Thursday, March 24, 2011

ორიანი

მაშინ, როდესაც ვიწყებდი, მეფიქრებოდა, რა იქნებოდა და რას დავწერდი ერთი წლის შემდეგ.
ერთი წლის შემდეგ კი ვფიქრობდი, რას დავამატებდი კიდევ ერთი წლის შემდეგ.
და აი ახლა სწორედ ერთი წლის შემდეგის შემდეგი წელი დგას და მე არ ვიცი რა დავწერო ან რა დავამატო.

ერთხელ ვიღაცამ დაწერა, რა მნიშვნელობა აქვს ერთის, ორის, სამის თუ ათის გახსენებასო?
ვეთანხმები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არც მუზა გაქვს, არც დრო და ენერგია, არც განწყობა, რომ წერო და მკითხველი სასიამოვნო ემოციით დამუხტო, მაგრამ სულმა მაინც წამძლია.

ვიქნები გულწრფელი ისევე, როგორც ყოველთვის.
ადამიანებო, მე მართლა ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ამდენ ადამიანს ჩემნაირები შეგიყვარდებოდათ. უფრო სწორად, მე შეგიყვარდებოდით, რადგან ჩემნაირები არ არსებობენ ისევე, როგორც არ არსებობენ თქვენნაირები. იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ინდივიდუალურები ვართ და, შესაბამისად, უნიკალურებიც.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც:
  • თავიდან კითხულობდა ბლოგს და მერე მიატოვა;
  • მოგვიანებით აღმოაჩინა ის და არ მიუტოვებია დღემდე;
  • არსებობის დღიდან იყო ერთგული მკითხველი;
  • მოგვიანებით აღმოაჩინა და მიატოვა;
  • ვინც სერჩვით მოხვდა ამ სიწითლეში და დარჩა;
  • ვინც სერჩვით მოხვდა, იპოვა სასურველი მასალა და მერე დაავიწყდა;
  • ვინც თუნდაც ერთი მეილი ან პმ გამომიგზავნა სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით (არ აქვს მნიშვნელობა სალანძღავი თუ საქებარი);
  • ვინც გამაკრიტიკა და გამაკრიტიკებს მომავალშიც (რადგან კრიტიკა ყველაზე მაგარი რამ არის რაც კი შეგიძლია მეორე ადამიანს გაუკეთო ზრდის თვალსაზრისით);
  • ვისაც უყვარს ეს ბლოგი;
  • ვისაც გიყვართ ჩემნაირები;
  • ვინც სწორად ან არასწორად ხვდებით ბლოგის სათაურის პათოსს;
  • და ბოლოს, რა თქმა უნდა, დედასა და მამას.

დღეს ვასასის ბლოგი ორი წლის გახდა და, მიუხედავად იმისა, რომ არ მეწერინება, მაინც ვფიქრობ: ნეტავ რა იქნება და რას დავწერ ერთი წლის შემდეგ?


10 comments:

თამუნა said...

მე მიყვარს შენი ბლოგი, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც :) ორი ბლოგი მაქვს მარტო, სადაც ყოველ პოსტს ველოდები და ვიცი, რომ იმედი არ გამიცრუვდება, შენი და ჰექსესი :)
1 წელი არა, ცოტა ნაკლები იქნება ალბათ, რაც გკითხულობ. ძველი პოსტები სულ არა, მაგრამ ბევრი გადაკითხული მაქვს :)
გილოცავ აქაც. გისურვებ, კიდევ უფრო გაიზარდოთ შენ და შენი ბლოგი, მაგრამ არ შეიცვალოთ, ასეთო რომ ხარ, ამიტომაც გვიყვარს შენნაირები :)

vasasi said...

გმადლობ, სეხნიავ.
ვეცდები ერთხელაც გრანდიოზულად დავბრუნდე.. :)

:ავჩუყდი:

მარი said...

ვასასსსიიი, გილოცავ!
ჰოდა, მე მიყვარს შენნაირები და აქ ვარ ყოველთვის. იმედია, კიდევ დიდხანს მომიწევს ამ ბლოგის კითხვა :)

გურამი said...

ერთი წლის მერე? ჰმ, ამ ტემპებით თუ წახვედი, ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტი იქნები და ნუ გამორჩეული ბლოგერი ხომ ახლაც ხარ. :) Happy Birthday 2 U, ვასასის ბლოგო!

გიო said...

გილოცავ!.. :) დიდი გოგო გაიზარდე!.. :):*

Biedronka said...

გილოცავ! :)))

tamaRa said...

მე მიყვარს შენი ბლოგუნა :)
გილოცავ და დიიიდხანს წერე კიდევ...

vasasi said...

გმადლობთ, ბავშვებო..:)

Anika said...

momwons sheni blogi :))
P.S es dagaviwyda bolos: "thanks to my husbend, thanks to my children" :P

vasasi said...

gmadlob, anika..
ar myavs, torem mviakolebdi.. :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger