Saturday, April 30, 2011

აღნიშნავდნენ თუ არა გერმანიაში ჰიტლერის იუბილეს?

ერთხელ უკვე ვთქვი, რომ 21 დეკემბერი საქართველოსთვის საკრალური თარიღია.

მართალია, საბჭოთა კავშირი 21 წლის წინ დაიშალა, სტალინი კი 58 წლის წინ მოკვდა, მაგრამ სამშობლოში დიდი ბელადის გაუხსენებლად, არც ერთი წლის 21 დეკემბერი არ გავა. გორში მთელი საქართველოდან ჩამოდის ორი-სამი კაცი და სახლმუზეუმთან ზეიმობენ, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები კი, უკვე 21 წელია არკვევენ, კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი..

უფრო სწორად, დაზუსტებით ამბობენ, რომ ავსტრიასა და გერმანიაში განათლებული და ჭკვიანი ადამიანები ცხოვრობენ: გინახავთ როდესმე, რომ არიელებს ჰიტლერის იუბილე აღენიშნოთ?

თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

დანარჩენი მსოფლიოსაგან განსხვავებით, ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომისთვის კარგად იყო მომზადებული. მაშინ, როდესაც, სხვა ქვეყნებში, ომის დროს საკვები, რეალურად არ არსებობდა, გერმანელები, თეთრი პურიდან და კარაქიდან, მხოლოდ ომის ბოლო წელს გადავიდნენ მარგარინსა და შავ პურზე. სამხედრო თვალსაზრისითაც რომ ვიმსჯელოთ, ფაქტია, რომ ერთ მხარეს იდგა გერმანია, იაპონია და იტალია, მეორე მხარეს კი - დანარჩენი მსოფლიო.

თუმცა, არავინ იცის, რა მოხდებოდა, აშშ-ს ცნობილი სამხედრო დახმარება, ლენდ ლიზი რომ არ აღმოეჩინა სსრკ-სათვის. 43-ში გარდაუვალი დამარცხების მომლოდინე საბჭოთა კავშირი შტატების მიერ გამოყოფილმა 40 მლნ დოლარმა და სამხედრო ტექნიკამ გადაარჩინა (მართალია, მათ შორის ბევრი გამოუსადეგარი იყო, მაგრამ მაინც).

დღეს ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ არა ამერიკის ნება, გერმანია უპრობლემოდ დაიპყრობდა ევრაზიის კონტინენტს.

ჰიტლერი იყო გაცილებით ჭკვიანი და გაცილებით კარგი სტრატეგი, ვიდრე სტალინი. მას კარგად ჰქონდა დაგეგმილი და გათვლილი ყველაფერი. იცოდა, რა უნდოდა და საბოლოოდ რა შედეგს უნდოდა მიეღწია. ამას კარგად მოწმობს გერმანიაში გატარებული რეფორმები თუ აგიტაცია, რომელიც მან განახორციელა.

ჰიტლერისა და ფაშიზმის დამარცხებამ სერიოზული კომპლექსი შეუქმნა გერმანელებს. მათ აღიქვეს, რომ ჰიტლერი ბოროტება იყო, რომ ის უნდა დაევიწყებინათ და ისტორიული მეხსიერებიდან წაეშალათ. აკი, კიდეც მოიქცნენ ასე. უფრო სწორად, შეეცადნენ.

ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ ჰიტლერი და სტალინი სისხლიანი დიქტატორები იყვნენ, რომ ნაცისტური და საბჭოური მმართველობები, ფაშიზმისა და კომუნიზმის სახელს ამოფარებული ერთი და იგივე ტიპის სახელმწიფო წყობა იყო. უბრალოდ, მოგვიანებით, ერთის ხარჯზე მეორის რეაბილიტაცია მოხდა.

ყოველი წლის 21 დეკემბერს, ყოფილი საბჭოთა საზოგადოების ნაწილი, სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავს. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა კატეგორია მათი დანახვისას ცხვირს ზიზღით იბზუებს და ამბობს, რომ უყვარს ევროპა მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ჰიტლერის დაბადების დღეს არავინ აღნიშნავს, რომ ავსტრიის პატარა ქალაქ ბრაუნაუს არც ცენტრს და არც გარეუბანს, არასოდეს ღირსებია ჰიტლერის ძეგლი, რომ ევროპაში საღად აზროვნებენ.

არ ვიცი, რამდენად არიან ეს ადამიანები გათვიცნობიერებულები ისტორიულ წარსულში, მაგრამ ფაქტია, რომ ავსტრიასა და გერმანიაში ჰიტლერის იუბილეს რომ არ აღნიშნავენ, ეს ზედმეტი ჭკუითა და პატრიოტიზმით კი არა, კომპლექსით მოსდით. იმ კომპლექსით, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს (მეტნაკლებად) აგვცდა და მსოფლიომ გერმანიას ჰიტლერის გამო შეუქმნა.

ადამიანები ყველა ერთნაირი ვართ: ჭკვიანები, სულელები, განათლებულები, გაუნათლებლები, პატრიოტები, მოღალატეები, შორსმხედველები და ახლომხედველებიც. ასე რომ, მეოცე საუკუნის ორი უდიდესი დიქტატორის იუბილეების აღნიშვნასთან დაკავშირებითაც ნუ ვიქნებით ცალსახა. ტრაგედია არც 21 დეკემბერია და არც 30 აპრილი. ტრაგედია საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიაა, რომელიც ძველ თაობაში არსებობს და ინერციით, მომავალ თაობებს გადაეცემა, გერმანიაში ნაცისტური დაჯგუფებები დღესაც არსებობს და მათ ჰიტლერი კულტად ჰყავთ.

იცით, დღეს ადოლფ ჰიტლერს 122 წელი შეუსრულდებოდა და მეორე მსოფლიო ომი სხვა შედეგით რომ დამთავრებულიყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა დღეს ბრაუნაუსა თუ ბერლინში.

7 comments:

Da-v-iD said...

თარიღების, მითუმეტეს ასეთი პიროვნების დაბადების ზარზეიმით აღნიშვნა მართლაც სასაცილოა. თუმცა იმ ადამიანებისთვის (ვეტერანებისთვის) ის ისევ ბელადია. როგორიც ჰიტლერი იქნებოდა მისი ჯარისკაცებისთვის გამარჯვების შემთხვევაში. ამერიკის როლი ცოტა არ იყოს გაზვიადებულია. მეორე ფრონტი ღრმად პატივცემულებს ცოტა ადრე რო გაეხსნათ სხვა არაფერი დაუშავდებოდათ. სტალინის იუბილესაც ეშველება მალე. ნუ ეს ისე. ისტორიკოსის პოზიცია.. ისე კი 21 დეკ მშვენიერი დღეა. ჩემი დაბ დღე :))

Том said...

გერმანიაშიც აღნიშნავენ ჰიტლერის დაბადეების დღეს დაცენტრილი ნეოფაშისტები, ბერლინის გარეუბნები კი მინი ნაცისტური ოაზისებია. ჩვენთანაც იდეინნი კომუნისტები (ძირითადად ხანში შესული თაობა) აღნიშნავს მის დაბადების დღეს. მამენტ, მე თუ მკითხავ იმათ უფრო ცუდად აქვთ რეალურად საქმე, იმიტომ რომ ჯანღონიანი, ახალგაზრდა სკინჰედები უფრო საშიშები არიან (თუ მარცანში მოხვდი) ვიდრე სტალინის ძეგლთან შეკრებილი ხელაკანკალებული მოხუცები :დდ

vasasi said...

დათ, სპეციალურად არ გახსნეს მანამ, სანამ არ დაინახეს რომ საფრთხე მაგათაც ემუქრებოდათ.. :))
რაც ამერიკამ ფულები იშოვა პირველი და მეორე მსოფლიო ომის ხარჯზე, მაგიტომ ყვავის ახლა.. :)

ტომ, ჰო, ეგ ვიცი, რომ იქ ბევრი აღნიშნავს, მაგრამ არ ვიცი გამოხმაურება როგორია. მაგალითად, აქ ყოველ 21 დეკემბერს ვისაც არ ეზარება წერს იმაზე, რომ ქვის ხანაში ვცხოვრობთ სტალინის დაბადების დღე რომ ახსოვს ხალხს და მუზეუმთან იკრიბება, რომ გერმანიაში არავის ახსოვს ჰიტლერი და ა.შ... გერმანიაში თუ ხდება აქცენტირება, რომ ჰიტლერის დაბადების დღის აღსანიშნად შეიკრიბა ხალხის გარკვეული ნაწილი და ბლა ბლა.. აქ ტელევიზიაც აშუქებს ხოლმე (ასე იმიტომ გწერ, რომ რატომღაც ვფიქრობ, გერმანიაში უნდა ცხოვრობდე).. :)

თორნიკე said...

პოსტის მთავარ არსს (თარიღების აღნიშვნას თუ მათთან ბრძოლას) არ შევეხები, საინტერესოდ წერია და მეტ-ნაკლებად ვეთანხმები. ორ დეტალს აღვნიშნავ ისე, ინფორმაციისთვის.

1. ამერიკულ ლენდ-ლიზს სსრკ არ გადაურჩენია - 1941 წელსაც კი ძალიან მცირე იყო მისი წილი საბჭოთა შეიარაღებაში. სსრკ გადაარჩინა ჰიტლერის და მისი გარემომცველი რამდენიმე დილეტანტი სტრატეგის მიერ ოპერაცია 'ბარბაროსას' არასწორმა დაგეგმვამ.

2. ""ჰიტლერიუგენდი ფარულად დღესაც არსებობს (ჰიტლერიუგენდი იმიტომ, რომ აქ ძირითადად, ახალგაზრდები ერთიანდებიან).""
თუ დავაზუსტებთ, ეს ნეო-ნაცისტური დაჯგუფებებია და არა "ჰიტლერიუგენდი". განსხვავება დიდია - "ჰიტლერიუგენდის" ბავშვებს უდიდესი იდეოლოგიური დამუშავებით ზრდიდნენ, ნეო-ნაცისტური ჯგუფები კი ქუჩის ხულიგნებისგან შედგება, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა მიზანი აქვთ და რატომ. უბრალოდ, "იციან" რომ ზანგები/ებრაელები/სლავები/ა.შ. უნდა ეზიზღებოდეთ და ურტყან.

vasasi said...

მე ვიცი, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი შემოვიდა ტექნიკის (ბევრი მათგანი იყო გაფუჭებული და უვარგისი, მაგრამ იყო). ასევე სესხად მისცა 40-მდე მილიონი სტალინს (რომელიც მერე აღარ დააბრუნა)..

მეორე ვარიანტში ცოტა უტრირება გავაკეთე - ვიდეზინფორმატორე, თორემ ვიცოდი ისე ეგ.. :))

taa said...

ჰიტლერი იყო გაცილებით ჭკვიანი და გაცილებით კარგი სტრატეგი, ვიდრე სტალინი.

geTamxmebi :)

babisa said...

იმედია,20-30 წელში აღარავინ აღნიშნავს სტალინის დაბდღეს :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger