Friday, July 15, 2011

C ჰეპატიტოფობია

მახსოვს, ადრე დაწერილი მაქვს, რომ ც ჰეპატიტის ძალიან მეშინია.

არა, მარტო ც ჰეპატიტის არა, ყველაფრის,  რაც სისხლით დაავადებასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, არ შემიძლია, ვინმეს სისხლი გადავუსხა, რადგან არ მაქვს გარანტია, რომ ქველმოქმედებით შეპყრობილი, ჯანმრთელი გამოვალ საავადმყოფოდან.

ც ჰეპატიტისა და ა.შ. შიშით ვერც მანიკურშასთან დავდივარ (ამას წინათ კი გავრისკე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ანალიზი ხომ არ ჩამებარებინა პროფილაქტიკის მიზნით).

ისე, ერთი შეხედვით, ც ჰეპატიტი უწყინარი სახელის მქონე, უვნებელი დაავადების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ის გაუკურნებელია. მართალია, დროული ყურადღების მიქცევის შემთხვევაში სავალალო შედეგებს არ იწვევს, მაგრამ საშინელებაა მთელი ცხოვრება ინსტრუქციებში, აკრძალვებსა და ჩარჩოში ცხოვრება ისევე, როგორც დიაბეტით დაავადების შემთხვევაში.

რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთი ფორუმელი სწორედ ც ჰეპატიტმა იმსხვერპლა. თითქოს არაფერი, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ეს დაავადება უცებ აღმოაჩნდა და, სამწუხაროდ, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა.

აქვე, საავადმყოფოების უყურადღებობაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება (ეს რომ დედაჩემმა წაიკითხოს, აუცილებლად ექიმების მხარეს დადგება, თან მყარი არგუმენტებით). ცოტა ხნის წინ, ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა, გადაწყვიტა, კეთილი საქმე გაეკეთებინა და ვიღაცისთვის სისხლი გადაესხა. როგორც ასეთ დროს ხდება, შესამოწმებელ ანალიზებზე წაიყვანეს, პასუხების შემდეგ კი, საღ-სალამათ ადამიანს გამოუცხადეს, რომ ც ჰეპატიტი სჭირდა. რამდენიმე სხვა საავადმყოფოში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ჩემს ნაცნობს ყველაფერი რიგზე ჰქონდა და მერე გამოჩნდა, რომ ბედოვლათებს სინჯარები შეშლოდათ. წესით, კი არიან საჩივლელები თუნდაც მორალური ზიანის გამო, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ უყურადღებოდ იქცევიან.

ჰოდა, ვერ ვენდობი ექიმებს. ჰეპატიტებისა და შიდსის შიშით კი, გული მისკდება, ოდესმე ოპერაცია, ან სისხლის გადასხმა არ დამჭირდეს.

28 ივლისს ც ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

8 comments:

ბაჩო said...

ანალიზის ასაღებად (მანიკურშას მერე) ისევ ნემსი არ უნდა გიჩხვლიტონ? ჰოდა მერე ანალიზის შემდგომი დაგჭირდება, მერე იმის შემდგომი და ასე უსასრულოდ. რამ წაგიყვანა მანიკურშასთან :)))))) ლოლ, მაგარი ისტორია გამოვიდა

vasasi said...

რა ვიცი, ადრე მივედი სამსახურში და რა უნდა მეკეთებინა სანამ სხვები მოვიდოდნენ? გადავირბინე სალონში.. :)

ისე, ეგ საჩხვლეტი ნემსები ერთჯერადია და არ მეშინია მაგის.. :))

გურამი said...

ფუუ.. მე კიდე გული გამისკდა კაცო. :(

vasasi said...

რამ შეგაშინა, კი მაგრამ? :)

kalatozishvili said...

მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდი :) მეც დავწერე ჰეპატიტებზე, მართალია ოდნავ პათეტიკურად, მაგრამ ინფიცირებულტა პრობლემას მეც შევეხე. მადლობა თამ, რომ ფიქრობ ამაზე :)

მეანდერძე said...

ქართველებს საწაული ექიმები გვყავს - ყურს მოგადებენ ერთხელ და 10 წამალს ერთად გამოგიწერენ :D:D:D

Zurriuss.Ge said...

დავწერ მეც სამაგისოდ პოსტებს. რამე აქცია იგეგმება ისე?

vasasi said...

არ ვიცი, ზურა.. გიორგი კალატოზიშვილს ჰკითხე აბა.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger