Thursday, July 14, 2011

მოდი, ერთად გადავფაროთ ინტრიგა და სკანდალი


მიუხედავად იმისა, რომ კლასობრივი დაყოფა და წარმომავლობის მხრივ ადამიანების დიფერენცია რამდენიმე ათეული (ასე განსაჯეთ, ასეულიც კი) წელია აღარ არსებობს და პატარძლის პატიოსნების დასამტკიცებლად ზეწრის გამოფენის ტრადიციაც მოკვდა (მოტივით: მთავარი გული და ადამიანობაა), ძნელია, იყო დედოფალი.

დედოფლობა, განსაკუთრებით, ინგლისშია ძნელი. თუ მდაბიო ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით, პერო არასოდეს მოგიხმარია და ეტიკეტთანაც, მეტ-ნაკლებად, მწყრალად ხარ, მდგომარეობა რამდენადმე რთულდება.

ძნელია, როდესაც შენს ქორწილსა და წინასაქორწინო სამზადისს მთელი მსოფლიო შესცქერის, ძნელია, როცა შენი გამოსახულების მქონე ტორტებით მდიდრდებიან (სადღაც მშვიდად გრძნობ თავს: ვაჭრებიც მდაბიოები არიან), ძნელია, როცა გიმოწმებენ ყველაფერს: დგომის მანერიდან დაწყებული, კვების მენიუთი დამთავრებული; გივარდებიან იქ, სადაც მეფენი თავისი ფეხით დაბრძანდებოდნენ და მსოფლიო გონთან გასაუბრების პროცესში ხელიდან გტაცებენ ორსულობის ტესტს.

ძნელია, ქორწინებიდან მეორე დღეს ოთახიდან შიშით ვერ გამოდიოდე, ვაითუ ვინმემ ბავშვს დაუწყოს ძებნაო (არა, საქართველოში ასეთებიც კი არ გვიკვირს), ისიც ძნელია, როცა ცხრა მილიარდი დედამიწელი თვალებში შემოგციცინებს, ე, ბიჭო,ჰა და იქნება გვეშველაო, თუმცა შენორსულობის უარყოფითი ტესტი გაქვს მათთვის. ძნელია, ხელოვნური განაყოფიერების კლინიკას მიმართო და უფრო ძნელია, მთელი დედამიწა ცინიკური ქირქილით გაცილებდეს კარამდე.

და მერე რატომ უნდა უკვირდეს მსოფლიოს, ნერვიულობისაგან ბულემია ან ანორექსია რომ დაგემართოს..

ძნელია იყო დიდი ქვეყნის პრეზიდენტი (ნეტა ბიძია თომა წამოახედა) - შენს ნებაზე ჰამბუერგერს ვერ შეჭამ და გოლფს ვერ ითამაშებ. შენი შვილებისათვის წიგნიც ვერ დაგიწერია, მაშინვე ბეჭდავენ და მაღაზიებში გამოჩენისთანავე იტაცებენ. ბავშვობისა და ოჯახური ისტორიების მთელი მსოფლიოს მიერ ქექვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ..
ძნელია დიდი ქვეყნის პრეზიდენტის ცოლობაც: ქმრის სახლიდან მარტო გასვლისთანავე ოჯახში კონფლიქტის შესახებ რომ ირხევა ხმა და მსოფლიოს შიშით ისიც ვერ აღგინიშნავს (ისე, სასხვათაშორისოდ), რომ შენ ქმრის გვერდით ყოფნის უფლება მარტო ოფიციალურ შეხვედრებსა და მედიის წინაშე კი არა, დახურულ კარს მიღმა - ერთი-ერთზეც გაქვს.  

ეჰ, რამდენი რამე ყოფილა ძნელი..

დიდი ქვეყნების პრეზიდენტობა, დიდი ქვეყნის პრეზიდენტის ცოლობა თუ დედოფლობა კი არა, აგერ, პატარა ქვეყნის მინისტრობაც კი ისეთი ძნელია, შენს გემოზე ავად ვერ გამხდარხარ, ადამიანი.

P.S. რა შუაშია და, მედიაში ფოტოგრაფების დაპატიმრებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, პრინცების და პრინცესების რეპროდუქციული პრობლემებითა და ამერიკის პრეზიდენტის მძიმე ბავშვობით, ეკლესიებისა და სსიპ-ების თემა ისე ლЬამაზად გადაიფარა, თითქოს არაფერი მომხდარა.

5 comments:

Anonymous said...

შე სექტანტო

vasasi said...

მირიან, კომენტარზე გიცანი!.. :Irackha:

:)))

Anonymous said...

შე სექტანტო

vasasi said...

შე აირაცხიანო!

Zurriuss.Ge said...

ვეთანხმები შენს პათოსს და აჰა მისი გაგრძელება :დდ

http://www.facebook.com/video/video.php?v=249847098361642&oid=109281132423495&comments

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger