Tuesday, March 29, 2011

გენეტიკური ჰომოფობია

როდესაც ვამბობ, რომ პოეზია არ მიყვარს, ადამიანთა ნაწილი გაკვირვებით იჩეჩავს მხრებს, მეორე ნაწილი სინანულით იქნევს თავს, ესთეტიკის არაფერი გაეგებაო, მესამე ნაწილი კი ახსნა-განმარტებას მიწყებს, თუ რატომ უნდა მომწონდეს ლექსები.

საოცარია, მაგრამ ჩემთვის არავის დაუსვამს მარტივი კითხვა: რატომ არ მიყვარს ლექსები?. სინამდვილეში, მეტროფობი სულაც არ ვარ. კარგ ლექსს პირველივე ხაზიდან ვგრძნობ და ვკითხულობ. იდიოტური კი ჩემი თავიც არ მიყვარს, არათუ ვიღაცის პოეტური/პროზაული ნაშრომი.

ზოგადად, ჩემი პოეზიისადმი არალოიალური დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ ლექსების უმეტესობა ხელოვნურია. ხელოვნური კი არაფერი ვარგა, რადგან მას მომავალი არ აქვს.

რატომ მოხდა სექსუალური რევოლუცია დასავლეთში? ჩემი აზრით, მრავალი საუკუნის შემდეგ ადამიანები უსიტყვოდ შეთანხმდნენ, რომ ცხოვრების წესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიური მრწამსის მიხედვით ერთმანეთის გამორჩევას ზედმეტი დრო, ენერგია და ბედნიერების გამომწვევი ჰორმონები მიჰქონდა.

და ეს იყო ყველაზე გონივრული და ჰუმანური შეთანხმება კაცობრიობის ისტორიაში.

რატომ არ მოხდება მსგავსი რამ საქართველოში?
  • იმიტომ, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტის მაგინებლები, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არაქალიშვილს ცოლად არასოდეს მოიყვანენ;

  • იმიტომ, რომ მორიგი "ტუსოვკის" დასრულების შემდეგ, ტეკილა ბუმითა და კლუბური მუსიკით გაბრუებული ქართული ელიტა, დილის ექვს საათზე, ნივრიანი ხაშის საჭმელად, კოლექტიურად დადის დუქანში და ამას გულმოდგინედ მალავს;

  • იმიტომ, რომ ერთი შეხედვით პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები პირველი ჰომოფობები არიან;

  • იმიტომ, რომ ტრადიციების დამახინჯება, მათი შენარჩუნება და ეროვნულობის გამოხატვის უპირველესი ნიშანი ჰგონიათ;

  • იმიტომ, რომ ის, ვინც თავის გემოზე გაატრაკებს, თითით საჩვენებელი ხდება, რადგან ამ ქვეყანაში უამრავი კეთილისმსურველი არსებობს, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ და ღმერთმა უწყის,ეს უპირველესი მორალისტები, ჩუმად რას აკეთებენ;

  • იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან სად დახარჯონ მოძალებული ჰორმონები და, ქვეცნობიერად, გაზაფხულობით აქციებს მართავენ;

  • იმიტომ, რომ სექსუალური განათლება გარყვნილებად მიიჩნევა;

  • იმიტომ, რომ ჰომოსექსუალის დანახვისას, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები თვალებზე ხელს იფარებენ, მეორე წუთს კი ამბობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ;

  • და სანამ გაქანებულ ეკონომიკურ კრიზისში ხელოვნური რაღაცებით უაზროდ გავირთულებთ ცხოვრებას, მანამ საქართველოში სექსუალური რევოლუცია არ მოხდება, თუმცა გვინდა კი სექსუალური რევოლუცია? საკითხავი აი, ეს არის.

ბონუსად იხილეთ ვიდეო:


10 comments:

13th Cinnamon said...

პოპულარულ და ტვინმოჭმულ თემაზე მორიგი პოსტი... ოღონდ ორიგინალურად და საინტერესოდ დაწერილი <3

vasasi said...

ხანდახან იმაზეც უნდა წერო, რაც კარგად იყიდება..
მარკეტინგული გათვლაა.. :)

ibzzz said...

1. ერთი წინადადება ვერ გავიგე.. :( მაგრამ კარგი, დაიკიდე.
2. მადლობა ვიდეოსთვის, მე ტელევიზორს არ ვუცქერი, ამიტომ ამ კაცს სავარაუდოდ ან საერთოდ ვერ, ან კარგა გვიან ვნახავდი - არადა როგორ მომეწონაააააააააა!!!!!!

Da-v-iD said...

სიმართლე გითხრა ნომერი არ მომეწონა. ეს ცეკვა მამაკაცების მიერ შესრულებული ბევრჯერ მინახავს და მერწმუნე გაცილებით უკეთესი სანახავია ვოდრე შემოთავაზებული.თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი რომ მორიგ ტურში უკვე გასულებიდანაც უმეტესოას დავფერთხავდი.
ისე შოუსთვის ამ ნომრის დაწუნება მაინც არაა გამართლებული.თავისას მაინც იზამდა. მე მაგალითად გადავიყვანდი. მიუხედავად იმისა რომ მგონია ამ კონკრეტულ ტიპაჟს ეს ცეკვა არ უხდება.ძააალიან გამხმარია. ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
პ.ს. როგორც ყოველთვის ვასასი ნაპერწკლებს აფრქვევს. კაია. მასეეე :)))

ჰექსე said...

მე ძალიან მომეწონა :)

mata said...

is dacere rasac me vgrdznobdi roca ar gadaiyvanes :*

taa said...

გარბაზში ბევრი ქინძი შევნიშნე

ძალიან მაგრად იცეკვა – ოღონდ ნამეტანი გამხდარია მაგ ცეკვისთვის

taa said...

ბანძი ხარ ვანო
ხალხის ხმა ყოველთვის ჭეშმარიტებას კი არ ღაღადებს

ლერი
ლერი
ლერი

მოლი ბლუმი said...

სექსუალური რევოლუცია ცნობიერებაში უნდა მოხდეს. ასე მგონია მე და ისიც მგონია, რომ ეს კიდევ დიდი ხანი არ გვემუქრება.

vasasi said...

აი, ზუსტად მაგას ვგულისხმობდი ამ პოსტში როცა ხელოვნურობაზე ვსაუბრობ.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger