Monday, April 25, 2011

დედა/მამა, როგორ გავჩნდი მე?

პოსტი ეძღვნება იმ მშობლებს, რომელთა შვილების ასაკიც 3-6 წლამდე მერყეობს
თქვენი არ ვიცი, მაგრამ, როგორც დამჯერ შვილს, ძალიან დიდხანს მეგონა, რომ მაღაზიაში მიყიდეს, მაღაზიაში, რომელიც ბედკრულ 90-იანებში მხოლოდ პატარა, კუსტარულ ჯიხურებთან ასოცირდებოდა. მეგონა, ბავშვები ცელოფნის პარკებში იყვნენ გახვეულები, პარკი ჯიხურს გარედან ჰქონდა ჩამოკიდებული. ქარიან ამინდში პარკები აქეთ-იქით ბზრიალებდნენ, მშობლები კი ჯიხურიდან ჯიხურში დადიოდნენ და სასურველ ბავშვს ეძებდნენ (ეს უკვე ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო).

- როგორ გავჩნდი მე? - არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს კითხვა არ დაუსვამს და, ჩემი აზრით, აქედან ყალიბდება ერთგვარი უნდობლობა მშობლების მიმართ: ამ კითხვაზე ხომ, როგორც წესი, მათი უმრავლესობა უხერხულად იშმუშნება, საუბარი სხვა თემაზე გადააქვს ან ბავშვს ეჩხუბება, საიდან მოიტანეო.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კითხვის დასმისას მშობლის ადგილზე არ ვყოფილვარ, გადავწყვიტე გავკადნიერდე და შესაძლო კითხვებს შესაძლო პასუხები დავახვედრო. იქნებ თქვენც რამეში გამოგადგეთ:

ბავშვი: - რა არის სექსი?
თქვენ: - შვილო, სექსი ლათინური სიტყვაა და  ქართულად გათხოვებას ნიშნავს.
ბავშვი: - ანუ, ქორწილი იგივე სექსია? და შეიძლება ქორწილის მაგივრად ვთქვათ, რომ ჩვენს მეზობელ გვანცას შაბათს სექსი აქვს?
(აქ ვცბებით, თუმცა იხტიბარს არ ვიტეხთ)
თქვენ: - არა, სექსი ქორწილის მეორე ნაწილია, უფრო აFტერფართი.
ბავშვი: - აFტერფართი რა არის?
თქვენ: - რა და.. მაგალითად, ბაღში ხომ ჯერ ზეიმი გაქვს და მერე ჩვენი, მშობლების მოტანილ ნამცხვრებს და ხაჭაპურებს ჭამთ. ეს თქვენი ზეიმის აFტერფართია.
ბავშვი: - მაგრამ ქორწილში ხომ მარტო ჭამენ-ხოლმე?
თქვენ: - მანამდე ხომ ჯვარს იწერენ და ხელს აწერენ? ისე, ზოგადად, დიდებში ასეა მიღებული: რამე ზეიმს რომ ატარებენ, მერე აFტერფართი ეწყობა. ძირითადად, მიდიან კლუბებში, ცეკვავენ და ასე ხარჯავენ კალორიებს. ქორწილშიც კალორიებს ხარჯავენ აFტერფართიზე..
ბავშვი: - ანუ, სექსი იგივე აFტერფართია? რა კარგია, ახალი სიტყვა ვისწავლე. ზეგ ზეიმი გვაქვს და ბავშვებს ვეტყვი, რომ ლექსების შემდეგ სექსი გვექნება.
თქვენ: - რა თქმა უნდა, სექსი გექნებათ, მაგრამ მერე, როცა გაიზრდებით. ხომ გითხარი, სექსი დიდების აfტერფართია და ბავშვებთან საერთო (ჩვენთვის ვბურტყუნებთ: ყოველშემთხვევაში, შენხელა ბავშვებთან) არაფერი აქვს-მეთქი.
ბავშვი: - ანუ, სანამ არ გავიზრდები აFტერფართი არ მექნება?
თქვენ: - არც და ვერც.
ბავშვი: - "ვერც" რატომ? ოო, კარგი რა, მითხარი რა არის სექსი?
თქვენ: - ხომ გითხარი: სექსი, შვილო, ლათინური სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს.

დიალოგის დასასრული.

ახლა რომ გადავხედე, ისე მომეწონა, შვილი რომ გავაჩენ, აუცილებლად ავადმყოფურ აზროვნებას ჩამოვუყალიბებ - მერე რატომ უნდა დაკარგოს ამაში დრო?.. :))

10 comments:

ჰექსე said...

ლოლ.
როგორ ხარ შენ ?
პ.ს. ძალიან მომეწონა :)

vasasi said...

ვუძლებ ამ ცხოვრებას :ტრაგიზმითაღსავსესმაილი:

პოეზიის საღამოსთვის ვემზადები(თუ გაფრენაა ბოლომდე გავაფრინოთ), ჩვენ რომ ვიცით, იმ წიგნს ვითხულობ, ასევე წიგნებს ვწერ (ბუნებრივია, ჭეშმარიტებებზე) და, რაღათქმა უნდა, ვიკვებები,,

ვიკვებები ისე კარგად, რომ სირცხვილისგან ვერ გეტყვი, რა ციფრი მიჩვენა დილას სასწორმა...;(

შენ როგორ ხარ? :)

ჰექსე said...

მე?

მიძლებს ცხოვრება...
ამინდების გამო გარეთ არ მინდა გასვლა.
კვირის დღეებში ჩერჩილს ვკითხულობ, შაბათ-კვირას ბულგაკოვს. :დ

ბოლო დროს ბევრი დრო მქონდა და "99 ფრანკი" გადავაბულბულე.

ბლოგზე ვეღარ ვწერ, უფრო სწორედ ახლა აღმოვაჩინე რომ 9 აპრილის მერე არაფერი დამიწერია, როგორც ჩანს ზედმეტად კარგი პერიოდი მაქვს. :)

ტელევიზორს თითქმის საერთოდ არ ვუყურებ, ალბათ ამიტომაც ვეღარ ვწერ - ტვინი არ მიბინძურიანდება. :დ

პ.ს. ისეთ წერილებს ვწერთ ერთმანეთს - მგონია რომელიმეს ბიოგრაფიულ წიგნში ელით მოხვედრა ათწლეულების მერე :დ :დ

vasasi said...

ეს მიმოწერა აუქციონზე გაიყიდება: ძვირად.. :))

რამე გავაფუჭოთ რომელიმე შაბათ-კვირას.. :))

Clown said...

:D

მოლი ბლუმი said...

რა კარგი იყო :)

Nino said...

მე უკვე მაქს კარგი პასუხი არა სექსთან დაკავშირებით, არამედ ბავშვი როგორ ჩნდება და ჩემთვის რო ესე ეპასუხათ ალბათ ბედნიერი ვიქნებოდი =)

ბავშვი: დედა ბავშვები საიდან ჩნდებიან? (მეც რომ მინდა რა ვქნა? <– იყო ჩემ ვარიანტში :D )
მე: ქორწილის შემდეგ ღმერთს ევედრებიან, ქალს მუცელი ებერება და მერე ბავშვი ჩნდება მუცელში, და არა საშინელი "კომბოსტოში გოპოვეთ", "ციგნებმა დაგტოვეს", "კარებთან დაგვხვდა შენი თავი" O_o

=))

tamaRa said...

ჰაჰა:)) რას დააკონწიალებდი ამ ბავშვებს ცელოფნით?? :) მე დიდი უნივერმაღი მქონდა წარმოდგენილი, ნაირ–ნაირი ბავშვებით :) :)

fsiqe said...

ჰაჰ რა კარგი იყო :))

taa said...

ehh, mec damidgeba eg dro
magram manamde davamushaveb pasuxebs :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger