Tuesday, April 12, 2011

ძვირფასო მეგობრებო

ყველაზე ცუდ რაღაცას მაშინ აკეთებ, როცა იმ ადამიანებს ატყუებ, ვინც კითხულობს შენს ნაწერს.

მართლა ძალიან დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. სამი-ოთხი თვეა, რაც დრაფტებს ვაქვეყნებ. საინტერესო დრაფტები კიდევ მაქვს შემონახული. ერთი-ორი თვე კიდევ გამქაჩავდნენ, მაგრამ მგონია, რომ არ არის საჭირო.

კარგა ხანია, ვეღარაფერს ვწერ კარგს. ამიტომ, გარკვეული პერიოდი ტაიმაუტის აღებას ვაპირებ.
არ ვიცი რამდენი ხნით იქნება. იმედი მაქვს, დიდხანს არ გავაგრძელებ.

მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ კითხულობდით და მოგწონდათ (ან არ მოგწონდათ).

მომავალ შეხვედრამდე ამავე ბლოგზე და იმედი მაქვს, დიდი ხნით არ გემშვიდობებით.

6 comments:

tamaRa said...

მალე დაგიბრუნდება განწყობა და მუზა და დაწერ :)
დარწმუნებული ვარ!
ჩვენ გელით :)

მოლი ბლუმი said...

ამ ბლოგზე ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამის წაკითხვას - არა :(

იმედია, მალე დაბრუნდები...

kalatozishvili said...

ხალხნო, თვალსა და ხელს შა გვეცლება :) სად მიდიხარ? ვინ გიშვებს? შენზე ყოფილა მუშაობა საჭირო, შენი მოტივაცია და სტიმულირება :) კაი, ნუ გვაშინებ

Clown said...

ვეთანხმები მოლი ბლუმს: "ამ ბლოგზე ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამის წაკითხვას - არა :("

გელოდებით თამო :*

lasharela said...

წადი დაისვენე კაცო :)

მეც რამდენი ხანია მინდა იგივე... მეც მოვტყდები მალე :)

Andy said...

მესმის შენი ძალიან კარგად , აუცილებელია ტაიმაუტი. მიუხედავად იმისა ძალიან საინტერესო თემებს ეხები და არ აწყენ მკითხველს , მაინც სჯობს ცოტა ხანი დაისვენო და ახალი ენერგიით დაბრუნდე ;)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger