Monday, May 2, 2011

ედგარ პო და მიმდევრები

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვეჭვობ, ხელოვნებასა და ლიტერატურაში საშინელებათა სეზონი ედგარ ალან პომ გახსნა - ამერიკელმა მწერალმა, რომლის ნაწარმოებებმა უამრავი მწერლის, მუსიკოსისა თუ რეჟისორის შემოქმედებაზე მოახდინა ზეგავლენა.

მაგალითად, რიონისკე აკუტაგავას არასოდეს დაუმალავს, რომ პოს ზეგავლენით წერდა, დებიუსი მისი სიუჟეტების გავლენით, მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნიდა, ჰიჩკოკის აზრი ნამდვილად არ ვიცი ედგარ პოს შესახებ, თუმცა, ყორანი ორივეს შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს.

სინამდვილეში პოს ძალიან ეშინოდა ყორნის და, საერთოდ, უფრთხოდა იმ სამყაროს, რომელსაც მოთხრობებში წერდა. საკმაოდ ახალგაზრდა, 40 წლის გარდაიცვალა, თუმცა ლიტერატურაში რიგი ჟანრების ჩამოყალიბება მაინც მოასწრო. ტრაგიკული პიროვნება იყო, რაც შესაძლოა მისმა ოჯახურმა მდოგმარეობამაც განაპირობა (2 წლის დაობლდა, ვაჭარმა აღზარდა და ა.შ.) და ვფიქრობ, ადამიანის ამ ქვეყნად არსებობის შესახებ ძალიან ბევრს ფიქრობდა (ვისაც ჯერ არ გამოგიცდიათ: ზოგადსაკაცობრიო თემებზე ფიქრი, მსჯელობა და ტვინის ნთხევა დეპრესიას და ადამიანში თვითგანადგურების სისტემის ჩართვას იწვევს).

პომ პირველად ლექსების წერა დაიწყო. სამწუხაროდ, არ მაქვს ისინი წაკითხული. როგორც ამბობენ, მძაფრი შეგრძნებები მის ლექსებში მეტად ვლინდება.

როგორც წესი, ბავშვობაში ისეთი წიგნები მაქვს წაკითხული, წესით მათი არსებობის შესახებ რომ არ უნდა მცოდნოდა. ასე მოხდა პოს შემთხვევაშიც. თან, მაინცდამაინც, საშინელებათა მოთხრობებს მივაფრინდი. მახსოვს, ერთი პერიოდი ოთახში მარტო ვერ ვრჩებოდი. ეგ კი არა, მეორე ოთახშიც ვერ გავდიოდი: სულ მეგონა, ვიღაც იყო ჩასაფრებული.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არ შეიძლება პოს ნაწარმოებებმა გავლენა არ მოახდინოს მკითხველზე. ხშირად ამბობენ, რომ დაწერილ აზრებს ადამიანის აზროვნების, პრობლემებისა და ა.შ. შესახებ მნიშვნელოვანი ცნობების მოცემა შეუძლია. ედგარ პოს შემოქმედება ჩემს ასოციაციურ სისტემაში ზამთრის ზღვის სანაპიროა. რიჟრაჟზე საშინელი შტორმია, შავი ტალღები და საშინელი ხმაური ისმის, ნაპირთან მეცხრამეტე საუკუნის მოდაზე ჩაცმული, შავპალტოიანი და შლაპიანი კაცი გაუნძრევლად დგას. ზღვა "ამონტილიადოს კასრს" რიყავს, ერთი ხელის გაწვდენაზე ხდება "მკვლელობა მორგის ქუჩაზე", ედგარ პო კი დგას ზღვის ნაპირზე, რიჟრაჟში და "მარი როჟეს საიდუმლოების" ამოხსნას ცდილობს.

დღეს, "კვირის პალიტრასთან" ერთად, ედგარ ალან პოს მოთხრობები გამოვიდა. ორი მაისიდან რვა მაისამდე შესაძლებლობა გაქვთ, წიგნი 8 ლარად შეიძინოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ხმის მიცემა გრძელდება.

6 comments:

Anonymous said...

momewona postis avtori :))

Anonymous said...

susti postia ar momewona dasaxvewia. Jer tavad unda gaerkve ras wer da shemdeg gadasce mkitxvels zusti informacia.(zustad ar vici, vechvob, ar maqvs wakitxuli, rogorc amboben da a.sh)Warmatebebi ;)

Rode said...

მშვენიერი ინფორმაციაა :)
ახლა უფრო გამიჩნდა წაკითხვის სურვილი ;)

vasasi said...

1. პოსტის ავტორსაც მოეწონა კომენტარი.. :)

2. ვიცი, რომ სუსტია. ძლიერი ესაა:

http://www.vasassi.com/2011/03/blog-post_14.html

გმადლობ.. :))

გურამი said...

აუ, აუ, თანამშრომელს აქვს გამოწერილი ეგ წიგნები და რომ დავინახე "ედგარ პო", მაშინვე გამახსენდა "12 საათი" - მემგონი ასე ერქვა იმ წიგნს, ბავშვობიდან რომ მისტიკა და საშინელება შემაყვარა. მახსოვს ყველაზე მეტად ხოჭოზე მოთხრობილზე შემეშინდა, როჟა რომ ფანჯრის რაფაზე უყურებდა და ტყის პირზე მიმავალი რომ ეგონა. აუ, სად წავიღე ეგ წიგნი, უნდა თავიდან წავიკითხო. "12 განრისხებული მაიმუნი", "ეშმა სამრეკლოზე".. სასაცილო რამეებსაც წერდა ეს კაცი. ვსო, ვდგები და ვეძებ..

taa said...

კვირის პალიტრაზე გამახსენდა
რა კატასტროფული თარგმნილია 99 ფრანკი :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger