Thursday, March 17, 2011

სანამ დედამიწას ზედმეტი 60 კგ-თი ვამძიმებ

ტეგ თამაშია ასეთი, ჰოდა ვიწყებ ჩამოთვლას, რა მინდა გავაკეთო სანამ ცოცხალი ვარ:

  • სასწავლებლად წავიდე საზღვარგარეთ;

  • ვიმუშაო BBC-ში;

  • ვნახო ჩემი ოცნების ქალაქები: ქაირო, ლონდონი, მილანი, მეხიკო (U.s.w);

  • ჩემი შესაძლებლობების ნახევრის რეალიზება მაინც მოვახდინო;

  • ცოტა ხნით ვიცხოვრო იაპონიაში (მიწისძვრა, ვულკანი, ზვავი და მეწყერი არ ვიცი მე) სულიერი სიმშვიდე მჭირდება;

  • ვნახო აფხაზეთი (რატომ არ ვიცი, ბოლო დროს ძალიან ხშირად მესიზმრება) ოღონდ არა ისე, როგორც სხვა ქვეყანა;

  • არასოდეს დავბერდე;

  • ვიყიდო ესენი;

  • ესენი კიდევ;

  • ვიყიდო ლეპტოპი ჩემი ფინანსებით;

  • პოლ მაკარტნის კონცერტზე მოვხვდე;


  • საზღვარგარეთ წავიდე სასწავლებლად.. ეს ხომ უკვე დავწერე, მაგრამ კიდევ დავწერ. ახლა ყველაზე მეტად ეს მინდა..

3 comments:

Clown said...

"საზღვარგარეთ წავიდე სასწავლებლად.. ეს ხომ უკვე დავწერე, მაგრამ კიდევ დავწერ. ახლა ყველაზე მეტად ეს მინდა.. "

მეც ეგ მინდა ყველაზე მეტად :)))

მოხეტიალე said...

ჰოდა გისურვებ რომ აგისრულდეს ის რაც გინდა <3

vasasi said...

მადლობა.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger