Friday, July 8, 2011

გლეხი კაცითვინ ევროკავშირიც არალი


რას იფიქრებდა საქართველოს რომელიღაცა რეგიონის რომელიღაც სოფელში მცხოვრები გლეხი, რომ უკიდურეს გაჭირვების ჟამს, ნალოლიავები და ნაფერები მარჩენალი ძროხის დაკვლისა და გაყიდვის გადაწყვეტილების მიღებაზე მეტად, მისი აღსრულება  აუჭირდებოდა. ორმაგად გაკვირვებული კი მაშინ დარჩებოდა, როცა გაიგებდა, რომ პირუტყვის მხოლოდ ორ სასაკლაოზე დაკვლის გადაწყვეტილება არა მთავრობის (როგორც აქამდე ეგონა), არამედ, ევროკავშირის ბრალი ყოფილა.

გლეხების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხორცის 80%-ით გაძვირებაში ევროპა იყო ჩართული. ეს ამბავი კი საიდუმლოდ დარჩებოდა, ვიცეპრემიერს რომ არ მოეფინა ნათელი. თურმე, ევროკავშირს მთავრობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასაკლაოების გაკეთება დაუძალებია და თან სასწრაფოდ!. ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს, საერთაშორისო სტანადრტები ევროინტეგრაციისათვის უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა და ასე გაკეთდა
თელეთისა და ნატახტარის სასაკლაოები, დაძალების გამო გაბრაზებულმა ვიცე- პრემიერმა ევროკავშირის ექსპერტებს ასეთი საკითხებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენისკენაც კი მოუწოდა.

მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყაროს შესაძლებლობები და, ამ ინფორმაციამ ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის პროგრამების მენეჯერ ხუან ეშანოვემდე ჩააღწია. თურმე, ნუ იტყვით, ევროკავშირს სულაც არ მოუთხოვია მთავრობისათვის, ახლავე დაეწესებინა ხორცის სასაკლაოზე დაკვლა.

- ჩვენ ხორცის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, ბატონო და სასაკლაოები მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯია, მანამდე საქონლის ვაქციანაციზაცია, კერძო ვეტერინარების აკრედიტაცია და კიდევ მრავალი სხვა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომლებშიც საქართველო სულაც არ არის  სასაკლაოების მსგავსად ოპერატიულიო, - ამბობს გულდაწყვეტილი ეშანოვე.

უცნაურია, რომ რეკომენდაციის გაცემისას, ევროკავშირში ვერ გაითვალისწინეს ქართველების ზედმეტად მონდომებულობა, საქმეს ისე რომ ეშურებიან, წესიერად არც ისმენენ რას ავალებენ, მაგრამ ჭიანჭველებივით ფაციფუცობენ და ცდილობენ, ყველაფერი სწრაფად, იაფად და ხარისხიანად მოასწრონ (როგორ გამოსდით, ეს სხვა საქმეა).

საქართველოში, ევროსტანდარტების შესაბამისი მხოლოდ ორი: თელეთისა და ნატახტარის სასაკლაოები არსებობს და საქონლის აქ დაკვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ გამყიდველი ხორცის რეალიზაციას თბილისში აპირებს. ისე, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე რომ ვსაუბრობთ, წესით, უსაფრთხო საკვების მიღების უფლებას საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრები ადამიანებიც ფლობენ. სავარაუდოა, რომ მთავრობისათვის,

ფინანსურ მდგომარეობაზე მზრუნველმა ხელისუფლებამ, რეგიონებისათვის ეს აუცილებლობა გაურკვეველი ვადით გადადო და არანაირ მონოპოლიზაციას ადგილი არ აქვს, თუმცა ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემყურე რიგით მოკვდავებს უფრო და უფრო უმტკიცდებათ ეჭვი, რომ გლეხი კაცითვინ არავინ არალი.

P.S. ... გასული წლის შემოდგომაზე, როცა ხორცი რამდენიმე ლარით გაძვირდა, ცენტრალურმა ტელევიზიებმა სასწრაფოდ გააკეთეს ნიუსი, რომ ძროხის ხორცზე ფასი დავარდა. არადა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ძროხისა და ღორის ხორცზე ფასები ხომ, ზემოთ-ქვემოთ, სეზონურად იწევს?!

5 comments:

ბაჩო said...

მამიდაააა, პირველი რომ ვარ მაპატიე!!!
ბიძინა ივანაშვილს მასე ქონდა ჩაფიქრებული და მესამე სასაკლაო რომ არ მისცეს მაგიტომ საზღვარგარეთ გაიქცაო ამბობენ :)
ადრე, წინა მთავრობაშიც რომ გაითვალისწინეს ეგ ევრორაცხა, ვენახები აჩეხეს და ეხლა გვაქვს საზამთრო–საფერავი, ოცხანური საზამთრო და მისთანები :))
შენ არ იდარდო, ვინმე მოვა აზრზე და იქნება გვეშველოს :)

Anonymous said...

რატომ არ უნდა მიყვარდეს შენნაირები?
კარგი ადამიანი ხარ – ნება მომეცი შენობით მოგმართო.
"ოფიციალური" ბლოგების კითხვისას გულის რევის შეგრძება მაქვს ხოლმე.
აქ, ამოვისუნთქე... ვგრძნობ კარგი გაგძელება იქნება.
მოკლედ როგორც ერთი ტელეჟურნალისტი იტყოდა ხოლმე ოდნავ დაგვიანებით – გამარჯობა!

დისიდენტი

გურამი said...

ოღონდ ქვეყანა იყოს კარგად და ჩვენი დედაც &^%&^ - ვასიკო ოდიშვილი.

vasasi said...

დიდი მადლობა, დისიდენტო.. :)

Anonymous said...

გაიხარე.

აი კომენტარებს რაც შეეხება, ტყვლეპა არ გამომივა, გაკეთება შეიძლება გავრისკო.
ფეხებს არ გავიწმინდავ კარებთან და კვალსაც დავტოვებ. სულ ეგ იქნება რა..

დისიდენტი

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger