიანებით), ანდა, ხელოვნურად შენარჩუნებული ახალგაზრდობით..

ნუ დამიწყებთ ლაპარაკს, რომ არსებობს ბოტოქსი, ვარჯიში, სწორი კვება;
ნუ მეტყვით, რომ გული არ ბერდება;
ნუ მეტყვით, რომ ვაერთადგილებ, ოღონდ არ მიხარია;
ნუ ამიბზუებთ ცხვირს, რომ ვპანიკიორობ;
ნუ მანუგეშებთ სიტყვებით, რომ ყველა დავბერდებით;
ნუ ფიქრობთ, რომ ჩავიციკლები სიცილზე, ტირილზე, მიმიკასა და ემოციების გამოხატვაზე;
ნუ იტყვით, რომ ყველა ასაკს თავისი მომხიბვლელობა აქვს და ქალი ასაკში იფურჩქნება;
ნუ დამცინებთ, რადგან ეს თქვენი მომავალიცაა.

მეცოდებიან ქალები, რომლებიც 40-50 წლის ასაკში კედებით, ჯინსებით ან, სულაც, მოკლე კაბებით დადიან და ფიქრობენ, რომ ამით ახალგაზრდობას ინარჩუნებენ;

მეცოდებიან ქალები, რომლებიც საკუთარ თავს უგულვებელჰყოფენ;

მეცოდებიან ქალები, რომლებიც ვერ აფასებენ ბუნების საჩუქარს - სქესს და კაცებს ბაძავენ.

არ მინდა სიბერე.
მაგას მირჩევნია, ახალგაზრდა და ლამაზი მოვკვდე (საყვარელი მაინც).

P.S. ისე, ბოტოქსის კეთება რა ასაკიდან არის რეკომენდირებული?

14 comments:

Tjorven said...

Lol vai Rafra Nametnavad afren shen :D

მარი said...

ცოტა ხნის წინ მეც მასე ვფიქრიბდი. მესიზმრებოდა კიდევაც, რომ დავბერდი და ცუდად ვიყავი. ამ ჭაღარებს სულ ჭკუიდან გადავყავდი, მაგრამ მაინც მგონია, რომ რამდენიმე წლის მერე უკვე აღარ შემეშინება სიბერის ასე ძალიან.

პერწკლი said...

wellcome to the club :D
ისე მიდნა ახალგაზრდა მოვკვდე უეჭველი ღრმა სიბერემდე ვიცოცხლებ :(

ჰექსე said...

არ განუგეშებ, უბრალოდ გტეყვი რომ ბოტოქსი საშინელებაა. ყინულივით გაქვავებული სახეები ემოციების გარეშე, მაგას ისევ ბუნებრივი ნაოჭები მირჩევნია :)

knuti said...

მე დაახლოებით 40–45 წლის ასაკში მოვკვდები.. ესეც მაქსიმიმუმ..
აუცილებლად

gziri said...

მე სიცოცხლე მიყვარს... 80 წელიც ცოტა მეჩვენება. სიბერესაც ავიტან, ოღონდ თუ სხვისი მოსავლელი არ გავხდები((-

kanka said...

"P.S." :DD

Anika... said...

mec zustad magisi meshinia :(((

Anonymous said...

თამო, სადღაც სამნახევარ წელიწადში მეც გავხდები ორმოცის, მაგრამ ზუსტად ვიცი, ბათინკებს და ჯინსებს ვერ დავთმობ. არა იმიტომ, რომ თავი ახალგაზრდად მოვაჩვენო ვიღაცას. ეგ საერთოდ არ მაინტერესებს, მაკიაჟი და ნაოჭებიც მკიდია. უბრალოდ, ეგეთი ვარ. დრესკოდი და ფეისკონტროლი მაღიზიანებს.

პატივისცემით, ირმა

netochka said...

ადვილად შევეგუე სიბერეს,სიბერესაც აქვს თავისი პლიუსები,არ ჩამოვთვლი...მაგრამ შვილიშვილების ჩახუტება ბედნიერებაა...სულ მალე კი შვილთაშვილიც მეყოლება,მე კი ამ დროს აქ ვპოსტავ...არაა ბედნიერება?!

vasasi said...

უკაცრავად, არავის წყენინება არ მინდოდა..

Anonymous said...

40 wlis var da 70-ic rom gavxde jins da botasebs Tu batinkebs mainc ar gavixdi imitom rom tavs zalian komfortulad vgrznob.

Anonymous said...

mainteresebs radnei clis xar tavad? an sheni dediko ramdnei clisaa?albat 50-60 ze bevrad naklebis :d mokled 50-60 celi arari is asaki rom shegsihdes imitom rom sulac ar geqneba saxe danaochebuli da smgavsi .dedachemi 54 clisa m bebri sulac araa.bavshoabhsi 50 clis kaci ro mokvdeboda da ziadxdnen axalgzardaa iyo sacyalio mikvirda eg ra axalgazrdaa tqo.axalgazrda mxolod 20 clamde megona.mokled dzan dabla daiyvane siberis asaki mahsin roca qalebi 60 clis asakshic imena tavs axalgazrdat grzdnoben,gogsukoben da shen imena mokali :D:D:

Anonymous said...

damijere aq am blogze zdalian bevrs ver acyenineb imitom rom aq myopta sashualo asaki sadgac 40 clamdee aaa tu miagcevs mm aqtiurad stumrobdnen 50-60 clis qalebi shens blogs,damijeree amogshlidnen mexsierebidan :D:D:d (bodishi rom qartuli shriftit ar vcer ar amq da arc micdia dayeneba)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger