Monday, April 18, 2011

ბიზნესგეგმა - ვხსნით ბორდელს

რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში სოციალისტების მოსვლამდე კაპიტალიზმში ვცხოვრობთ, რომელიც აგრესიული პოლიტიკით გამოირჩევა - ყველას თვითგადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდია. აი, კაპიტალიზმი რომ არა, პარლამენტის შენობის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მე და ჩემს თანამშრომელს თავში არასოდეს მოგვივიდოდა ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მატერიალურ კეთილდღეობაზე მორგებული ბიზნესიდეა:

ვაპირებთ დავასწროთ ინდოელ და არაბ ბიზნესმენებს, შევისყიდოთ პარლამენტის შენობა და გავხსნათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ექვსვარსკვლავიანი, მსოფლიოში სიდიდით პირველი საროსკიპო, სადაც:

  • გვექნება პირველი, მეორე და მესამე კლასის მომსახურება, რომელიც შესაბამისად გადანაწილდება A, B და C კორპუსებში;
  • უკანა ფლიგელში განთავსდება ადმინისტრაცია. გადახდა იწარმოებს როგორც ქეშით, ასევე ტერმინალით. ბუნებრივია, მომსახურების მიხედვით;
  • დღესასწაულებსა (ახალ წელს, შობას, საქართველოსა და ამერიკის დამოუკიდებლობის დღეებში) და განსაკუთრებულ პერიოდებში, როგორებიცაა დიდმარხვის წინა კვირა, გვექნება სპეციალური ფასდაკლება და მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;
  • გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორგანიზაცია საროსკიპოთა საერთაშორისო კავშირში გაწევრიანდება, მოწინააღმდეგეებს აგრესიული ქმედებებისაგან თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაპს 2025 წელსაც კი არ მოგვცემენ.
  • ჩვენი ორგანიზაცია ბორდელთა საერთაშორისო ეთიკისა და ქცევის ამსახველი დოკუმენტის ხელმომწერი იქნება. შესაბამისად, მის პატიოსან მუშაობას პერიოდულად ჰოლანდიელი და ტაილანდელი დამკვირვებლები გააკონტროლებენ, რომელთაც, საქართველოში სტუმრობის დროს, ცენტრალური შესასვლელიდან ეტიკეტის სრული დაცვით (წითელი ხალიჩები, ეროვნული დროშები და ა.შ.) მივიღებთ;
  • ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები დასავლეთში განათლებამიღებულ პოლიტოლოგებთან, რომლებმაც ჩვენი ბიზნესიდეის სრული მხარდაჭერა გამოთქვეს და შეგვპირდნენ, რომ ტაილანდის ბაზარზე მუშაობაში დაგვეხმარებიან;
  • უპირველეს მიზანს, სამშობლოს ფინანსურ კეთილდღეობაში ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანას რომ მივუბრუნდეთ, პროსტიტუციის ლეგალიზაციაა საჭირო, რასაც, მე პირადად, დიდი ხანია ვემხრობი. ბუნებრივია, პატიოსანი გადამხდელები ვიქნებით და ჩვენზე დაკისრებულ თვიურ 20%-ს პირნათლად შევიტანთ ბიუჯეტში.
  • თუმცა, ამ საკითხზე რომ ვმსჯელობდით, ამერიკაში განათლებამიღებულმა ფინანსისტმა, სუფთა მატერიალური მოგების მიზნით, ახალი კანონპროექტის დაწერა გვრიჩია, რომლის მიხედვითაც პროსტიტუციის ლეგალიზებასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებას არა საქართველოში, არამედ, კონკრეტულ ტერიტორიაზე მოვითხოვთ.
რაც შეეხება სარგებელს: გარდა იმისა, რომ საზოგადოება მოჭარბებული ჰორმონებისაგან გათავისუფლდება და გაზაფხულობით მიტინგებს აღარ გამართავს, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ღირსშესანიშნაობათა ბუკლეტში, ახალ ობიექტს დაამატებს. უპრეცედენტო ზომის ბორდელის სანახავად, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოგვაწყდებიან ტურისტები.

ასეთი გადასარევი ბიზნესგეგმა რომ გაქვს, არ მესმის, რატომ უნდა დაუთმო ვიღაცა ჩამოთრეულს უზარმაზარი შენობა?! ჩვენ არ გავჩერდებით და დასაფინანსებლად სხვადასხვა საგრანტო ორგანიზაციებს მივმართავთ, რომელთა შორის, ყველაზე მეტად, ტაილანდისა და ჰოლანდიის დახმარების იმედი გვაქვს.

გამოვა ახლა ბექა მინდიაშვილი და ბოლო აბზაცისთვის ქსენოფობიაში დამადანაშაულებს.




12 comments:

ჭიამაია said...

:)))))))
იურისტი არ გჭირდებათ?

lasharela said...

კარგი ხარ :)

გურამი said...

სამშობლოს კეთილდღეობაში წვლილის შესატანად (როგორც ბორდელის პოლიტიკიდან ჩანს, ის ემსახურება მოჭარბებული ჰორმონებისაგან დაცლის საშვილიშვილო საქმეს) და ისტორიაში შესასვლელად (რამეთუ ცოტაა რჩეული) მზად ვარ ვიყიდო ეს შენობა თქვენთვის და საზაიმო ვიტარებაში გადმოგცეთ.. ჩემსას რომ ვიყიდი, მერე. :D

beqex said...

:)))))))

vasasi said...

ჭიამაია, იურისტი დაგვჭირდება..

და..

ევროპაში გაქვს განათლება მიღებული?
ეს აუცილებელი პირობაა.. :დ

გურამ..

ეეჰ, შენს იმედზე ჩემი მტერი იყოს.. ;/

david said...

პრეს სამსახურში მიმიღებთ? :) უცხოეთში განათლება მიღებულის კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ :)

vasasi said...

კი, მიგიღებთ... :))

მაინც გეტყობა, რომ ქართველი ხარ: პრესსამსახური ხომ ყველაზე უსაქმური სამსახურია მთელს მსოფლიოში.. :)

მოლი ბლუმი said...

და შენ აპირებდი წერისთვის თავის დანებებას?

ჰმ...

vasasi said...

თავის დანებებას არა..

ერთკვირიანი პაუზა გამომივიდა.. :ს

თორნიკე said...

""საზოგადოება მოჭარბებული ჰორმონებისაგან გათავისუფლდება და გაზაფხულობით მიტინგებს აღარ გამართავს""
როგორც იტყვიან, spot on! : )) მაგარია

Anonymous said...

cirkis shenobas da mis mimdebare teritorias upro meti damsaxureba aqvs da is sheidzine, reklamac ki agar dagchirdeba :D:D:D

vasasi said...

ანონიმო საქმე იმაშია, რომ მაგ ტერიტორიას პატრონი უკვე ჰყავს.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger