Sunday, February 20, 2011

მუსიკა და, დრო და ადამიანი

ასოციაციები, რაც მუსიკის ჟანრებთან მიმართებით მიჩნდება

ოპერა - აუცილებლად პეროთი უნდა მოისმინო და აუცილებლად სოლიდურად გამოწყობილმა;
ჯაზი - უნდა მოისმინო საღამოს, ისეთ კაფეში, რომელიც 30-იანების სტილში იქნება გაფორმებული. უნდა იჯდე ფანჯარასთან და გარეთ უყურებდე, როგორ დადიან ადამიანები;
როკი - როკის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ ჩემთვის როკი ჰარდთან და ჩემს თინეიჯერობასთან ასოცირდება. უნდა მოისმინო ზოგადსაკაცობრიო ფიქრებით გახეთქილი თავით და იმსჯელო, რანი ვართ, რისთვის მოვდივართ და საით მივექანებით.. :)))
რეგეი - უნდა მოუსმინო მაშინ, როცა ჩემფეხება ხასიათზე ხარ;
პოპი - პოპი გლამურული საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, მხოლოდ ზაფხულთან  და სიმსუბუქესთან ასოცირდება;
როკ ენ როლი - გიჟი, გადარეული, არანორმალური, მშობლებისა და, ამავდროულად, ოჯახური მუსიკა. მუსიკა, რომელსაც დრო და საზღვრები არ აქვს;
ბლუზი - მუსიკა, რომელიც წვიმაში უნდა მოისმინო. მუსიკა, რომელსაც უნდა აჰყვე, გუბეებში იხტუნო, დასველდე, იგიჟო და ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო.. :)
რეპი - ცხოვრებისგან დაბოღმილი ადამიანების მუსიკა. ისმინება სიბნელეში, ჭუჭყიან ქუჩებში, ჭუჭყიანტანსაცმლიანი ადამიანების მიერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე;
ფოლკ-ჯაზი - არტ გენზე უნდა მოისმინო მარტო. ივლისში და ღამე, კარგად რომ დაბნელდება. მაშინ მოაქვს;
ელექტრონული მუსიკა - ისმინება შუაღამისას. ძირითადად, ზაფხულში. მაშინ, როცა ყველაფერი ადამიანური დაშვებულია;
ბითლზი - ბითლზის დრო სულ არის, სულ, სულ.. რას მიქვია დრო და ამინდი? :)

ისე, ყველაფერი ფოლკლორიდან იწყება, ამიტომ, ფოლკლორი ყველაზე მაგარი მუსიკაა, რაც კი ოდესმე მსოფლიო ხალხებს შეუქმნიათ.

7 comments:

Rode said...

რა კარგია, გეთანხმები ;)
კლასიკა?
კლასიკაც ბითლზივითაა ჩემი აზრით. ;)

Natalia said...

ააჰ, რეპი რატომ მიაგდე კუთხეში? :D ამ ბოლო დროს ძალიან დავუმეგობრდი, ზოგიერთი რაღაც კარგად ისმინება.

და ისე, რა კარგი პოსტი იყო :)

vasasi said...

rode: კლასიკა როგორ გამომრჩა.. :(

მართალი ხარ, ეგრეა.. ოღონდ სეზონების მიხედვით ისმინება.. მაგალითად, ბახის ფუგა არ შეიძლება ზაფხულში მოისმინო. ის თებერვლისაა. ყინული რომ დნება და მერე გაზაფხული შემოდის, ბოლოში.. :)

ნატალია, მადლობა.. :*
რეპს მუღამს ვერ ვუჭერ რატომღაც.. :(

Rode said...

:)) აჰაა ;)

ნატალია
კეინი ვესტის ახალი ალბომი მოგეწონა? ;)

ჩორვენი¹³ said...

ვასას ეს პოსტი კაი მაგრამ ჩემს ბლოგზე რატომ ჩანს ბოლო პოსტზე -Links to this post და შენი ეს პოსტი??? o.O

Michael said...

კარგი იყო...

ჰო რეპი ძირითადად არის გაბრაზებული და ნერვოზული ხალხის მუსიკა. :D

vasasi said...

არ ვიცი, ჩორვენ..

კიდევ რამდენიმესთან შევამჩნიე ეგრე და ვიფიქრე, ჩემთან ჩანდა მარტო..

ნამდვილად არ ვიცი..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger