Saturday, March 12, 2011

ვინ გვიქნა თავზე?

ადრე, უხსოვარ დროს, ასეთი ანდაზა არსებობდა: როგორიც ერი, ისეთი ბერიო. მას შემდეგ უამრავმა წყალმა ჩაიარა. ჩემი აზრით, თანამედროვე ინტერპრეტაციით, ეს ანდაზა ასე უნდა ჟღერდეს:
როგორიც საზოგადოება ისეთი მასმედიაო და პირიქით.

დღეს ერთხელ უკვე დავწერე, რომ საზოგადოებას მოთხოვნილებას მასმედია უჩენს და უკმაყოფილებს. მაგრამ ვინაიდან, მასმედიას საზოგადოების წევრები ქმნიან, უკუკავშირი სახეზეა.

არ ვიცი, ჩემი და ტელევიზიების ურთიერთობაში როდის დაიწყო პრობლემები. ისინი შეიცვალნენ თუ მე გავიზარდე ძალიან, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემები არსებობს. თან არცთუ პატარა და, სხვა სფეროებთან ერთად, აქაც ყოველდღიურად ვგრძნობ, სადღაც უფსკრულისკენ რომ მივექანებით.

ბევრი თქვენგანისაგან განსხვავებით, "მოდლირებულ ქრონიკას" სულით ხორცამდე არ შევუძვრივარ. შეიძლება იმიტომ, რომ მაგ დროს "არიზონას სიზმრებით" ვტკბებოდი და "იმედისთვის" არ მეცალა. საერთოდაც, "ჟურნალისტის დღიურის" დახურვის შემდეგ, მანდ, მსგავსი თემატიკის გადაცემებისათვის, აღარც შემიხედავს, თუმცა ამით უვიცობისა თუ კარგი ტიპობის დამტკიცებას არ ვაპირებ.

მაშინ, როდესაც, ყველა ერთად, ფეისბუქსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე გამოვდივართ და თავზე ვამხობთ "იმედს" ახალ-ახალი კრეატიული გადაცემების, ჟურნალისტური თუ ზნეობრივი ეთიკის დარღვევისა და არაპროფესიონალიზმის შთამბეჭდავი გამოვლინების გამო, რატომ არ გვიჩნდება სურვილი, ვირტუალურიდან რეალურ სამყაროში გადავინაცვლოთ და ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი?

არა. ჩვენ, ვირტუალურ რეალობაში, ძალიან მაგრები ვართ. ვწერთ, ვასტატუსებთ, ვალაიქებთ, ვაშეარებთ. თქვენ რომ იცოდეთ, "იმედიც", ჩვენსავით, ძალიან მაგარია - სწორედ ვირტუალურ რეალობაში.

ნორმალურ საზოგადოებაში "მოდელირებული ქრონიკის" შემოქმედები ჟურანლისტებად ვეღარასოდს იმუშავებდნენ. ნორმალური საზოგადოება არ მისცემდა ვიღაცას შეურაცხყოფის უფლებას. ნორმალურ საზოგადოებაში ვერც ტელევიზია გაბედავდა იმას, რასაც დღეს ბედავს. იმიტომ, რომ ნორმალურ საზოგადოებაში ღირსების შეგრძნება ძალიან მაღლა დგას და იმაზე წმინდაა, ვიდრე ქართველისთვის მწვადი, ხინკალი, ყანწი და მრავალჟამიერი.

და მაშინ, როცა, ჩვენ, ერთეულები, ერთმანეთს შევყურებთ და ველოდებით, პირველი რომელი ამოიღებს ხმას, ყველაფერ ისე დარჩება, როგორც არის.

საზოგადოებას, რომელიც რეაგირებას არ ახდენს ისეთი მძიმე თემების, როგორიცაა ბავშვზე ძალადობა თუ მშობლის მიერ შვილის მკვლელობის, ღიად რომ ვთქვათ, დანაშაულებრივი გზით გაშუქებაზე, ყველაფრის ღირსია.

ამიტომ, ნუ დაიწყებთ ქოთქოთს, რატომ აჩვენა ამ არხმა დედის მიერ მოკლული შვილის ფოტო, ნუ გაარჩევთ, რამდენად ეთიკურია ბავშვისთვის იმის წაკითხვა, თუ ვინ უქნა თავზე საწყალ თხუნელას, ვინაიდან ჩვენ დიდი ხანია ფეკალური მასით თავზე დავიარებით და, რაოდენ პარადოკსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარ თავს ჩვენ თვითონ ვცემთ პატივს.

7 comments:

Anonymous said...

პოსტის წაკითხვის შემდეგ ცოტა კი მეუხერხულება, მაგრამ მაინც უნდა დავა-share-ო :)

რაც გავიგე და წავიკითხე, ყველასგან განსხვავებულად გამოეხმაურე ამ ფაქტს და ვფიქრობ არაჩვეულებრივი პოსტია.

გეთანხმები, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ მხოლოდ გეთანხმები. :|

vasasi said...

დიდი მადლობა, ანონიმო გაშეარებისათვის..

ისეთი უჩვეულო დუმილია ორი დღეა, რომ ვფიქრობ, მორიგი ნაგავი დავწერე-მეთქი.. :)

გურამი said...

ჯანდაბა, კიდევ რაღაც ბომბა გამოვტოვე ქართულ ტელევიზიაში, ჰო? :(

Biedronka said...

შეუძლებელია არ დათანხმება..
ჩვენი საზოგადოება მოურიდებლად ლანდღავს 'სხვას', რიყავს განზე... და ამ დროს ეს საზოგადოება თავად არაფრითაა უკეთესი...

datoch said...

normalur sazogadoebas mashin unda amoego xma televiziebi tavis gamochenas unicho seialebit rom cdilobdnen,axla gviania
serialis,unicho iumoris da shokis momgvreli sainformacioebis meti araferi aqvt da kidev aqet gvmodzgvraven

vasasi said...

დათო, საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას ნორმალური საზოგადოება არასოდეს ჰყოლია.

mancho said...

კარგი პოსტი იყო,ზუსტად ის თემაა რაც დღევანდელ დღეს სტკივა და აწუხებს ჩვენს ხალხს..ტელევიზიების არასრულ ფსაოვნება,აქ არამარტო ქრონიკაზე არ არი საუბარი..მთელ სატელევიზიო პროგრამებზეა საუბარი..მაგრამ ამაზე მართალიხარ ხმამაღლა არ გამოვხატავთ უკმაყოფილებას ვირტუალურად ყველას ძალიან კარგად გვეხერხება კრიტიკა და უკმაყოფილების გამოხატვა...მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ეს ყოველთვის ესე იყო და ესე იქნება..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger