Monday, July 25, 2011

"დიდოსტატის მარჯვენა" და 50-ეული

როგორც წესი, ბექა ყველაზე აქტიურადაა ჩართული "50 წიგნის" ამბავში. პოსტსაც პირველი წერს და, ხშირად, მასთან დამიზუსტებია, თუ რა წიგნით ხელში მომიკაკუნებს ხოლმე ჩემი ბიჭი ორშაბათის ან სამშაბათის დილას. :)

რამდენიმე დღის წინაც, მისგან გავიგე, რომ მორიგი ტომი კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" უნდა ყოფილიყო.

ამ მწერლის გამო, პოლემიკა არაერთხელ მქონია როგორც მკითხველთან, ასევე ახლობლებთან და ზუსტად ვიცი, ამ პოსტსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება.

კოწია გამსახურდია ქართველი მკითხველის მიერ მწერალთა იმ რანგში გადის, რომლის გენიალურობაც ეჭვქვეშ არ დგას. თუ მის წერის სტილზე, არქაიზმსა თუ პოეტურად ჩახლართულ წინადადებებზე ჭკუა-გონებას არ კარგავ, ვერასოდეს შეაღწევ ქართული ინწილიგენციის წრეში.

მე მყავს რამდენიმე საყვარელი მწერალი, მაგრამ ბოლო პერიოდის ამოჩემება (ალბათ, ბლოგის მუდმივ მკითხველს კარგად მოეხსენება) ორჰან ფამუქია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის მწერლების გენიალურობა აქსიომა ჯერ არ არის, ორჰან ფამუქი, მიშელ უელბეკი, ფრედერიკ ბეგბედერი (ისე, ფრანი მწერლები XXI საუკუნეშიც მშვენივრად გრძნობენ თანამედროვეობის პულსს), პაოლო კოელიო (ეს კაცი ცალკე მარგალიტია) და სხვები, ბევრისთვის ის მწერლები არიან, თუ წაკითხული არ გაქვს, სათვალის ზემოდან რომ გადმოგხედავენ, ცხვირს აგიბზუებენ და გკითხავენ:

- რაა?

მაგრამ თუ დაამატებ, რომ წაკითხული გაქვს, თუმცა არ მოგწონს, შეიცხადებენ და, რადგან ანათემას ვერ გადაგცემენ (მაინც თანამედროვე მწერალია და უფრთხიან), ამ ნაკითხი საზოგადოების წრეში ვერასოდეს შეხვალ.

დაახლოებით, ასეთი სიტუაცია იქმნება, როცა ვამბობ, რომ არ მომწონს კონსტანტინე გამსახურდია. პირველი რეაქცია, ბუნებრივია, არის ის, რომ კოწია გენიალურია, რომ არაჩვეულებრივად წერს, რომ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და მწერალია (ვერასოდეს ვიტანდი ტრაფარეტულ გამონათქვამებს და აზროვნებას), ხოლო შემდეგ, დაწყნარებულ გულზე, კონცერტები იწყება.

კონცერტების მოკლე შინაარსი ის არის, რომ მე უვიცი ვარ, ორი წიგნი მაქვს წაკითხული (მეტზე პრეტენზია არც მაქვს, სხვათაშორის), ნეტა რა ოჯახში გავიზარდე (ვერ ვხვდები, ადამიანის აზროვნებასთან რა შუაშია, მაგრამ ეს იაფფასიანი სვლა, მეტ-ნაკლებად ხვდება მიზანში), ეტყობა, პატრონი რომ არ მყოლია, რომ უზრდელი ვარ (კორიფეების პატივისცემა არ ვიცი) და ა.შ. და ა.შ.

თუმცა, კოწიას "დიდოსტატის მარჯვენა" ყველაზე მეტად მომწონს იმათ შორის, რაც კი ოდესმე დაუწერია ("დავით აღმაშენებლის" გარდა, ყველაფერი მაქვს წაკითხული. ამ რომანზე ნერვი არ მეყო და, ძალიან გთხოვთ, დაძალებებს არ ვართ). შეიძლება, ასაკის ბრალი იყო (16 წლისამ, აბიტურიენტობის დროს, უფრო კახა ლომაიას შიშით (დიახ, ასეთი დრო გვქონდა, როცა განათლების სისტემას თავისი სახე ჰქონდა) ვიდრე კოწიას სიყვარულით გადავამღერე), მაგრამ ნამდვილად მომწონდა.

ასევე: გიორგი პირველის ბოლო სიტყვა მომწონს იქ, მაგრამ ვცოფდები, რადგან კოწიას პირად ცხოვრებაში, როგორც ვიცი, მანდ ნახსენები ბევრი პუნქტი აქვს გაკეთებული და მძულს ყველა ის ადამიანი, ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს.

ჰოდა, ის მინდოდა მეთქვა, რომ მიუხედავად კონსტანტინე გამსახურდიასადმი ჩემი ყინულივით ცივი დამოკიდებულებისა, დღეს "კვირის პალიტრასთან" ერთად, ჩვენ რომ ვიცით იმ 50 სექტანტური წიგნის ფარგლებში, მისი "დიდოსტატის მარჯვენა" გამოვიდა. როგორც ვიცი, ეს წიგნი ბევრს არ აქვს ოჯახში, ასე რომ, შეესიეთ - სხვა თუ არაფერი, აბიტურიენტობის დროს ან თქვენ, ანდა თქვენს შთამომავლობას გამოადგება.

22 comments:

tamara said...

კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იმ მწერლების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ბიოგრაფიაში არსებულ საკმაოდ უსიამოვნო ეპიზოდებს გენიალურობის ხათრით პატიობენ :)მის ეპოქაში რომ მეცხოვრა, ეგ პიროვნება ჩემს პატივისცემას ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა...
მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" ნამდვილად მომწონს, "მთვარის მოტაცება" კიდევ უფრო, ხოლო "დავით აღმაშენებელი" უფრო მეტად!
აი, "დიონისოს ღიმილი" გაჭირვებით ჩავათავე ბოლომდე და სურვილიც არ მაქვს, მივუბრუნდე. ნოველებიდან ზოგიერთი მომწონს, ზოგიერთი – არა...
ნუ, საბოლოო ჯამში, მომწონს :)

mecmikvarkhar said...

კონსტანტინე მთლიანობაში არა, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" ძალიან მიყვარს. სხვა მისი წიგნები ძალით მაქვს წაკითხული და არც ერთი არ მომწონს. გენიალურობა ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, მეც ხშირად მიკამათია ამ თემაზე. :)

Rode said...

თამარ, შენი სექტანტობა დამეკურთა თავსა ზედა! :*

ეხა უნდა გაცინო: ომგ, რომ ვიხსენებ, დავით აღმაშენებელი, სულ თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული, თან მგონი 12 წლის ვიყავი :დ რა მინდოდა, ან რატომ ხელიდან არ გამომგლიჯა არავინ...:(

tamara said...

გადამრევთ მე თქვენ!:/ რა სჭირს ასეთი "დავით აღმაშენებელს"?? :/

მეანდერძე said...

1.კაცია და გუნებაო ბევრი იტყვის, მაგრამ გემოვნებაზე კამათი ყოველთვის ღირს... ისე კარგი იქნებოდა გეცადა მაინც აგეხსნა, რატომ არ იმსახურებს "კოწიას" შემოქმედება შენს პატივისცემას...
2.არც მე არ ვგიჟდები პირადად ამ მწერალზე, მითუმეტეს ვერ ვხვდები საერთოდ რატომ ისწავლება სკოლაში, უფრო სწორად არ ისწავლება ხოლო გამოცდებზე თითქმის მთლიანად შედის პროგრამაში...
3.საერთოდ, არასაპროგრამო წიგნია ეს დიდოსტატის მარჯვენა ჩემი აზრით და გამორჩეული წერის სტილის უსუსური მიზეზით საერთოდ არ უნდა იწსავლებოდეს სკოლაში (ან სხვა რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს...

ვაიმე რამდენი ვწერე :D:D:D

vasasi said...

მეანდერძე:

1. პოსტში წერია, რომ ორმაგი სტანდარტების მქონე ადამიანებს ვერ ვიტან. კონსტანტინე რასაც თავის ნაწარმოებებში ქადაგებდა და რასაც გმობდა, ცხოვრებაში პირიქით აკეთებდა. ამიტომ ვერ ვიტან. მეტიც: მძულს, იმიტომ, რომ თუნდაც 30-იანებში არ აქვს კოლეგებისთვის კარგი საქმეები გაკეთებული (როგორც ამბობენ და მე მჯერა ამის).

გურამი said...

"წიგნით ხელში მომიკაკუნებს ხოლმე ჩემი ბიჭი ორშაბათის ან სამშაბათის დილას"

ვინ ბიჭი? :სპყ:

ბაჩო said...

აქ მე და კაწიე დავწერთ რომ ჩვენც არ გვიყვარს კოწიას ნაწერი და სექტანტები ვხდებით სამივე :)

vasasi said...

გურამ: ვინ ბიჭი და ის ბიჭი, ვისაც წიგნები მოაქვს ხოლმე ჩემთვის... :პ :))

ბაჩო, მაინც სექტანტები ვართ.. :))

Anonymous said...

gemovnebaze ar daoben... pirvelad rom wavikitxe es romani mec ar momewona, magram wels,abiturientobisas,wakitxvis shemdeg sul sxva tvalit shevxede da chem ert-ert usayvarles nawarmoebad iqca

Agasfer said...

ოოო ვასასი, ჩემი სათქმელი თქვი. კონსტანტინე გამსახურდია ის იშვიათი ფარისეველია, რომელიც თავისი ფარისველობის გამო იმსახურებს დაფასებას. თვალებს ნუ დაიბრმავებთ და რეალობას შეხედე. გაიხსენეთ ( და თუ არ იცით, წაიკითხეთ) მაშინ, როცა ქართული ინტელიგენცია გაწყვიტეს ( 37 წლის მიდამოებში) და მწერალთა კავშირშის პრეზიდიუმის სხდომებზე ერთმანეთის ტყავს გლეჯდნენ, კოსტია ცალკე სკამზე, მეფესავით იჯდა. ეს უმნიშვნელო დეტალი ბევრ რაღაცაზე მეტყველებს.
ნუ, რამდენი რაღაცის თქმა და გახსენება შეიძლება, საჭიროება თუ დადგება..
მისი შემოქმედებაც დიდი არაფერი. თუ მაინც და მაინც ვენები უნდა ვიხსნათ, ჯავახიშვილი გვყავს მაგისთვის.

მეანდერძე said...

კომპარტიას იმ დროს ბევრი უძღვნიდა "სიმფონიებს", მათ შორის გიორგი ლეონიძე, მაგრამ არავის უთქვამს, რომ თუნდაც მისი ნატვრის ხე არაფრად ღირს...
იგივე შეიძლება ითქვას გალაკტიონზე, მაგრამ არც იმას ამბობს ვინმე, რომ პოეზიის მეფეს დაუმსახურებლად მიანიჭეს ეს ტიტული...
ასე რომ ნაწარმოების ღირებულება მხოლოდ ავტორის კონკრეტული ქცევით არ განისაზღვრება ჩემო კარგებო

vasasi said...

მეანდერძე: მე მაქვს სკუთარი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება ისევე, როგორც შენ.

კი, კომპარტიას კიდევ ბევრი უძვრებოდა (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), მაგრამ ჩემს თვალში გამსახურდია ყველაზე ამაზრზენი იყო.

პ.ს. ალბათ, ჩემი ნაკლია, რომ სხვას არ ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებებს. დანარჩენი, შესაძლო გამოხმაურებებზე, პოსტში წერია.

Zurriuss.Ge said...

აიიი, როგორ არ მიყვარს ეს საზეპიროებზე მნძრეველი ხალხი. ამონიშნული რომ აქვთ აღმგზნები ფრაზები და ყველას რომ ტენიან!!!
წაიკითხე და ისიამოვნე, რააააა :პ

მეანდერძე said...

არც არავინ გეწინააღმდეგება მაგ აზრში ვასას, მეც ეგ მეწერა თუ არ ვცდები რომ ნამეტანი გაფეტიშებული ყავთ და ჩემი აზრით საპროგრამო მასალაც არ უნდა იყოს მეთქი სკოლაში - ასე რომ მცდარი შეხედულება შეგექმნა თუ გგონია რომ რამეში გეწინააღმდეგები...

ბაჩო said...

სხვათაშორის ის "მეხოტბეები" რომლებიც "უძვრებოდნენ" კომპარტიას, მაინც დაიჭირეს და არ დაიჭირეს მათზე ამბების მიმტანები :)
მარტო ის ფაქტი რომ ბერიას უყვარდა კოწია, არ ნიშნავს არაფერს. ბერიას მიხეილ ჯავახიშვილიც უყვარდა (მეზობელი იყო მისი), მაგრამ "სამშობლოს გამო" მოუსავლეთში გაუყენა სწორედ კოსტანტინეს დასმენით. ხალხში მოარული ხმები უტყუარია ხოლმე (ნუ მაშინდელ ხალხში ასე იყო, ეხლა ყველაფერზე ჭორაობენ).

Agasfer said...

ბაჩო, ბერიას ჯავახიშვილი მოსწონდა, მაგრამ სძულდა.

ბაჩო said...

ჯავახიშვილის ეშინოდა ძმის გულო :)
"თეთრი საყელო" დაუწერა არ დაგავიწყდეს ;)

Anonymous said...

ვისაც მოგვწონს გაგვატარეთ.

gijmaj said...

აი მეორე უკიდურესობაც. კოწიას თაყვანისმცემლები ერთ ალაგას მიდიან და აგინებენ მათ, ვისაც ის არ ევასებათ, ანტიკოწიასტებმაც აქ იპოვეს მყუდრო თავშესაფარი :)))))) როდესაც რაღაცას იწუნებ, კონკრეტული არგუმენტები უნდა გქონდეს. რა არ მოგწონთ? კ.გ.-ს უკიდეგანოდ მხატვრული ენა და განვიტAრებული ლექსიკა აქვს. სცენებისა და ეპოქის არაჩვეულებრივი მხატვარია. მაგრამ, მეორე მხრივ, ისტორიის თავისებური ინტერპრეტაციის გამო ხშირად არასწორ წარმოდგენებს ქმნის კონკრეტული პირის, ან მოვლენის შესახებ. პირადად ჩემტვის ის ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია, რასაც წერალი ამკვიდრებს, ვიდრე ნაწარმოების მხატვრული ღირებულება. ამიტომ არ მომწონს არც კონსტანტინე გამსახურდია, არც ნოდარ დუმბაძე.

DvaliSH said...

ise chemtvis misi piradi cxovreba saertod ganyenebuladaa misi shemoqmedebisagan. tu sicocxleshi cudad moiqca, es ar mishnavs rom misi nawarmoebebi ar varga.es saertod sxva temaa

რუსო said...

დიონისოს ღიმილი, ჩემი აზრით ყველაზე ღირებული ნაწარმოები კოწიას შემოქმედებაში, ამით შემოვიდა ევროპული ბულვარული რომანი ქართულ ლიტერატურაში. დილეტანტი ვარ ფილოლოგიაში, იურისტი ვარ მე, მაგრამ ასე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები კიდეც

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger