Saturday, March 26, 2011

რა შევცვალეთ დღევანდელი პერფორმანსით?

ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, უბრალოდ, კონსტიტუციის (თუ არ ვცდები), მეთოთხმეტე მუხლით ვიმოქმედეთ.

გამიხარდა, როდესაც გერმანული პუნქტუალურობით, სამის ნახევარზე გამოცხადებულს ადგილზე რამდენიმე ტელევიზია, რადიო და საინფორმაციო სააგნტოს წარმომადგენელი დამხვდა.

მართალია, თვალებს ვაფახულებდი და პირველად აღმოვჩნდი სიტუაციაში, როცა ჟურნალისტმა დამირეკა, სად ხარო, მერე დამინახა, მოვიდა და მიკროფონიანი ხელი იდაყვამდე ჩამტენა. ჩემს კითხვაზე, თუ საიდან იცოდა ჩემი ტელეფონი, ამაყად გამიღიმა და დამახარბა, ჩვენ ჟურნალისტები ვართ, გენაცვალეო, ასევე, პირველად მოხდა, რომ გვერდით არ დავისვი, კიბეზე და ჭეშმარიტებებზე არ ვესაუბრე, რადგან არ მეცალა და ხერხემალი მიცახცახებდა.

მერე გავრეცხეთ ტვინები, გადავრიეთ გამვლელები, გავერთეთ, ვიხალისეთ, გავეცით ინტერვიუები, წამოვიღეთ ყვითელი ტელევიზორი, დავსხედით კუთხეში და ხმამაღლა დავიწყეთ გზავნილების კითხვა, რომელთა რაოდენობაც ასზე მეტი იყო.

დღევანდელი აქციით ჩვენ არაფერი შეგვიცვლია. არც ილუზია გვქონია, რომ რამეს შევცვლიდით. მაგრამ ეს იყო ვირტუალურიდან რეალურ სამყაროში გადმოსვლის მცდელობა, იმ ფორმით, რა ფორმითაც (მე მომიტევეთ და) ნეტში ვატრაკებთ.

ჰოდა, ვფიქრობ, წარმატებული გამოვიდა, იმიტომ, რომ ჩვენ, გარეალურებულ ვირტუალურ ტიპებს (თუ პირიქით) ამის ერთი ადგილი აღმოგვაჩნდა და ეს ჩვენი ყველაზე მთავარი აღმოჩენა იყო.

აქვე: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მოხვედით.

დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას მოუგო. ვგიჟდები ბედნიერ დღეებზე, ოღონდ ხვალ სემინარზე წასვლა მეზარება და, იმედია, მშვიდობით დავბრუნდები.

8 comments:

Clown said...

^_^ უი, ვასასი შენი ნომრის მოპოვების ფაქტს შევესწარი :დ

vasasi said...

მერე ეგ უნდა დამიმალო? გამიმხილე..:_)

zurriuss said...

გუშინ საკმაოდ ბევრი საინტერესო რამ მოხდა:
ჩემი 2 ახალი სათვალე,
"აქცია უხარისხო ტელეგადაცემების წინააღმდეგ",
"Inception" - დიდ ეკრანზე,
"დედამიწის საათი",
"საქართველო-ხორვატია"

ნაღდად პლუსი დღე

ჰექსე said...

ზურიუს სად იყავი სად?
გვაკლდი :)

Clown said...

@ვასასი :დ
შენიანისგან გაჟონა ინფორმაციამ :დ

prodigycow said...

მე ქართული სიზუსტით მოვედი აქციაზე. 4 საატი იქნებოდა. ხალხი აღარ იყო უკვე მარა ქაღალდი მაინც ჩავაგდე. მერე ვიღაც ბებერი კაცი იხსენებდა რომელიღაც სერიალის სახელს. მგონი შენ აიღე მაგისგან ინტერვიუ :D

vasasi said...

კი, კი.. მე ვიყავი..:)

რატომ არ შემაჯანჯღარე?:ს

prodigycow said...

მშვენიერი რესპოდენტი გყავდა, ხელის სეშლა ვერ გავბედე. მერე აქეთ მოტრიალდა შენ რო შეეშვი და ჩვენ დაგვიწყო ლაპარაკი თითქოს მიკროფონი გვჭერებოდა რომელიმეს :დ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger