Friday, March 4, 2011

გეი

მოგესალმებით. თითქოს ენა არ მიბრუნდება, მაგრამ მაინც დომენით უნდა გაგეცნოთ - მე lasharela.com-ვარ.

რა დასამალი არის და ეს ჩემი პირველი გესტ ანუ სტუმარპოსტია. პატივი მერგო და ვასასის - წითელრქებიანის, რომელიც ურცხვად მოგვიწოდებს - გიყვარდეთ ჩემნაირებიო, ბლოგზე ვწერ.

ალბათ არც ველოსიპედს გამოვიგონებ და მითუმეტეს ამერიკის აღმოჩენისგან ცხრა მთა და მინიმუმ ერთი ოკეანე დამაშორებს თუ ვიტყვი რომ ადმიანის ნებისმიერ ქმედებას ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული, გარკვეული მოტივატორი _ აღმძრავი გააჩნია.

როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის გვამოძრავებს გარკვეული სურვილი, სწრაფვა. როგორც თავის დროზე ჩემი უცხოეთშინასწავლი უფროსები იტყოდნენ (იმედია კითხულობთ ამ ნაწერს!) ყოველ ადამიანს გააჩნია გარკვეული "need".

მოცემულ შემთხვევას (გესტპოსტს ვგულისხმობ) თუ ჩავუღრმავდებით, მე სტუმრად მომიწვიეს. არ ვიცი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ ამ პოსტის მიზანია რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ის. ჩემი need კი არის, საკუთარ თავს, ვასასის და ოთხასიათასიან ქართულ ონლაინ სივრცეს ვაჩვენო, თუ რა მაგარი ვარ და რამდენზე შევძელი ახტომა (ვიცი ამ შესავლისთვის დავისჯდები).

ამიტომაც ყველაფერს (თუ საჭირო იქნება ტრაკსაც მივცემ) რომ ეს პოსტი რეიტინგული გამოვიდეს - მიზანი ხომ ყოველთვის ამართლებს საშუალებებს (და ძალიან გთხოვთ, სენტიმენტებს და „ნწ, ნწ, ნწ, ნწ-ს ძახილს არ ვართ).

არაერთწლიანმა ონლაინ მოღვაწეობამ, მასწავლა რომ ქართულ რეალობაში (მინიმუმ ვირტუალურ რეალობაში) არსებობს ორი თემა, რომელზეც რაც არ უნდა დაწერო, გამოხმაურება მაინც დიდი ექნება. ესენია:

  • რელიგიური უმრავლესობა და
  • სექსუალური უმცირესობა


ამჯერად არჩევანს, მოძალებული მუზების გამო მეორეზე შევაჩერებ.

***
ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ბავშვები მართლა წეროებს კი არ მოჰყავდათ, არამედ ქალი და კაცი ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეჯახირებოდნენ და წვალობდნენ.

ცოტა უფრო დიდი ვიყავი, თუმცა მაინც პატარა, როდესაც გავიგე რომ კაცი აუცილებლად ქალთან კი არ უნდა წვალობდეს და ჯახირობდეს, არამედ კაცთანაც შეუძლია იგივე გააკეთოს, თუმცა იმ განსხვავებით რომ ბავშვი არ ეყოლებათ (ბარემ აქვე ვიტყვი, ლესბოსელების შესახებ როცა გავიგე, კაი წვერულვაშიანი და უკვე "ქალებში ნამყოფიც" გახლდით).

ისე ახლა არ გაგეცინოთ და პატივი ეცით ჩემი გარდაცვლილი ბებიის - ნელის ხსოვნას, მაგრამ მე და ბებიაჩემმა, ერთნაირი კაცების ერთად ყოფნის ამბავი ერთად გავიგეთ.


ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ ვისაც მეხსიერება არ გღალატობთ და ანგარიშიც არ გეზარებათ, მახსოვს გადიოდა რიგით-იდიოტური ტელესერიალი "დინასტია".

მოულოდნელად გაირკვა, რომ ტელესერიალის მთავარი გმირის - ჭაღარა, სოლიდური და ფულიანი ბიძიას შვილი _ სტივენი, გეი აღმოჩნდა.

მახსოვს როგორ შეიცხადა ბებიაჩემმა და გაიკვირვა, რომ "ამხნის ქალი იყო და ამფერი არაფერი უნახავს და გოუგონია (არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო)".

მაშინ პირველად გაჩნდა ჩემში განცდა იმისა რომ ოდესმე შეიძლება გაირკვეს, მე ისეთი არ ვარ როგორიც მამაჩემია, ბიძაჩემი, მეწისქვილე შაქრო და ჩემი მეზობელი ილოა. შეიძლება ისე მოხდეს რომ მე არ მეყოლება ცოლი და მეტიც _ საერთოდ არ მეყოლება ქალი.

გაჩნდა პირველი შიში, რომ მე არ ვიქნებოდი ისეთი როგორიც ყველაა. მტანჯავდა აზრი _ "ნეტა ხომ არ ვარ გეი"? მაგრამ "მიდგებოდა თუ არა ქალებზე", "ქალებზე და კაცებზე ერთდროულად" თუ "მხოლოდ კაცებზე" ამის გადამოწმება იმ დროისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან იმ დროს სექსუალურად მოუმწიფებლობის გამო საერთოდ არ მიდგებოდა.

მოგიანებით კი გაირკვა რომ ქალებთან მიმართებაში, ეროგენული წერტილები სწორად მუშაობდნენ. კაცებთან მიმართებაში კი სრული ინდიფერენტულობა სუფევდა _ დავმშვიდდი!

გავიდა დრო, გავხდი სტუდენტი, დავიწყე მუშაობა, გავიცანი უამრავი მეგობარი და ა.შ. სანამ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ფეისბუქ პროფილის მეგობრების რიცხვმა 600-ს არ მიაღწია. აქედან ნახევარზე ცოტა მეტი ბიჭი იყო. მცირედით მაგრამ მაინც გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე რომ მეგობარი ბიჭების 30% "ბი" ან "ჰომოსექსუალი" მყავდა.

მაშინ პირველად გამიხარდა, რომ არ აღმოვჩნდი "ჰომოფობი". ისევე როგოროც სხვა მეგობრებისგან, ვაშეარებდი მათგან ლინკებს, ვუპოსტავდი ვოლზე, ვულაიკებდი, ვუკომენტებდი, ვუმეგობრდებოდი და "ვუ" კანონზომიერებიდან ამოვარდნილად "ვე-ჩეთავებოდი" კიდეც.

მაგრამ იყო ერთი "მაგრამ" რაც ძალიან არ მომეწონა - "ყველამ, ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს არ ამბობს".

არ ვიცი გამამართლებთ თუ არა მაგრამ, ჩემის მხრივ მეც მიჭირდა თქმა - "გამარჯობა ჯემალ, მე ხომ ვიცი, რომ შენ გეი ხარ, ჩემთან შეგიძლია პირდაპირ, მინიშნებების გარეშე ისაუბრო". ან რატო უნდა ვუთხრა რამე ადამიანს რომელიც თავად არ ამბობს არაფერს ამის შესახებ?

არა და როგორ მინდოდა თითეულ მათგანს გაესტატუსებინა რომ გეია. რილეიშენშიპში დაეყენებინა თავისი შეყვარებულის პროფილი. დაედო მის ვოლზე რომელიღაცჯანდაბა წლის, ყველასთვის უცნობი კლასიკური მუსიკის კონცერტი (თუმცა ამას ნამდვილად აკეთებდნენ) და მიეწერა: "ეს შენ საყვარელო".

როგორ მინდოდა არ მეფიქრა: "ხომ არ ფიქრობს ახლა ის, რომ მე ვფიქრობ მასზე, რომ მან არ იცი რომ მე ვიცი, რომ ის გეია". რა ჩახლართულია არა? რატომ? ისედაც, "ყველამ ხო ყველაფერი იცის"?


ხო და თუ იცით, უცხოებს ვერ მივმართავ, მაგრამ ჩემი ფრენდ ლისტის 30% ნამდვილად ხმამაღლა გამოვუცხადებ - შეეშვით ონანიზმს, ყოველგვარი ხარისხის მიუხედავად გეებზე გაჟღერებული სტატიების ვოლებზე პოსტვას, ირიბად და მინიშნებებით საუბარს, გაიღვიძეთ ერთ მშვენიერ დღეს, გაიღიმეთ და თქვენს ვოლზე დიდი ასოებით დაწერეთ:


მე გეი ვარ!

მე კი დაგილაიკებთ... დაგილაიკებთ მთელი გულით და იქვე დაგიკომენტებთ:


- მე კიდე შენი მეგობარი ვარ და გახსოვდეს: მიუხედავად იმისა რომ შენ მხოლოდ კაცებზე გიდგება და მე მხოლოდ ქალებზე - შენი გულისთვის ტრაკსაც კი მივცემ!

პოსტის ავტორი: lasharela.com

23 comments:

კატიე said...

გულის ფანქცალით ჩავიკითხე ბოლომდე :D კინაღამ გვარს არ დავასახელებ და კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით დამემართა და დავიჯერე რომ საკუთარი თავის ქამინ' აუთ-ს აპირებდი :D

Rode said...

bravo, bis!
სკანდალური პოსტია და რეიტინგული 100%

სიყვარულოვნა said...

მაგ ვოლზე დაწერილ "მე გეი ვარ"–ს რამდენი საშინელი რამ შეიძლება მოჰყვეს ეგ იცი? არც ისე ადვილია ადგე და გამოაცხადო, რომცა გარშემო უამრავი ჰომოფობი გყავს :|

lasharela said...

არამგონია. გადახედე შენს ირგვლივ. რამდენი გეი მეგობარი გყავს. შეჭამა ვინმემ? ხოდა ბარემ თავადაც თქვან.

ვიცი, ამას გამბედაობა უნდა და მე არ ვიცი შევზლებდი თუ არა, ურბალოდ ჩემი ხედვა და მხარდაჭერა გამოვთქვი

ირი ლეკვეიშვილი said...

წინააღმდეგობაში მოდიხარ შენივე ნათქვამთან. შენ ამბობ,რომ გეშინოდა გეი არ აღმოჩენილიყავი, გტანჯავდა ამაზე ფიქრი და ა.შ. შენ მარტო ფიქრი გტანჯავდა და ახლა წარმოიდგინე,რომ ყოფილიყავი მაშინ რა იქნებოდა )))
ჰოდა შენთვის ეგ არაფერია ის რას დაწერს ან არ დაწერს, უბრალოდ სალაპარაკო იქნება კიდევ ერთი და ზოგიერთის ენებს კიდევ უფრო ააქავებს :დ:დ
ან ვერ ვხვდები რატომ უნდა გამოაცხადონ ფეისბუქის ვოლზე )))))))))

ეკაუკა said...

მართლაც რომ ომგ!
დავიჯერო შენ ხარ ის ერთადერთი არაჰომოფობი ნატურალი? :) მე ასეთების ნახვის იმედი უკვე დაკარგული მქონდა :)))
პ.ს. ისე თავიდან მეც სტანდარტული "ქამინგ აოუთი" მეგონა :)

lasharela said...

ცხოვრება წინააღმდეგობებით არის აღსავსე :)
(ფილოსოფიური დებატები მაგრად მეზარება აქ. ლუდზე თუჩამოვჯდებით მოსულა! :) )

ეკაუკა - სტანდარტული ქამინგაუთები არსებობს? მანახეთ რა. არაანონიმური და არამინამიოკებული.

სიყვარულოვნა said...

ჰო, უამრავი ნაცნობი მყავს არატრადიციული ორიენტაციის თუმცა მათ საკტარ ვოლზე არ გამოუჭენებიათ "მე გეი ვარ", რადგან ის რაც ესმის 500–კაცს შეიძლება დარცენილმა 100–მა ვერ გაგიგოს.

რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ ისინი საკუთარ ნაჭუჭში უნდა ჩაიკეტნონ და მხოლოდ სარკის წინ "აღიარონ", მაგრამ არც ისეთ ადგილას, როგორიც ფბ–ა აღიარება შეიძლება. ყოველშეთხვევაში საქართველოში მცხოვრები ადამიანების განვითარების ამ ეტაპზე

ეკაუკა said...

არაანონიმური და არამინამიოკებული
(ნუ ახლა პირდაპირ მაგით არ იწყება და მხოლოდ ეგ თემა არაა)

http://liberali.ge/giorgi-kikonishvili/givi-rdze-tsqali-da-sasidzoebi

lasharela said...

და დღეში 700 ლინკს და ვიდეოს რო დადებ სექსუალურ უმცირესობაზე ეგ რაა - თუ არა უსუსურად იმის თქმა რომ შენ გეი ხარ?

ამბობ მარა მთლად ვერ ამბობ? :) აი ეს არ მომწონს...

Da-v-iD said...

:) კაი პოსტი იყო. დებიუტი სტუმრის სტატუსით ბრწყინვალედ შედგა :)

ჩორვენი¹³ said...

გენიალურ : )
რესპექტ ფორ პოსტ : )

Agasfer said...

ვაა.. რა კარგი პოსტი იყო :)
დინასტიაზე გამეცინა. მეც მაშინ გავიგე, რომ "ასეთებიც ხდებოდა" :D მაგრამ ბოლომდე ვერ მივხდი, ჰომოსექსუალი რას ნიშნავდა. "მივხვდი", რომ რაღაც "ცუდი" იყო. ერთხელ ჩემმა ძმამ (უფროსმა) გამაფსიხა და ტრადიციულ დამპალს, ხისთავიანს, ჩათლახს და ა.შ. ჰომოსექსუალიც მივაყოლე. კარგად მიმილამაზა ცხვირ-პირი. როცა შევრიგდით, ვკითხე, ასე რატომ გაბრაზდა და ამიხსნა. :დ

lasharela said...

ვასასის, პოსტს შენს ჯგუფში რატომ არ დებ? :))) ფეისბუქზე? :))) (აი, ჩამჭრელი კითხვა :))))

აგასფერ- მიხარია რო მოგეწონა. მე ძმა არ მყავდა, მარა ბებიასთან ერთად გავაიასნე ეტყობა :)) დეტალები არ მახსოვს :)))

vasasi said...

ოხხხ, კვანტალიანო!..

:)))

dodka.ge said...

ნუ, "მე გეი ვარ" სტატუსი ისეთივე არაადეკვატური იქნება, როგორც ჰეტერომ რომ დაიყენოს "მე ქალებს ვტყნავ".

:დ

lasharela said...

რატომ არის არაადეკვატური "მე ქალებს ვტყნავ"? :)

მე ხშირად მომდომებია "მე არ ვარ გე ბიჭებო (ნუმეჩალიჩებით)" ან "მე ქალებს ვტყნავ"...და რა მერე? :)

vasasi said...

ჰე, რა დღეში ხართ?!

ttako_takko said...

13
visac uswordeba iyos gei ras sheecit??? reitinguli iqneba es tema sul aratradiciuliorientaciis xalxze wert. kargit ra..
ar gainteresebt daweret tema ratom aqvs saqartveloshi yvela kbilis pastas shavi da witeli zoli?? damerwmune veravin ver gagcems pasuxs... magram gagcemen pasuxs vigav jvishtangi vis tynavs .:D:D:D:D

vasasi said...

არ მიყვარს როცა ჩემს ბლოგზე ბილწსიტყვაობენ.
მეტიც: ვერ ვიტან.
ამიტომ,გთხოვთ, მეცით პატივი და კორექტურის ფარგლებში წერეთ.

ttako_takko said...

hahahaaa=]] shenc 10 magi moralis da standartis yopilxar... :P
samwuxaroaa:(( ise shen posts tu gadaxedav da kidev ramodenime komentars bilwsityvaobis prtagashli narnars.
tu me ver micani da imitom amomige mizanshi??? sasaciloa ucxoebze rom moitxoven koreqtulobas da sakutars xotbas asxaven...

vasasi said...

დაშტამპული ვარ, დაშტამპული.. :)

კი არა, ვუყურე, დავაკვირდი,ვინერვიულე,აღვშფოთდი და ბოლოს გადავწყვიტე,დამეწერა..

და მარტო შენ არ მოიაზრები ჩემს ზემოაღნიშნულ კომენტარში.

და კიდევ, უცხო და ნაცნობი არ ვიცი მე..

დათო said...

ლაშარელა, ძალიან კარგი პოსტია და გულიც ამიჩუყდა მაგრამ არის ერთი მაგრამ, ყველას არ ჰყავს შენნაირი კარგი და გამგები მეგობარი. ამას თავი რომ დავანებოთ ზოგი ჯერ გარკვევის პროცესშია ...
ზოგიც კი განკურნებას ცდილობს, ეკლესიის ძალით ან სექსოლოგების იმედია აქვს. რა უნდა მოსთხოვო იმ ადამიანებს რომლებიც საკუთარ თავს და სექსუალობას ებრძვიან?
პირადად ჩემთვის; რატომ უნდა დავიწერო სტატუსად რომ ვარ გეი? მეგობრებში ისეთებიც მყავს რომლებისთვისაც ადამიანის სექსუალობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მათი გაკეთებული საქმე ან ინტელექტი, ისეთებიც რომლებიც ჰომოფობები არიან მაგრამ ინტელექტუალი ხალხსი წრეში რადგანაც ტეხავს ჰომოფობობა, ისინი მხოლოდ ამის გამო არ არიან ეგეთები, შინაგანად კი მაინც ჰომოფობები რჩებიან, გინდა გოგო და გინდა ბიჭი ...
ახლო მეგობრებმა ისედაც იციან.
ვფიქრობ, რომ ჯერ პატარა წრეში უნდა მოსინჯო ძალები და შემდეგ უკვე დიდი და გაშლილ სივრცეში დაწერო, რომ ხარ გეი :)
და კიდევ ერთხელ კარგი პოსტია :) !

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger