Monday, June 6, 2011

მოგი****თ ქართული ჟურნალისტიკა!

                                 +18
პროლოგის ნაცვლად:



მოგი****თ:

  • პროფესიონალიზმი - უტაქტო, უაზრო, ყოვლად უგვანი კითხვების დასმის, სიუჟეტის ჩახუჭუჭებული ტექსტებისა და მათში უტაქტო ეპითეტების ჩართვის გამო;
  • ეთიკა - ეთერში გამოცხადებული დაღუპულის ვინაობის, გაუპატიურებული არასრულწლოვანის ღიად ჩვენებისა და მომაკვდავი ადამიანის (ან ჭირისუფლისათვის) პირში ჩათხრილი მიკროფონის გამო;
  • შენობები - ნიუსრუმში სოსისის მოთუხთუხე ქვაბებითურთ;
  • ნაცნობობა და მემკვიდრეობით გადაცემული თანამდებობების - ნიშნით ნიჭიერი ადამიანების დაჩაგვრის გამო;
  • უპასუხისმგებლობა - მსოფლიოში ყველაზე საპასუხისმგებლო, საშიში და უზარმაზარი ბერკეტების მქონე პროფესიაში;
  • ვაზელინი - რომელსაც ყველა თქვენგანი ინდივიდუალური რეცეპტით ამზადებს;
  • ორ კაპიკზე გაყიდული პროფესიული ღირსება;
  • ის, რასაც თქვენ პროფესიულ მოვალოებას უწოდებთ და სინამდვილეში ერთი ადგილის თამაში ჰქვია;
  • გონიერება - რომელიც ორი მეტრის იქით არ გწვდებათ;
  • ინტელექტი - რომელიც მარკესის კითხვა, ექიმ ჰაუსზე ნ$$$ვა და ფელინის მსოფლმხედველობაზე მსჯელობა გგონიათ;
  • განათლების დონე - "ნაცარქექიათი" რომ დაიწყო და იქვე დამთავრდა;
  • პატრონი - რომელიც არ გყავთ;
  • სიამაყე და ამპარტავნობა - ფერადქუდიანი მიკროფონების დაჭერისას რომ გიპყრობთ და თავი ღმერთები გგონიათ;
  • პირადი ნაცნობობა რესპოდენტებთან - თქვენი სუბიექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რომ არის;
  • საახალწლოდ ეთერში გაშვებული კურიოზები - თქვენ მიერ მომზადებული ყოველი სიუჟეტი ხომ კურიოზია, რომლის დანახვაზე სიცილის მაგივრად, ტირილი მინდა;
  • ნუცას სკოლად ქცეული ტელევიზია;
  • ლონდონის ბინა, სადაც ჯიმი ჰენდრიქსი 35 წელი ცხოვრობდა და წვეულება, რომლითაც ჯენის ჯოპლინმა 50 წლის იუბილე აღნიშნა;
  • ქათმის ტვინები - უფრო სწორად, გაყინული მარგარინები;
  • აქციის დარბევის პარალელურად, ეთერში მიმდინარე მელოდრამები;
  • სინდისი - რომელიც ნებას გაძლევთ, ბედნიერი, ლაღი და გაბრწყინებული საქართველო მაჩვენოთ მაშინ, როცა ქვეყანა თავზე გვექცევა;
  • სუბიექტურობა და მიკერძოებულობა;
  • ზედაპირული აზროვნება - ზედაპირულიც რომ არ ჰქვია;
  • მიკროფონები - რომლების დამტარებლებიც ხართ, ჩამოწერილი კითხვებით ხელში;
  • ვაიკონკურენცია არხებს შორის;
  • კოლეგიალურობა - ბრიფინგზე დაგვიანებისას ერთმანეთისათვის კადრების გადაწერინება და სინქრონის აღების დროს, სხვისი მიკროფონის ჭერა რომ გგონიათ;
  • კორექტულობა - ნინო ბურჯანაძისადმი თანაგრძნობის საშუალებას რომ მაძლევს;|
  • ინგლისური და კომპიუტერი;
  • კრეატიულობა - რომელიც არ გაქვთ;
  • ხამობა - რომელიც ამაზრზენი სანახავია;
  • სინდისი 2 - რომლითაც ამ ყველაფრის შემდეგ, მშვიდად გძინავთ;
მოგი****თ ასეთი ქართული ჟურნალისტიკა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

18 comments:

khatia said...

da ai aq gamexarda rom Tavis droze jurnalistikaze swavla agar gavagrzele :D

Zurriuss.Ge said...

ახლა დავწეროთ, ვის რა პოზაში უნდა ქართული ჟურნალისტიკის გაჟიმვა :დ
მე doggy-style-ში :დ

მოხეტიალე said...

ამინ!
:დ

vasasi said...

არჩევანი შენზეა, ზურა..

Anonymous said...

არადა ჟურნალისტიკაზე მინდა გადასვლა..

აისბერგი said...

rogor zustad tkvi is, rasac chemtvis bundovnad da areul-dareulad vfikrobdi !

LiLaC said...

დასტური!!!
თუმცა, ხალხო, ვისაც გინდათ ჟურნალისტობა და ამ პოსტსაც ეთანხმებით, არ გადაიფიქროთ. პირიქით, მოდით და შეცვალეთ :)

lasharela said...

ეს ვინმეს გესპოსტია თუ იმ გოგომ დაწერა, რომელიც მეუბნებოდა უზრდელობებს ნუ ლაპარაკობო და წიწმატდებოდა? მე კიდე ვეუბნებოდი შენ ცოტა გაფუჭება გჭირდება და წარმატებას მიაღწევ პროფესიაშითქო?

დავიბენი :D

ბაჩო said...

მარტო ეგენი ვასას? მეტი არაფერი აქვთ მო******ვი?
მაგალითად მორალი და ორალი.
ისე შენგან გინებას ნაკლებად ველოდი :))) :*

Landish said...

http://rocko.ge/blog/post/to-imedi/

vasasi said...

lasharela: ახლაც ვწიწმატდები და ვცოფდები. შენ როგორ გგონია, რატომ არის აქ ამდენი ვარსკვლავი? :ს

ბაჩო: გადამიყვანეს ჭკუიდან.. :/

landish: :up: არ ვიცოდი ეს.. იმედია, პლაგიატი არ გამომივიდა.. :(

geoaria said...

ერთი რამე არმესმის რა...
ბევრი წერს ჟურნალისტობა მინდოდა,მაგრამ გადავიფიქრე და უიმე რა კარგი ვქენიო... ესენი ვინ ყოფილან ეს იდიოტები,გაუნათლებელი უწიგნურებიო (ვინც ამას ამბობს ისიც ამნაირია დიდი ალბათობით) ხოდა ისა,თქვე კაი ხალხო ჟურნალისტობა თუ გინდათ ჩააბარეთ,გახდით ჟურნალისტები და ჩაანაცვლეთ ეს უწიგნური და იდიოტი ჟურნალისტები და აღარ იქნება ეს თემა სალაპარაკო. (ისე,მართლა არავინ არის რეალურად რომ ჩაანცვლოს ეს ხალხი ვინც ახლა ეთერში ზის.) მაგრამ თქვენ არ გინდათ,გეშინიათ ან რავიცი რა ჯანდაბა გჭირთ. ა,ვიცი თქვენც ეგეთები ხართ და გეშინიათ კრიტიკის. თქვენ უფრო მხდალები და საცოდავები ხართ! თქვენ გინდათ რომ ვიღაც მამა ზეციერმა შეცვალოს ეს ყველაფერი და თქვენ მზამზარეულზე მოხვიდეთ,მაგრამ ვერ მოგართვით. სანამ ტრაკს არ გაანძრევთ არაფერი გეშველებათ.

პ.ს გავკარი ყველა იმ ჟურნალისტს რომელიც 4,5 და 6 ივნისს პირდაპირ ეთერში მასტურბაციით იყო დაკავებული.

Agasfer said...

:))))))
<3

qetlandia said...

ყველაფერი ისე ჩამოწიკწიკებულია, ჩასაკვეხებელიც არ დამრჩა არაფერი :), მეც ვეტყოდი ყველას, მიდით და ჩააბარეთ, ოღონდ აქედანვე იმეცადინეთ, როგორ არ იყოთ ისეთი სამარცხვინოები, როგორებსაც დღეს ვუყურებთ და ვუსმენთ.

lobzhanidze said...

ჟურნალისტიკაში არ მიდის ადამიანი ან უფრო სწორედ არ უნდა მიდიოდეს ადამიანი რომელსაც იდეალები არ გააჩნია, ადამიანი რომსაც ერთი "ჩვეულებრივი" სამსახური უნდა. ჟურნალისტიკა საპასუხისმგებლო პროფესიაა, ისეთივე როგორც მედიცინა, სამწუხაროდ ეს ორივე სექტორი საქართველოში დალპა, აღარ არსებობს, ისევე როგორც მეტწილად ყველაფერი დანარჩენი. სწორედ იმიტომ რომ ცხოვრების გარვეულ მონაკვეთში ჟურნალისტიკას გადავწყვიტე მიმეძღვნა თავი და მუშაობისას ამაზრზენი ფაქტების მომსწრე გავხდი გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა და პროფესიული ზრდა საქართველოს გარეთ გამეგრძელებინა და სწორედ მაგიტომ არ მინდა საქართველოში დაბრუნება, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩემს საოცნებო პროფესიაზე უარის თქმა მომიწევს. მადლობა პოსტისთვის, გული მომიფხანე.

vasasi said...

დათო, მე ჟურნალისტობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა იმის ალტერნატივა შემექმნა, რაც ეთერში ხდებოდა. ახლა მეც ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ვერ გავაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მინდა, ამიტომ არც ვაპირებ აქ ჩემი ჟურნალისტური კარიერის გაგრძელბას.
ზუსტად ვიცი, რამდენიც არ უნდა შემომთავაზონ, მე ვერ ვიმუშავებ ვიღაცის პირადი ინტერესებისათვის.

მართალი ხარ, მეც მგონია, რომ ჟურნალისტიკაზე საპასუხისმგებლო პროფესია არ არსებობს და როცა ასე აგდებით ეკიდები ამ საქმეს, ეს, უბრალოდ, დანაშაულია.

tabunia said...

მოვუდღან საახალწლოდ ეთერში გაშვებული კურიოზები – სწორედ ეს გრძნობა დამეუფლა იმედისა და რუსთავი2–ის ტყუპისცალივით მსგავსი კურიოზების ხილვისას, სადაც ჩემთვის ასე "საყვარელი" პერსონები ასევე "საყვარელ" შეცდომებს უშვებდნენ.
პ.ს. რა ხდებოდა 4,5 და 6 ივნისს, გამახსენეთ, რა!

vasasi said...

tabunia : არაფერი, ტრადიციული ეთერი იყო სამივე არხზე. მიყოლებით მომიწია საინფორმაციოების ნახვამ და ერთიანად ამომასხა.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger