Friday, March 25, 2011

ჩვენ მზად ვართ, თქვენ?

მაშ ასე:
რეკვიზიტები მზადაა;
პრესრელიზები გადაგზავნილია;
აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა უკვე არსებობს;
ტრადიციული მედია დაინტერესდა;
ჩვენც მზად ვართ. :)

ალბათ, მკითხველის უმეტესობამ იცის, რომ ხვალ, დღის სამ საათზე, რუსთაველის მეტროსთან (მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიასთან) იმართება აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "პროტესტი უხარისხო TV-შოუებს".

აქციას ექნება ძალიან საინტერესო და სახალისო სახე, აქვე ყველა თქვენგანს გექნებათ გამოხატვის თავისუფლება (პატარა დემოკრატიული სექტა ვართ).

ეს ერთგვარ ექსპერიმენტის სახესაც ატარებს. პირადად მე (და აქციის სხვა ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც), ძალიან მაინტერესებს, ვარ თუ არა რეალურ ცხოვრებაში ისეთივე კრიტიკული, სარკასტული და გროტესკული (არ არის ეს კარგი რაღაც, მაგრამ ცუდი რომ არის, იმიტომ მიყვარს), როგორც ვირტუალურში ვარ.

მთავარია, რომ მოხვიდეთ, იმ ერთი საათის განმავლობაში, სამიდან ოთხამდე, გახალისდეთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი, გაგვლანძღოთ, გაგვაკრიტიკოთ (ალბათ, ნეტში არც ამის ნაკლებობა იქნება), შეგვაქოთ, შემოგვიერთდეთ და ერთად გამოვუცხადოთ პროტესტი უხარისხო TV შოუებს.

გელოდებით და, იმედია, სპონტანურ და უსარკაზმო პოსტს მომიტევებთ. ხვალინდელი აქციისთვის ვემზადები და უნდა დავიძინო.



2 comments:

meanderdze said...

da ratom ggoniat rom eg aqcia rames ushvelis? rustavelze ra gindat, adeqit da pirdapir miacherit rustavi-1 an imeds...ras ityvi?

vasasi said...

აქცია არაფერს შველის, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა ხალხის, შეავსეს ფურცლები და გამოთქვეს თავისი აზრი.
ასევე, დაინტერესება იყო ტრადიციული მედიასაშუალებებიდანაც და გაშუქდა.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger