Monday, April 11, 2011

სექსი, ნარკოტიკები თუ 99 ფრანკი...

სექსი, ნარკიტიკები, როკენროლი.

გასულ საუკუნეში ჩამოყალიბებული ეს ფორმულა დღესაც აქტუალურია, ოღონდ მცირედი სახეცვლილებით: როკენროლი კლასიკად იქცა, მისი ადგილი კი კლუბურ მუსიკას უკავია.

მახსოვს, ჩემი კარლსონი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაატარებდა ჩანთით თხელ, მწვანე წიგნს, რომელიც ერთხელ შემთხვევით გადავშალე და რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე.

ადრე გაკვრით ვახსენე რაღაცები თანამედროვე მწერლობაზე. ვფიქრობ, უელბეკი და ბეგბედერი სულაც არ წერენ სექსზე. მათი ნაწარმოებების ლაიტმოტივი სხვა რაღაცაა და სწორედ ის არის საინტერესო. ახლა ვხვდები, ზემოაღნიშნულ პოსტს რომ ვერაფერს დავამატებ. არა იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. უბრალოდ, არაფრის თქმა მსურს.

ნაწარმოებების ეკრანიზაცია დიდად არ მიყვარს. როგორც წესი, წიგნი ეკრანზე კარგად ვერ გადადის, მაგრამ ამბობენ, ამ შემთხვევაში იშვიათი გამონაკლისი არისო.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე მოხარული ვარ, რომ გამომცემლობა "პალიტრამ", 50 წიგნის ფარგლებში გადაწყვიტა, მკითხველისთვის საჩუქარი გაეკეთებინა. ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკი", რომლის ეკრანიზაციაც, დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს ნანახი, ქართულ ენაზე გამოდის. 11-დან 18 აპრილამდე, "კვირის პალიტრასთან" ერთად, წიგნის ღირებულება 8 ლარი იქნება და დარწმუნებული ვარ, გამომცემლობას მისი ორმაგი ტირაჟით დაბეჭდვა მოუწევს.

ამას წინათ კარლსონის მწვანე წიგნს ვეძებდი. რახანია, ჩანთით აღარ დააქვს. სახლის ამოყირავების შემდეგ, მაინც რომ ვერ ვიპოვე, მორცხვად მივადექი, კარლსონ, ბეგბედერის "ექსტაზი" სად გაქვს-მეთქი.

- ჩემი არ იყო, პატრონს დავუბრუნეო, - გულდაწყვეტილმა მითხრა და ფეისბუქს დაუბრუნდა.


11 comments:

მოლი ბლუმი said...

ვისი თარგმანია, ხომ არ იცი?

მე რუსულად წავიკითხე და მაინცდამაინც ვერ აღვფრთოვადი.

კინოც არ მინახავს.

vasasi said...

არა, თარგმანი არ ვიცი ვისია.
ისე, აბობენ,ეკრანიზაცია უკეთესიაო, მაგრამ მე შეფასებებისგან თავს შევიკავებ მანამ, სანამ არ წავიკითხავ..
თუ არ მომეწონა, პატარა რეცენზიასაც დავწერ//:)

მოლი ბლუმი said...

ოსტატი თარგმანის გამო წამოვიღე, სულ ახალი იყო, გეცოდინება, მთარგმნელი ახლახანს გარდაიცვალა. აცხონოს ღმერთმა... აქაც თარგმანი მაინტერესებს.

vasasi said...

თინათინ ღარიბაშვილის თარგმანია.

prodigycow said...

ძალიან მაგარი თარგმანია.
ფილმს რაც შეეხება, მე არ მომეწონა. უკეთესი იქნებოდა მეორე ფინალი საერთოდ რომ არ ჰქონოდა და სუიციდით დასრულებულიყო. ისე კიდე, რაღაც ჰოლივუდური ჰეფი ენდი გამოვიდა. ან კიდე გამვლელები რომ დახოცეს, ბებია მოეკლათ როგორც ფილმშია უფრო მაგარი იქნებოდა. მაგრამ ალბათ ძალიან არაესტეთიურად მოეჩვენათ :D

Anonymous said...

ვინმემ ამიხსენით რატომ მოგწონთ 99 ფრანკი, ეგებ სხვა ტვალით შევხედო

vasasi said...

კი ბატონო, ანონიმო.
ბეგბედერის შემოქმედებაში, ისევე, როგორც უელბეკთან, ძალიან მწვავედ დგას თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები.
ანუ, თანამედროვე ადამიანები არ არიან ბედნიერები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაფერი აქვთ. მათ აკლიათ სიყვარული, ადამიანური ურთიერთობები, გრძნობები..
ანუ, ყვლეაფერი ის, რაც თავს ადამიანად გვაგრძნობინებს და არა ცხოველად ან რობოტად. ეს ადამიანები ბედნიერებას სექსსა და ნარკოტიკებში ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ და ორმაგად უბედურები არიან.

არც ერთი ავტორი არ წერს სექსზე, როგორც ძალიან ბევრი ფიქრობს. გაცილებით ღრმა პრობლემები იკითხება აქ, ვიდრე ერთი შეხედვით, სრული სისულელე ჩანს.

Anonymous said...

სექსზე დაწერილს კომერციული ღირებულებაც აქვს. (ის ადამიანები, ვინც სექსსა და ნრკოტიკებში ეძებენ ბედნიერებას, ხშირად სექსს წიგნებშიც ეძებენ)ასეთი ნაწარმოებები უფრო გაყიდვადია.99ფრანკი რეალობაზეა(რეალობა სექსზე). კოელიოს "11 წუთი"თაც მოხიბლული ვარ.ამ წუთას მივხვდი თუ რატომაა მეძავების თემა ასე აქტუალური.ვასასის მადლობა!
sxva anonimi

Anonymous said...

http://nancyskinless.blogspot.com/2011/10/less.html ნუ მეც მაქვს ჩემი აზრი ამ წიგნზე :)

yviteli said...

"ექსტაზი" dz სკაბრეზულია.რავი, მე "99 ფრანკი მირჩევნია". ფილმი არ მინახავს და აუცილებლად ვნახავ, მაინტერესებს.

yviteli said...

გეთანხმები, ვასასი. მაგრამ, ასეთი ლიტერატურის წაკითხვას გარკვეული ასაკი ჭირდება. ნაადრევად წაკითხვის შემთხვევაში სწორ დასკვნებს ვერ გამოიტანს მკითხველი და ცოდოა, საზიანოც იქნება.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger