Sunday, June 12, 2011

Die Budenbroks

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, ლიტერატურის დარგის ნობელიანტებმა ძალიან გამიცრუეს იმედები (რა თქმა უნდა, ორჰან ფამუქსა და მარიო ვარგას ლიოსას არ ვგულისხმობ), უმაღლესი ჯილდოს მფლობელების შემოქმედებას ყოველთვის ინტერესით ვეცნობი და ზუსტად ვიცი, რომ 10-დან რვაში მაინც უნდა შემხვდეს კანფეტი. თუმცა მაშინ, როცა თომას მანის "ბუდენბროკები" გადავშალე, სკოლაში, გერმანულის წინგში ამოკითხული მისი ბიოგრაფია აღარც მახსოვდა...

.. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როცა პირველი კურსის ერთ-ერთ ლექციაზე საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ სამი წელი იყო, რაც სერიოზული არაფერი წამეკითხა (გარდატეხის ასაკში კითხვას შევეშვი და მუსიკაში დავიწყე ხელის ფათური), ოჯახში დაბრუნებულს წიგნის თაროსთან პირველი თომას მანი შემომეფეთა. "ბუდენბროკები" - ეწერა წიგნს და მეც, ინტენსიური კითხვის მეორე სეზონი, ამ უმაგრესი ნაწარმოებით გავხსენი.

ყოველთვის ვამბობ და, ალბათ, ბლოგზეც გამიმეორებია, რომ ლიტერატურაში ერთ-ერთ უმაგრეს პერიოდად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანულ მწერლობას ვასახელებ. ჰიტლერის კომპლექსმა გერმანელებს გაუხსნა და იყო ძალიან ბევრი კარგი მწერალი და უფრო მეტი ნაწარმოები. თომას მანს დიდად ვერ ვუწოდებ ომის შემდგომ მწერალს, ვფიქრობ, "ჯადოსნური მთა" ბევრად ძლიერი წიგნია და, მისი შემოქმედების მწვერვალად მაინც "სიკვდილი ვენეციაში" მიმაჩნია, მაგრამ მისი სახელი მაინც "ბუდენბროკებთან" ასოცირდება. ერთი ოჯახის გადაშენების ამბავი, - წერს აღწერაში მანი და წიგნში ბუდენბროკების ოთხი თაობის მძიმე, სევდიან და ჩახლართულ ისტორიას ვეცნობით.

სწორედ "ბუდენბროკების" შემდეგ მივხვდი, რომ მწერლობაში სტილი, შინაარსი, თხრობის მანერა მეორდება. ავტორები კი ერთმანეთს არა საინტერესო ამბის, არამედ, ამბის საინტერესოდ თხრობაში ეჯიბრებიან და, ვინაიდან, გოლზოურთის "ფორსაიტების საგასაც" გავეცანი და მარკესის ყბადაღებულ "მარტოობის ას წელიწადსაც", საუკეთესოდ თომას მანი მიმაჩნია.

"ბუდენბროკები" მე მახსენებს 2007 წლის ზაფხულს, ჩემი ოთახის იატაკს, გადაწყვეტილებას, რომლის მიღების შემდეგაც მივხვდი, რომ ჩემი გონებისათვის გრძნობებისა და თავის მართვა სირთულეს არ წარმოადგენს.. მახსენებს ემილ ზოლას უძლიერეს ნაწარმოებს ("ხაფანგი"), რომელიც მანის დასრულების შემდეგ წავიკითხე და ჭკუიდან გადამიყვანა.

რადგან ემილ ზოლა ვახსენე, არ შეიძლება, 50 საუკეთესო წიგნში მისი "ხაფანგი" არ შევიდეს. ამიტომ, მიეცით ხმა და შეუერთდით პროექტს ფეისბუქზე.

3 comments:

tamara said...

მიყვარს თომას მანი, "ჯადოსნური მთა" მართლაც ძალიან ძლიერი ნაწარმოებია... "სიკვდილი ვენეციაში" ჯერ არ ჩამვარდნია ხელში და სწორედ ამის გამო, რომ ჯერ მისი წაკითხვა მინდა, ფილმსაც კი არ ვუყურებ...

Katiée.Ge said...

"ბუდენბროკები" წავიკითხე მგონი მე7 თუ მე8 კლასში, როცა ჯერ კიდევ მქონდა სურვილი და იმედი, რომ კინორეჟისორი გავხდებოდი და როცა დედაჩემი მიზანმიმართულად ცდილობდა ამ სურვილის ჩაკვლას ხაზგასმებით "რა რეჟისორი უნდა გამოხვიდე, მუსიკაზე სიარული შენ არ გიყვარს და დაკვრა არ იციო" (ეს რა შუაშია, დღესაც ვერ ვხვდები:D) და მეორე - "ბუდენბროკები არ გაქვს წაკითხულიო".

ჰოდა წავიკითხე. რეჟისორობა მალე გადავიფიქრე და ბუდენბროკებიც კარგ მოგონებად დამრჩა, ასაკიდან გამომდინარე ალბათ ბევრი რამ ვერ აღვიქვი და სულ მინდა მივუბრუნდე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვაბი თავი.

daimon said...

მამაჩემმა მაჩუქა მანის "ბუდენბროკები" და დააყოლა რომ აუცილებლად წამეკითხა,, წავიკითხე ,,ძლიან მომეწონა,, განსაკუთრებით დასასრული..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger