Wednesday, February 23, 2011

დიახ, მე ბანძი ვარ

  • - დედა, მე გეი ვარ, - უთხრა ჩემმა არც ისე შორეულმა, დედისერთა და მამით ობოლმა ნაცნობმა დედამისს. ეს უკანასკნელი, საუბრიდან თხუთმეტ წუთში, გორის რაიონულ საავადმყოფოში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბლოგის ძვირფასო მკითხველო, თქვენ ფიქრობთ, სათაური ინტრიგას შეიცავს? ცდებით. მე გადავწყვიტე, სიმართლე დავწერო ჩემ შესახებ და სათაურიდანვე გეუბნებით, რომ ბანძი ვარ.
ბანძი ვარ შემდეგი მიზეზების გამო:

ჰეტეროსექსუალი გახლავართ და გადახრა არასოდეს მქონია;

არც ლესბოსელად თავის გასაღების სურვილი გამჩენია მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაცვის უნარი არ შემწევს და უმცირესობის ნიღაბი ერთადერთია, რაც დამიცავს;

ლესბოსელობა არც მაშინ დამიბრალებია (მით უმეტეს, დამიმტკიცებია), როცა გარკვეულ ჯგუფში შესვლის სურვილს ოდნავ მაინც დაუკრავს თავში;

არასოდეს დამიწერია ჩემს მენსტრუალურ ციკლზე. არც საათივით აწყობილი დამიხარბებია ვინესთვის და არც არევის გამო მიწუწუნია;

არასოდეს გამჩენია 15-დან ზემოთ ასაკის გოგონების/ქალებისათვის მენსტრუალურ დეტალებზე ბლოგიდან (არც პირადად) საუბრისა და რჩევა-დარიგებების მიცემის სურვილი, რადგან ვფიქრობ, მათ ეს კარგად იციან. ამასთან, მენსტრუაცია არც ბიჭებისთვის გახლავთ თემა, რომელსაც, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანს უყვარს ხოლმე თქმა, ექსკლუზიურად მივაწვდი და რეიტინგს ავიქაჩავ;

პორნოს ეფექტით, იდეებით აღვსილს არასოდეს დამიწერია სექსზე და პოზების ჭეშმარიტებებზე სხვებისთვის არ დამიწყია რჩევა-დარიგების მიცემა მოტივით - მე თამამი ვარ და სექსზე ღიად ვსაუბრობ;

ჩუმად ნანახის გავლენით, არასოდეს მირჩევია თქვენთვის პრეზერვატივია უკეთესი თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;

იმიტომ, რომ სხვებს ვაჩვენო, რაოდენ მაგარი ჟურნალისტი ვარ, არასოდეს ვიზასავებ დავით პაიჭაძესთან;

არც ია ანთაძესთან;

არც გოგი გვახარიასთან (კიდევ ვინ გვყავს საქართველოში მეტრები?);

მსგავსი რამ რომ მოხდეს, ჩემს სხვა კოლეგებთან არასოდეს ვიმარიაჟებ ამით;

არასოდეს მივაზელინია ვინმესთან მაშინ როცა დამჭირვებია, მით უმეტეს, ამას არ გავაკეთებ პრესტიჟის, მდგომარეობის გაუმჯობესებისა თუ სტატუსის მოსაპოვებლად;

არ ვაგინებ პატრიარქს. არც ვეთაყვანები;

არც ღმერთს ვაგინებ - უბრალოდ, მწამს;

არც მეგობრებზე გიყვებით - ის რომ იყო, ერთხელ იყო;

არ ვეზასავები მეგობრებს და მეორე დღეს ჭეშმარიტ მეგობრობაზე არ ვსაუბრობთ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან არც "მეგობრული ზასაობის" მესმის, არც მეგობრულ-გამამხნებებელ-მანუგეშებელი სექსის, არც ამის აუცილებლობის მწამს და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არასრულფასოვნების კომპლექსსაც არასოდეს დავუტანჯივარ;

სამი ტონა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, მეორე დღეს არასოდეს ვმარიაჟობ რამდენი და როგორ დავლიე. არც იმით, ვინ დავათვრე;

მე ბანძი ვარ და არ ვმალავ.
და ახლა, როდესაც გამოგიტყდით, გულზე, რაღაცნაირად, მომეშვა.

P.S. დამავიწყდა ჩამემატებინა, რომ, არასრულფასოვნების კომპლექსის მსგავსად, ჰომოფობიაც არ მტანჯავს..

20 comments:

utvino said...

შე ბანძო
მეც ბანძი ვარ ისე
აბსოლუტური ლაიქი

lasharela said...

გაწყენინა ვინმემ? :)

vasasi said...

lasharela: არა. უბრალოდ, სიცხე მაქვს და, მგონი, მაბოდებს. :(

Natalia said...

<3

tamaRa said...

ბანძების სექტა შევქმნათ და "დონეებს" დავეჯახოთ :)

მოხეტიალე said...

ლაიქ
+1 ბანძი შენს გვერდითაა:)

Rode said...

აუჰ, რა კარგი იყო!
ბრავისიმო!
მოგესალმებით საბანძეთიდან ;))))

Maiko said...

მეც ბანძი ვარ და შენნაირ ბანძები მიყვარს მხოლოდ :*

ირმის ნახტომი said...

დიახ!

პერწკლი said...

რა დღეში ხარ ვასასი :D

ოღონდ იქ "გადახრა" რაღაც ძალიან დისკრიმინაციულად ჟღერს,ან მეჩვენება, უსერ

პტივისცემით, რიგითი ბანძი :D

Clown said...

ვასასი რა საყვარელი ხარ :უსერ:

კიარადა,სექტას მეც შემოვუერთდები :დ

L I F E said...

როგორი არაბანძური ტონია : )

vasasi said...

L I F E: თავდაცვის მიზნით ზოგი რას აფარებს თავს და ზოგი რას..

მე ბანძობას ვაწვები.. :))

კატიე said...

დღეს ჩვენ ყველანი ბანძები ვართ!
ოღონდ, ხვალ წავალთ და აქ ნახსენები სტილის პოსტებს ავუბამთ მხარს :D

prodigycow said...

ბარემ მეც დავწერ...
მე გლდანელი შეყვარებული მყოლია
ღმერთო ჩემო რა ბანძი ვარ
ალბათ მაგარი ბანძურად მოვკვდები

ისეთი ბანძი ვარ ვარდისფერი ზაჟიგალკა მაქვს და ისიც გამიფუჭდა

nick_el_son said...

გაიზრდებით და დაიკიდებთ :ბოლი:


:დდ

Tjorven said...

FUF Bandzebo !
me ar var bandzi da gshurdet !

taa said...

მე არ ვარ ბანძი :დ :დ :დ
მაგრამ არც მე ჩამიდენია ამათგან არც ერთი პუნქტი :)

მარი said...

ჰაჰაა :)) რა მაგარი ხარ. თუ რამე, მეც შემოგიერთდებით ბანძთა სექტაში.

mancho said...

ჰმ საინტერესო ბლოგი იყო...
ბანდზობის რა მოგახსენოთ მარა არც მე არ ჩამიდენია ზემოთ მოხსენებული პუნქტებიდან არც ერთი ....

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger