Sunday, July 10, 2011

ეკლესია VS სახელმწიფო

ყველაზე მეტად რეიტინგული და, ამავდროულად, არაფრისმთქმელი რელიგიასა და სხვადასხვა სახის უმცირესობაზე დისკუსიაა, მაგრამ ორიოდე სიტყვით, ნება მომეცით, წყალი მეც ვნაყო.
ზოგადად, როცა ადამიანი კონკრეტული რელიგიის ან რელიგიური განშტოების მიმდევარია და სწამს, მისი გადაბირება საკმაოდ ძნელია. ათეისტებისათვის სულ ერთია, რა სტატუსი მიენიჭებათ სხვადასხვა რელიგიებს. აქვე ვფიქრობ, რომ ერთიანი ეროვნულ-რელიგიური პანიკის საფუძველი, სსიპ-ს მინიჭება სულაც არ არის.

რა თქმა უნდა, სომხებს არ ვამართლებ ბევრი რამის გამო, მაგრამ გინახავთ ტაძრები, რომლებსაც მათი პატრიარქი ითხოვდა? ეს ექვსი ტაძარია, ერთი ახალციხეში, ხუთიც თბილისში. ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიაზეა და შეგიძლიათ, ნახოთ. მათმა შემხედვარემ, თავიდან ბოლომდე გავიაზრე, რატომ ჰკიდიათ თურქებს ერთ ადგილზე ჩვენი ხანძთა, ბანა თუ ოშკი.


ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პროცესებში მძიმე რაღაცები დავინახე როგორც ეკლესიისა და მრევლის, ასევე, ხელისუფლების მხრიდან. გადაფარვა მე მონტაჟის დროს გამიგია, როცა სინქრონს შუაზე ჭრი და არ გინდა, კადრში წახტომი იყოს. ეს მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ ერთი რეზონანსული თემის მეორეთი გადაფარვა ერთხელ, ორჯერ და, მესამედ უკვე ცხადად ჩანს.

რაც შეეხება მეორე მხარეს, ძალიან, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი ისტერიკას ჰგავს. არავის ეპარება ეჭვი მის ძალაში და თუ ეს ძალა გამოყენებული იქნა, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ ეს ქვეყანა არსებობის ღირსი არ არის!.

და, საერთოდ, რა დროს ამ რაღაცებზე დავაა, როცა, უკან, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით?!

7 comments:

lasharela said...

შენა და შეკითხვა რა იყო რესპონდენტებთან? :))

მოვუ@#ნათ სომხებს კეთილები თუ ვიმეგობროთო? :))

Andy said...

ლესელიძეზე იმ გაუბედურებული სომხურ ეკლესიას რატო არ გადაცემენ ისე ? მერე თურქებზე იტყვიან რამეს.

ეს გადაფარვის სისტემა უკვე კაი ხანია აშკარა გახდა , ძაან ტ@#$შ ვართ , ზუსტად უკან მივდივართ წითლებისკენ :(

vasasi said...

lasharela: მიდი რა... :)

გურამი said...

სიუჟეტი დიდებულია. მინუსი: ცოტა კიდევ უფრო ნელა ილაპარაკე, ვას.

რეზონანსული მოვლენების გადაფარვაზე გამახსენდა პირამიდული თაღლითობა (მემგონი ასე ქვია): ერთ ვალს მეორეთი ფარავ, მეორეს მესამეთი და საბოლოოდ იჭედები.

პ.ს. საბჭოთა კავშირში გორის ცენტრში 12 ჩონჩხს მაინც დადგავენ?

gia mariamidze said...

''რა თქმა უნდა, სომხებს არ ვამართლებ ბევრი რამის გამო,''

ნეტავ ეს ფრაზა რას უნდა ნიშნავდეს ჰაა?

vasasi said...

@gia mariamidze: ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ "ავი ძაღლი არც თვითონ ჭამდა, არც სხვას აჭმევდაო", ასე მოგვდის ზუსტად. იმ ეკლესიებს, რომლებზეც საუბარია, ერთი შეხედვითვე ეტყობა, რომ სომხურია. კარგი, გადაცემით ნუ გადასცემ, მაგრამ მოუარე მაინც. ყველა მათგანი თითქმის მოუვლელობით არის განადგურებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ტაძრები ძველი თბილისური არქიტექტურის ნიმუშია. ისინი არ არის არც სომხური არც ქართული არქიტექტურა. თბილისურია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება სომხეთში ქართულ ძეგლებს, ისინი არ არიან მძიმე მდგომარეობაში.

gia mariamidze said...

გასაგებია :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger