Sunday, June 5, 2011

რატომ არ გავცემ სისხლს უანგაროდ?

ფეისბუქზე ივენთის მოსაწვევი დამხვდა: "უანგაროდ სისხლის გაცემის კვირეული". არ დავეთანხმე იმიტომ, რომ სისხლს არც უანგაროდ და არც ანგარებით არ გადავუსხამ ვინმეს.

შეიძლება, ძალიან ბოროტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამის მიზეზები მაქვს. ჯერ ერთი, არ ვიცი ჩემი სისხლის ჯგუფი ზუსტად (მგონი, მეორეა დადებითი რეზუსით), მეორეც, არ მაქვს გარანტია, რომ სისხლის გადასხმის შემდეგ, რაიმე სახის ჰეპატიტს, ან, "უკეთეს" შემთხვევაში, შიდსს არ ავიკიდებ.

მეშინია ყველანაირი ოპერაციის, მეშინია მანიკურშასთან მისვლის, ყველაფრის, რაც სისხლთან არის დაკავშირებული.

მე არ ვარ ბოროტი, არც სისხლს ვაზივარ. უბრალოდ, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი და საკუთარ ჯანმრთელობის დაცვას, ასე ვცდილობ.

13 comments:

kanario said...

შენ ის არ ხარ, მე-5 სართულის აივნიდან სისხლის "სურნელს" რომ "აგროვებს"?! და ძველი აცტეკები რომ უყვარს?! ^^

მარი said...

აუ, შიშით მეც მეშინია, მაგრამ რომ ვიცოდე, ვინმეს სჭირდება, აუცილებლად გავცემდი.
ისე, მაინც სულ კრიზისია და სულ დონორს ეძებენ და სად მიაქვთ ეს უანგაროდ გაცემული სისხლი ნეტავ.

ბუშკა said...

გეთანხმები. მეც მომივიდა მოწვევა და არც მე ვაპირებ სისხლი გავცე. საკუთარი სისხლი ჯგუფიც არ ვიცი (არაა ეს კარგი ისე :() და მეც ძალიან მეშინია მსგავსი პროცედურების. ოღონდ სისხლის გამო არა, ტკივილის მეშინია, უბრალო ჩხვლეტისაც კი და თან ცუდი ჯანმრთელობა მაქვს და ჩემი სისხლი არ მემეტება.
თუმცა რომ გავიგო ვინმე კონკრეტულ ადამიანს ესაჭიროება, მაშინ გავიღებდი ალბათ , მაგრამ ასე ზოგადად ვერ გავცემ , თან არც ვენდობი მსგავს აქციებს– კაცმა არ იცის რას უზავენ ჩემს სისხლს, ყველა ბიზნესზეა გადასული :|

vasasi said...

ტკივილის არ მეშინია მე..
ვიტან ჩვეულებრივად..

უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არანაირი დაცვის მექანიზმი არ არსებობს.

litterator said...

მე პირველი დადებითი მაქვს, ეს მიზეზები მაქვს მეც რაც პოსტში მოიყვანე, არ მაქვს არანაირი გარანტია. პლუს ამას მაინც არ ვვარგივარ მგონი 14 წლისას ბოტკინი მქონდა :)

პერწკლი said...

დაცვა საკმაოდ მარტივია, შენს წინ უნდა გახსნან ერთჯერადი ინსტრუმენტი და ეგაა : )))
ანალოგიურად, სისხლის აღებისასაც.

თუ არ გახსნიან, წამოხტი და გაიქეცი :P

vasasi said...

მაგდენი ვიცი, მაგრამ მაინც გმადლობ. :)

საქმე იმაშია, რომ ერთჯერადი მოწყობილობით არ იღებენ გასასასხმელ სისხლს..
სტერილური რაღაცაა.

ჩორვენი¹³ said...

სისხლს ერთჯერადი ნემსითაც იღებენ და ყველა ნემსი რომელიც წვთოვანის მსგავს პარკზე მაგრდება არის ერთჯერადი : ) და მე მაქვს სისხლი ჩაბარებული არაერთხელ და მერწმუნე ძალიან ნორმალური უსაფრთხო პროცედურაა როდესაც ეს სწორად ტარდება და სწორ გარემოში : ) ხოდა კიდევ ძალიან მაგარია როდესაც შენი 450 მლ სისხლი ვიღაცას სიცოცხლის მინიმალურ შანსს მაინც ჩუქნის : )

Ana said...

ვასასი, შენი ბლოგიდან გამომდინარე მეგონა სისხლს იმიტომ არ გასცემდი, რომ უანგაროდ გაღებულ სისხლს გადასარევ ფასად ყიდიან და ეს ყველაფერი ორგანოებით ვაჭრობას უთანაბრდება, და პოსტიც ამაზე იქნებოდა, მაგრამ შევცდი : ))

აისბერგი said...

sisxlis ar gsmcemlebs giertdebit :)))
1. chemi sisxli mec dzlivs myofnis da aqet gadmosasxmeli maqvs :P
2. jgufi ar vici (tumca adviladgamosworebadia es)
3. asaki ar miwyobs xels

vasasi said...

ჩორვენ, მესმის ეგ. ზოგადად, ადმიანები მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს, ვინმეს თუ ვეხმარები. მაგრამ არ ვენდობი სისხლის გადასხმის დროს არსებულ გარემოს..
მით უმეტეს, უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც სისხლის გადასხმით ც ჰეპატიტი აიკიდა..

ნუ, არ ვიცი.. :/

Toma said...

გარანტიებს რაც შეეხება, რაღაც დონეზე მესმის რომ გეშინია!
რაც შეეხება თავად სისხლის გაცემას, მინდა გითხრა რომ ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისათვის, მაგრამ ეს ალბათ იცი კიდეც.

Anonymous said...

ანას ვეთანხმები! მე გაჭირვებულს ვაჩუქო და ამათ მიჰყიდონ და ბიზნესი აკეთონ ჩემი სისხლით?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger