Thursday, May 26, 2011

დგას თუ არა ჟურნალისტი მოქალაქეზე მაღლა?

გუშინდელი, ყველასთვის ნაცნობი მოვლენების შესახებ, მასალები ყველა საინფორმაციო სააგენტოზე დევს. თოპნიუსების სათაურების უმეტესობაში კი ყურადღება ჟურნალისტების უფლებების შელახვაზეა გამახვილებული.

ფეისბუქის ფრენდებში ბევრი ჟურნალისტი მეგობარი მყავს. გუშინდელი მათი აქტივობები კი არაადეკვატური და, ჩემთვის მიუღებელი იყო. მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრის დროს ერთადერთი კითხვის უფლება მედიის ხარისხით უკმაყოფილების გამოხატვაზე არ უნდა დახარჯო, ისე არ შეიძლება, დარბევის დროს მხოლოდ იმას წუხდე, რომ აქციაზე შენი კოლეგები და მეგობრები იმყოფებიან, რომლებიც პროფესიულ მოვალოებას ასრულებენ.

ის, თუ რა პრობლემებს აწყდება ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და ინფორმაციის მოპოვების დროს, შეიძლება მხოლოდ ჟურნალისტებს აინტერესებდეთ. რიგითი მოქალაქისათვის, დამერწმუნეთ, ეს მეათეხარისხოვანია. პირიქით: გამუდმებით აპელირება იმით, რომ ჟურნალისტებს ხელი გვეშლება საქმეში, გამაღიზიანებელიც არის მათთვის.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში სერიოზული ფაქტი ხდება, საინფორმაციო სააგენტოს საიტზე შესვლის, ტელევიზორის/რადიოს ჩართვისა თუ გაზეთის გადაშლის დროს, პირველ ინფორმაციად ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა კი არა, ხალხისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მხვდებოდეს.

არც სოლიდური გაზეთის გვერდებზე უნდა იდოს ახსნა-განმარტებით ბარათებს დამსგავსებული, ცალ-ცალკე გაკეთებული პირადი ჩანაწერები. ჟურნალისტი იმიტომ არის ჟურნალისტი, რომ ემოციურობა არ უნდა ეტყობოდეს.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ყველას ხშირად გვავიწყდება, რომ ჟურნალისტი უპირველესად, ხალხისათვის მუშაობს.
და კიდევ: ყველაზე მთავარი - თუ ჟურნალისტი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს!.

ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ის არის, რომ არც ერთ ჩვენგანს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლებები და მოვალეობები. საჭიროა, შევიგნოთ, რომ ჟურნალისტი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვები და მათთან შედარებით პრივილეგია არ გააჩნია.

მე არ მინდა, რომ აპელირებას იაფასიანი რაღაცებით ვახდენდე, არ მინდა, რომ იმ ადამიანის კოლეგა ვიყო, ვინც დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებს და/ან უმანკო თვალებით ეკითხება რესპოდენტს: "თქვენ, როგორც მკვლელს, გაქვთ თუ არა დანაშაულის შეგრძნება იმის გამო, რაც ჩაიდინეთ?" არ მინდა, რომ პროფესიის გამო, აღმატებულ კასტად მიმაჩნდეს თავი, არ მინდა, რომ ილუზია შევიქმნა, არ მინდა, რომ ისიც დამავიწყდეს, რაც ვიცი (ჯერ რა ჯანდაბა ვიცი). ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე, ამ ქვეყნიდან წავიდე.

მე ყველა ჟურნალისტის უფლებაზე წინ, რიგითი მოქალაქეების უფლებებს ვაყენებ და, ძვირფასო კოლეგებო, ამ სიტყვებისათვის თამამად შეგიძლიათ ჩამქოლოთ.

2 comments:

cinikosi said...

ho vnaxe video romelic gavrcelda
RTV-s jurnalisti ra gdeshic iyo.

shansi mieca :) yovel dge xom ar xdeba egeti ambebi qveyanashi:)
es iyo sufta adamianuri gamwareba yovelgvari profesiis shegrdznebis gareshe. is gogona im dros jurnalisti ar iyo.

vasasi said...

რეალტივიზე არ მაქვს ამ შემთვევაში ლაპარაკი..

იმ გოგოს და იმ ტელევიზიას გაცილებით მძიმე პრობლემები აქვთ.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger