Sunday, March 6, 2011

რატომ უნდა გიყვარდეთ ჩემნაირები?!

გამარჯობა მე ჰექსე ვარ და ამ ბლოგზე სპეციალური მოწვევით ვიმყოფები.

როდესაც ბლოგის ავტორი მოწვევას მიგზავნიდა, დარწმუნებული ვარ არ იცოდა რას აკეთებდა, ისევე როგორც არ იცოდა გერმანიის კონსულმა როდესაც პანტა-პუნტით ურახუნებდა ქართველებს ვიზებს, სწორედ იმ ვიზებს მერე სულ თავში სახლელი რომ გაუხდა მის ხელისუფლებას.
როგორც ბერნარდ შოუ ამობოდა: " მწერალი რომ ვარ ნურვინ იფიქრებს, რომ არასდროს მიცდია ღირსეული საქმის კეთებაო." და რადგან ჰექსე მქვია და კვირაში 8 დღე კრიტიკას ვწერ ნურვინ იფიქრებს რომ არ შემიძლია ადამიანური რამეების წერა, ნურც ის გეგონებათ რომ მაინცდამაინც ყავის საწრუპად ან შოკოლადის საჭმელად ვიყო აქ მოსული, ჩემი სევდიანი სიყვარულის ისტორიას მოვყვებოდი, მაგრამ ერთ-ერთ გადაცემას მივეცი მასზე ექსკლუზივი, ასე რომ მის მოსასმენად კიდევ 4 დღე მოგიწევთ ლოდინი. სკანდალურ-ინტიმურ თემებზე დავწერდი, თუმცა მასზე წერის უფლება დიდი ხნის წინ დაიპატენტა ერთ-ერთმა მის ხსენებაზეც რომ ტანში მაჟრიალებს იმ გამოცემამ. ამიტომ გადავწყვიტე რამე უფრო გლობალური მისია შემესრულებინა.


ბლოგს რომლის სტუმარიც გახლავართ "გიყვარდეთ ჩემნაირები" ქვია, მაგრამ როგორც ცნობილი არაბი ფილოსოფოსი იბნ ალ სამუნ ელ ბილი იტყოდა "ნურვინ გიყვარს, თუ არ იცი რატომო" მერე რა რომ არაბებს საერთოდ არ ყოლიათ ასეთი ფილოსოფოსი, მთავარი ხომ სიტყვების ჭეშმარიტებაა და არა მისი ავტორის ვინაობა.

თუმცა ახლა ვასასითან კი არა მაიკოსთან რომ ვიყო სტუმრად მიწვეული ის აუცილებლად მკითხავდა: "როგორ იყო სინამდვილეშიო" მეც სწორედ ასე დავიწყებდი:


ჩვენი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ ავტობუსიდან ჩამოსულს ხელი ფრთხილად შემახო და ჩუმად, ისე მგზავრებს რომ არ გაეგონათ მითხრა : ჰექსეო.
შემოვტრიალდი, დავინახე და დანახვისთანავე შემიყვარდა. და შემიყვარდა იმიტომ, რომ:
იყო საყვარელი, ჭკვიანი, ყურადღებიანი
არ იყო გარუჯული, გაშპაკლული, გაუთავებული
ახასიათებდა იუმორის კარგი გრძნობა, კრიტიკულობა, წერის და საუბრის გამართულობა
არ ახასიათებდა ზედმეტი ფორმალურობა, პრანჭვა-გრეხვა და სხვა მავნებლობანი
არ გააჩნდა მავნე ჩვევანი.
წერდა ყველაფერზე. ჯერ გაუსვლელ გადაცემებზეც და როგორც წესი მანამდე აქვეყნებდა პოსტს სანამ დავით კიკალიშვილი სიტყვის დამთავრებას მოასწრებდა.
არ წერდა სექსზე, მენსტრუაციაზე, ორგაზმზე და სხვა დანარჩენზე რომელიც ჩამოთვლილია სახელმძღვანელოში "რა სიტყვა უნდა ვახსენოთ ბლოგზე რეისტინგის გასაზრდელად"
უყვარდა ჯინსები, კეტები, ფერადი მაისურები და ისა..<3
არ უყვარდა პოეზია, სალომე გველესიანი, ოლეგ პანფილოვი და გვარსა და სახელს არ დავასახელებ კიდევ ისა.
შეეძლო მთელი სეზონი ევლო ერთი ჯინსით, ერთი მაისურით, ერთი ზურგჩანთით და ყოფილიყო ძალიან ბედნიერი
არ შეეძლო ესმინა ნინო ჩხეიძისთვის, სოფო ნიჟარაძისა და მაია ასათიანისთვის და ყოფილიყო ძალიან ბედნიერი.
გამოსდიოდა ეწერა მწარედ, უფრო მწარედ და ცხარედ
არ გამოსდიოდა ყოფილიყო დათაფლული, დაშაქარული და გლამურული.

ამბობენ იმდენჯერ დაწერა გვანცა დარასელიაზე რომ მან შუა თაფლობის თვეში პრაღიდან დაურეკა როცა თავისი ქმრის იახტით თავის დეიდაშვილის მილიონად შეფასებული კერძო ვილისკენ მიცურავდაო.
იმასაც იძახდნენ, რომ ერთ დიდ თანამდებობის პირს ქალაქის მერიისთვის სპეციალურად მისთვის თბილისში ჯონ ლენონის ჩამოყვანა დაუვალებია იქნებ ამით მაინც მოვიგო მისი გულიო. თუმცა აღნიშნული ტექნიკური მიზეზების გამო ვერ განხორციელებულა.

მოკლედ ასეთი იყო ის როდესაც გავიცანი და შემიყვარდა. ახლა კი აქ მხოლოდ იმიტომ ვიმყოფები რომ მოვთხოვო მას, და თუ საჭირო გახდება ზემგდომი ინსტანციებიც ჩავრიო საქმეში რომ ის დაუბრუნდეს ისევ თავის ძველი დისლოკაციის ადგილს და გახდეს ზუსტად ისეთი რომლის შეყვარების ვალდებულებაც მე თუ მკითხვათ კონსტიტუციაში უნდა იყოს გაწერილი პირდაპირ.

თორემ გლამურული და ელიტარული მე თიკოც მეყოფა სადუნიშვილი და მთელი თბილისი ზედ დამატებული კიდევ, დეპრესია და ცრემლები კი მაიას იმდენი აქვს ოთხ თობას ეყოფა ჩვენსას.
თუ ბლოგის ავტორი 10 სამუშაო დღეში ნებაყოფლობით არ შეასრულებს ზ/ა მითითებას, ვითხოვ დაევალოს უფრო მაღალ ეშელონებს, კერძოდ ფეისბუქის ადმინისტრაციას და უშუალოდ მის მფლობელ მარკ ცუკერბერგს ბლოგის ავტორის სტატუსები, სურათები და კომენტარები და ყველა ის რაც არ შეესაბამება ვასასის სტილს გაუშვას ჯანდაბის იქით რომ გზა მიდის აი იქ.

მუდამ თქვენზე ზრუნვითა და სპეციაური მოწვევით ჰექსე.




P.s. პოსტის ავტორი ვერ გპირდებათ რომ ეს პოსტი იქნება ყველაზე რეიტინგული, ან მას გამოაქვეყნებენ სერიოზულ გამოცემაში, დაბეჭდავენ წიგნში, მასზე გადაიღებენ ფილმს ან "ჩაკრულოსთან" ერთად გაუშვებენ კოსმოსში, თუმცა იმაზე თავის (და თუ საჭირო გახდა სხეულის სხვა ნაწილების) დადება ნამდვილად შეუძლია, რომ აღნიშნული პოსტი მინიმუმ 1 ადამიანს მაინც გააღიმებს.
:)

13 comments:

vasasi said...

ადრესატი იღებს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შენიშვნას და სახალხოდ დებს პირობას, რომ უახლოეს მომავალში ცხარ-ცხარე პოსტით დაგიბრუნდებათ.

:ხერხემალაცახცახებულგულაჩუყებულკედებიანჯინსებიანრუკზაკიანისმაილი:

:)

Agasfer said...

ეგ ერთი მე უკვე ვიყავი, შეგიძლიათ, წაშალოთ )))))

vasasi said...

ზურა, მე დაგასწარი.. :)))))

მე სულ ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე.. :))

ჰექსე said...

მიხარია, მიხარია თუ მოგეწონათ, გაგეღიმათ და ა.შ.
ეგ არის მთავარი თორემ კოსმოსში რომ არ გაგზავნიან ჩემს პოსტებს ისედაც ვიცი :)))))

გურამი said...

გამეღიმა. გაგახარებთ ღმერთი. :) მთელი თვეა არ ვყოფილვარ ინტერნეტში და ეგრევე ასეთი პოსტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. :)

vasasi said...

გურამჩიკ, შენ ცოცხალი ხარ???

:ბედნიერისმიალი:

კინაღამ დამავიწყდი.. :/

ჰექსე said...

უი გურამ.... :)))

მარი said...

"არ უყვარდა პოეზია, სალომე გველესიანი, ოლეგ პანფილოვი და გვარსა და სახელს არ დავასახელებ კიდევ ისა." - დაგესახელებინა ბარემ :D

kate_alukard said...

პლიუს ერთი ღიმილი ჩემგან ^^ :*:*:*

1weli said...

დაამატეთ ჩემგანაც ერთი ღიმილი და კიდევ ერთი ჩემი მეორე მესგან.

ბაჩო said...

ჰექს:
როგორც ყოველთვის – უმაღლესი შეფასებით.
თუმცა პრაღაში იახტით სიარული მიახლოებით იგივე მგონია რაც ლონდონიდან ნიუ იორკამდე მანქანით სიარული.
მაინც, ამის მიუხედავად მომეწონა სიყვარულის ეს ისტორია.
<3

ჰექსე said...

რავი აბა, მივცურავდიო და..

Missmilana said...

me yoveli kitxva pasuxis gasaShe miyvarxar dA MORcA :)) :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger