Monday, February 28, 2011

მე და ოსკარას ბიჭი

 once upon time there was...
იყო ერთი ბიჭი, რომელსაც ქერა თმა და ცისფერი თვალები კი ჰქონდა, მაგრამ ბრედ პიტს მაინც არ ჰგავდა.

არ ჰგავდა იმიტომ, რომ პროექტი "ბრედ პიტი", ჩვენ რომ ვყვებით, იმ უხსოვარ დროში, საერთოდ, არ არსებობდა. უფრო მეტიც: ამ პროექტის შემქნელებიც არ არსებობდნენ და იმ ბიჭის გამჩენ მამაკაცსაც არ უფიქრია, რომ მისი ბიჭი ბრედ პიტის მსგავსი იქნებოდა. ჰოდა, სწორედ ამიტომ, ბიჭი საერთოდ არ ჰგავს პიტს.

ქერა, ცისფერთვალება, კულულებიანი, გადასარევი და არაჩვეულებრივი.
ასეთი იყო ოსკარას ბიჭი. ბიჭი, რომელიც ყველას უყვარდა.

ყოველთვის მიკვირდა ადამიანების, რომლებიც წიგნის გმირებზე აფრენდნენ. მერე კი რეალურ ცხოვრებაში მათ პროტოტიპებს ეძებდნენ.
მიკვრიდა მანამ, სანამ ერთი გმირი არ შემიყვარდა.
ეს სხვა ისტორიაა, რომელსაც ოსკარას ბიჭთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, ჩემი საყვარელი გმირი პროტოტიპი რეალურ ცხოვრებაში არასოდეს მიძებნია.

უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვიყავი, როცა პირველზე ერთი  საინტერესო გარეგნობის ბიჭი გამოჩნდა. გრძელი, ქერა თმით, ლურჯი თვალებით. ისეთი, რომ შეხედავ, გინდა, ჰოლივუდის ისტორიულ ფილმებში უფლისწულების როლს თამაშობდეს, თორემ 70-იანების მუსიკას ისედაც უსმენს, ფლოიდები ისედაც უყვარს, ისედაც უკრავს გიტარაზე და ისედაც ოცნებობს ლონდონში ცხოვრებაზე.

ერთხელ გამყიდველის ამბავს მომიყვა, რომელსაც მის დანახვაზე ყბა ჩამოუვარდა, თვალს არ აშორებდა და დააბნია. იმ ქალმა ოსკარას ბიჭზე მკითხა რაღაცები, არ ვიცნობ მაგ ბიჭს და ვერ ვუპასუხე, ჰოდა რატომ, შენ გეცოდინებაო, მკითხა ერთხელ.

მე ვიცოდი.
არ დამიმალავს - გულახდილად ვუთხარი ყველაფერი.

მერე სახლში მოვდიოდი და გული მეწვოდა. შემეცოდა გამყიდველი. შემეცოდა იმიტომ, რომ იქნებ 40-50-60 წლის ასაკში იპოვა საოცნებო გმირის პროტოტიპი. გმირი, რომელიც დროში ასცდა და არათუ შვილად, იქნებ შვილიშვილადაც ეკუთვნოდა. იმიტომ, რომ ბიჭი, რომელიც ოსკარას ბიჭს ჰგავდა, მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო.

ქერა, ცისფერთვალება..
ეს ამბავი იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ ოსკარას ბიჭი სახეზე არ მახსოვს. არსებობს მხოლოდ ემოციური ასოციაცია, რომელსაც ასეთ პორტრეტთან მივყავარ:

ეს მსახიობი მეთიუ მაკკონაჰია.
დიდად არ მომწონს.
არც ეს და არც ოსკარას ბიჭი.
ზოგადად, ქერა, ცისფერთვალება და გადასარევი ბიჭები არ მიზიდავს. მერე რა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებული, ბიჭების უმეტესობა ქერა და/ან ფერადთვალებიანი იყო.

ქერა, ცისფერთვალება, კულულებიანი, გადასარევი და არაჩვეულებრივი - ეს ოსკარას ბიჭია, რომელსაც დღეიდან შეგიძლიათ "კვირის პალიტრასთან" ერთად, 50 წიგნის ფარგლებში გაეცნოთ. საინტერესოა, როგორია ის თითოეული თქვენგანის წარმოსახვაში?

მიეცით ხმა წიგნს;
აირჩიე საუკეთესო.

5 comments:

Kate said...

ჩემს წარმოსახვაში ბევრნაირია. მაგრამ დათო მაინც უკონკურენტოა.


მეტიუ ძალიან მომწონს. აი ძალიან. მის ყბებზე ვგიჟდები. <3

vasasi said...

ვინ არის დათო?

Kate said...

http://www.google.com/images?hl=en&source=imghp&biw=1366&bih=653&q=david+beckham&gbv=2&aq=0&aqi=g10&aql=&oq=david+

vasasi said...

უი, დათიკო მეც მომწონს.. <3

Kate said...

შენ მილიბენდი იკმარე :ბოლი:
ეს ჩემია.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger