Monday, May 30, 2011

მაინ რიდის "უთავო მხედარი"

სათავგადასავლო წიგნების კითხვა არასოდეს მიყვარდა. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ კომფორმისტი ვარ. არ მიყვარს ტყეში ხეტიალი, არც თავგადასავლები, მირჩევნია, კუთხეში ვიჯდე და ფუმფულა წიგნს ვკითხულობდე..

სწორედ ამ მიზეზით, მაინ რიდის კითხვა საკმაოდ დავაგვიანე. 14 წლის ვიყავი, როცა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა სახლში დამიბარა და რიდის პირველი ტომი მათხოვა. ის ადამიანი სერიოზული ბიბლიოგრაფია. ხშირად ხუმრობენ, მის სახლში რომ შეხვიდე, ჯერ წიგნი დაგეცემა თავში და მერე აგურიო. ჰოდა, ძალიან გამიკვირდა, როცა წიგნი მათხოვა და, მიუხედავად იმისა, რომ მაინ რიდი არ მიზიდავდა, მაინც წავიკითხე.

პირველი, მგონი, "თეთრი თათმანი" იყო. რა საინტერესოა! მე ხომ ვერასოდეს ვიმახსოვრებ წიგნის სათაურებს. ამ შემთხვევაში კი სათაური მახსოვს, შინაარსი - არა.

მაინ რიდის ერთმა რომანმა კი ჭკუიდან ნამდვილად გადამიყვანა. არ ვარ დარწმუნებული, ნამდვილად "ოკეანეში დაკრგულები" ჰქვია თუ არა, მაგრამ რომანში აღწერილია დაღუპული გემის გადარჩენილი მგზავრების ამბავი. მათი ნაწილი ტივზე აღმოჩნდა, ნაწილი - ნავში. ბრძოლა გადარჩენისთვის - "მოხუცსა და ზღვას" მაგონებდა, რატომღაც.

"უთავო მხედარი" მაინც ყველაზე პოპულარული ნაწარმოები გახლავთ. სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ მომწონს და, არც 50 საუკეთესო წიგნში შესასვლელად მემეტება, მაგრამ რადგან დღეს, კვირის პალიტრასთან ერთად, მაინ რიდის "უთავო მხედარი" გამოვიდა, ხვალ საღამოს, კარის გაღებისას ჩემი ბიჭის დატოვებულ ტომს დაველოდები. ტომს, რომელსაც კუთხეში დებს ხოლმე. ისე, როგორც შევთანხმდით. :)

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა მიმდინარეობს. მიჰყევით ამ ბმულს და გთხოვთ, აირჩიეთ წიგნები, რომლებიც მართლა წასაკითხია!

15 comments:

Anonymous said...

14 wlis asakshi aga unda wagekitxa ))

მოლი ბლუმი said...

რაც არ უნდა იყოს, ფენიმორ კუპერს მაინც მირჩევნია.

nick_el_son said...

ნამდვილად "ოკეანეში დაკრგულები" ჰქვია :)
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი წიგნია...
და "უთავო მხედარს" მირჩევნია მილიონჯერ :))

vasasi said...

მოლი, კუპერი მეც მირჩევნია. მისი მარტო "უკანასკნელი მოჰიკანი" მაქვს წაკითხული.. :)

nik_el_son ჩემზეც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. :)

tamara said...

მოლი, ფენიმორ კუპერს ნამდვილად სჯობს :)
"ოკეანეში დაკარგულები" მაინ რიდის პირველი წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე და მართლა ძალიან კარგია. "თეთრი თათმანი" სუსტია, "უთავო მხედრის" პერსონაჟებია გადამღერებული, სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცი, რომელი უფრო ადრე დაიწერა...
"თეთრი ბელადიც" კარგია, მაგრამ "უთავო მხედარი" მეც ყველას მირჩევნია რატომღაც :) :)
მიყვარდა სათავგადასავლო ლიტერატურა :)

Anonymous said...

კომფორმისტის მაგიერ კომფორტისტი უნდა დაგეწერა ალბათ...თუ კონფორმიზმს გულისხმობდი, ეგ სხვა რამ არის და კუთხეში მყუდროდ ჯდომასთან არაფერი აქვს საერთო :)
პ.ს. ფუმფულა წიგნები როგორია?

vasasi said...

როგორია და ტყე-ღრეში ხეტიალის გარეშე ვითარდება ყველაფეერი..

მაგალითად, ლინდგრენის წიგნები..

tamara said...

ეეე, კარგი რა, ვასასი :)
"კალე ბლუმკვისტი" ფუმფულაა მაგ გაგებით? ან რასმუსი?

vasasi said...

ჩემთვის გაცილებით ფუმფლაა, ვიდრე ტყე-ღრეში სატრევი სათავგადასავლო რომანები...

REZIBUTA said...

მომეწონა ეს ბლოგი. მაგარია.

vasasi said...

REZIBUTA: ბლოგსაც მოეწონე და ხშირად შემოდი ხოლმე..:)

Anonymous said...

"თეთრი ბელადი" ჯობია ყველას... და მაინ რიდი "ასაკის" წიგნია, თუ იმ ასაკში არ წაიკითხე, რა თქმა უნდა აგარ მოგეწონება

faifurisangelozi said...

კუპერის "წითელი კორსარი" მიყვარს. მაინ რიდის პირველი წიგნი კი "ოცეოლა სემინოლების ბელადი" იყო. მართალი ხარ "უთავო მხედარი" დიდი ვერაფერი..

ანა ლომიძე said...

თავის დროზე როდესაც მაინ რიდს და ჯიულ ვერნის ვკითხულობდი მართლა აღფრთოვანებული ვიყავი,ყველა წიგნს თავისი დრო აქვს :))

tati far said...

minda gitxra rom mec mainridit daviwye wignebis kitxva, ...arasodes ganmicdia msgavsi ram rac magis wignebshi ganvicdi xolme zalian magari poetia......minda yvela magis wigni wavikitxo utao mxedars vedzeb kinos saxit magram ver vipovne versad yvelagn rusuladaa....miyvarxar mainrid...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger