Wednesday, June 15, 2011

შიში

არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც რაღაცის არ ეშინია. ჯერ ერთი, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას გასდევს იმის სტრესი, რომ მოვკდავები ვართ (ადამიანი ხომ ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც აცნობიერებს, რომ მოკვდება), მეორეც, იმდენად კომფორტის მოყვარულები ვართ, რომ გამუდმებით გვეშინია რაღაცების და ვიღაცების დაკარგვისა.

სასაცილოა, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, გათავისუფლების მაგივრად, მით უფრო მიპყრობს შიში. მეშინია სიუჟეტის გაკეთების (რომ არ გამომივიდეს), მერე უფრო ვიბნევი და მართლა არ გამომდის, მეშინია, ხვალინდელი დღის, იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებ და შეიძლბა სამსახური არ მქონდეს. ჰო, ყველაზე მეტად უმუშევრობის მეშინია. ზუსტად ვიცი, ასეთი რამ რომ შემემთხვეს ძალიან მძიმედ გადავიტან.

კიდევ, მეშინია ნაოჭების, სიბერის.. იმისაც მეშინია, რომ 22 წლის ვარ. შესაბამისად, დიდი. დიდობისაც მეშინია.

კიდევ, მეშინია ბევრ ადამიანთან ურთიერთობის და ყოველთვის მიკვირს იმათი, დიდი სანაცნობო წრე რომ ჰყავთ. მეშინია სიყვარულის: არ ვარ მზად ზედმეტი პასუხისმგებლობისათვის. კიდევ, იმის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას არ შემეშინდეს და უკან არ დავიხიო.

მეშინია ცვლილებების. უმუშევრობასთან ერთად, ეს ფობია მოწინავე ადგილებს იკავებს. მეშინია ტელეფონის ზარის. რომ რეკს, ჟრუანტელი მივლის და სულ კანკალით ვპასუხობ (განსაკუთრებით, სახლის ტელეფონის მეშინია. ბავშვობიდან ასე ვარ. სულ მგონია, ცუდი ამბავი უნდა შემატყობინონ. არ ვიცი, შეიძლება, ადრეულ ასაკში მიღებული სტრესის ამბავია, თუმცა მე არ მახსოვს).

მეშინია ახლობელი ადამიანების და მეგობრების დაკარგვის. იმიტომ, რომ ამ უკანასკნელებს ძალიან დიდი სიფრთხილით ვირჩევ. ამიტომაც არის მათი რაოდენობა ასეთი მცირე.

მეშინია სიმსუქნის და, ამ ბოლო დროს, კუჭს მიზანმიმართულად ვიავადებ (იდიოტი ვარ, ვიცი). მეშინია ავადმყოფობის და შვილი რომ არ მეყოლოს, იმის (28 წლის ზემოთ, ბუნებრივია). მეშინია სახლში მარტო ყოფნის და კარზე ზარის (გაზის კაცის მეშინია, მგონია, რომ მოვა და ჩაჭრის)..

მეშინია პეპლების და ჩიტების. :)

კიდევ ბევრი, სულელური რამის მეშინია. არ გინდათ თქმა: ისედაც კარგად ვიცი, რომ იდიოტი ვარ.

P.S. რამდენი ხანია, ასე, ერთი ამოსუნთქვით, პოსტი არ დამიწერია. რა კარგი ყოფილა!.. უფრო სწორად, ის დრო ყოფილა კარგი, მარტო 20 კაცი რომ მკითხულობდა და რასაც მინდა, იმას ვწერდი - სისულელეებს (არა, ახლაც სისულელეებს ვწერ, მაგრამ მაშინ ადამიანურ სისულელეებს ვწერდი, სადაც შეცდომა უფრო მარტივად მეპატიებოდა). :)

4 comments:

გურამი said...

მე სიმაღლის მეშინია მარტო ცხოვრებაში. სხვა ყველაფერი გავლადია. და ისა.. გულიან და შეკვეთილ პოსტებს ყოველთვის ცნობს ადამიანი. შენ პოსტებში ჯერ-ჯერობით მარტო გულიანებს ვხედავ. :)

Anonymous said...

მე პირადად სიბერის უფრო მეშინია ,ვიდრე სიკვდილის :)

მოლი ბლუმი said...

მე რამდენიმე ადამიანის სიკვდილის მეშინია ძალიან :(

vasasi said...

რამდენიმე ადამიანის სიკვდილის მეც მეშინია და ეგ გრძნობა გამუდმებულ სტრესში მაგდებს...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger