Thursday, March 17, 2011

"პროფილი" ანუ, კითხვა მაქვს

დღეს ვფიქრობდი სამწუხარო სტატისტიკაზე, რომელსაც ჩემი ბლოგის მთვლელი აჩვენებს. ყველა დროის ყველაზე პოპულარულ პოსტებში პირველ ადგილზე, მაია ასათიანსა და მისი გადაცემისადმი მიძღვნილი ბოდვებია.

სათური დიდად ნუ დაგაინტრიგებთ, რადგან ორგანულად ვერ ვიტან ერთ ადგილზე ტკეპნას (მაშინაც კი, როცა ამას ვაკეთებ). ამიტომ არ გავიმეორებ იმას, რაც ყველა ჩვენგანმა უკვე გადასარევად იცის მაიას შესახებ. ეს ქალი იმდენჯერ გაილანძღა, რომ უკვე მისი დაცვა გახდა კარგი ტიპობა.

რეკლამისა და მარკეტინგის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი (ასეთი რამეები არასოდეს მაინტერესებდა), მაგრამ იმდენი გამეგება, რომ თანამედროვე სამყაროში მაყურებელს რეკლამა ისე უნდა მიაწოდო, რომ გააზრებულად ვერ მიხვდეს რას ჭამს, თუმცა ჩვენს ტელევიზიებს რეკლამის (და არა სარეკლამო რგოლების) გაკეთება რომ უჭირთ, ეს ძველია (შეგახსენებთ "P.S."-ს მიერ გაკეთებულ "მითანას" უნიჭო რეკლამა-სიუჟეტს, რომელიც ყოველგვარ ეთიკას სცდებოდა, თუმცა ამ არხს მაყურებელი ფეხებზე ჰკიდია, იმიტომ, რომ უარესებს აკეთებს, რაშიც დამნაშავეები ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, დიდარქტიკური კრიტიკით რომ გამოვირჩევით ხოლმე ვირტუალურ სამყაროში და რეალში არაფრის თავი გვაქვს).

ფაქტია, რომ "პროფილის" გადაცემაში, ამ წუთებში რომ გადის და თითოეული ჩვენგანი მიშტერებია, საკმაოდ დიდი თანხაა გადახდილი, მიუხედავად იმისა, რომ უნიჭოდ დადგმული სცენარია.

მე არაფერს არ ვამტკიცებ, არც მორალს ვკითხულობ და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვალებზეც არ მაქვს ხელი აფარებული. მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, რა ღირს "პროფილი" შეკვეთით?

ნუ, არაფერი ისეთი, უბრალოდ, პირველი აპრილისთვის coming out მინდოდა გამეკეთებინა და მაინტერესებს, თანხა მეყოფა თუ კრედიტი გამოვიტანო?.

5 comments:

Da-v-iD said...

ეჰ. ქართულ ტელე სივრცეშ რეალური კრიზისიააააა

13th Cinnamon said...

დივამ ნამდვილად ამოიღო რეკლამაში გადახდილი თანხა, მე უკვე გადავწყვიტე სად გადავუხდი ჩემს ქმარს დაბ. დღეს :)

LiLaC said...

აჰა... მეც გადავწყვიტე ვესტუმრო ერტხელ მაინც : )))

Rode said...

დივას აუცილებლად ვესტუმრები :*

vasasi said...

..გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger