Saturday, July 23, 2011

R.I.P. Amy Winehouse

ახლა ვნახე, BBC-მ დადო ნიუსი, ემი ვაინჰაუსის გარდაცვალების შესახებ. ლონდონში, საკუთარ სახლში იპოვა პოლიციამ ორი საათის წინ, თუმცა სასწრაფოს ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

სავარაუდო მიზეზი ნათელია.

ალბათ, ძალიან ბევრ თქვენგანს კარგად ეცოდინება ეს ეპატაჟური, გადარეული, ლოთი, შარიანი მაგრამ ძალიან საინტერესო მომღერალი.

 ბლოგის აქტიურმა მკითხველმა იცის, რომ მე დიდად არ ვარ თანამედროვე მუსიკის და მომღერლების მოყვარული. მახსოვს, ჩემმა მეგობარმა მარიტამ, რამდენიმე სიმღერა რომ ძალით მომასმენინა "ალმა მატერის" ბიბლიოთეკაში.

მათ შორის ემის სიმღერებიც იყო.

საწყენია, როცა ახალგაზრდა ადამიანები კვდებიან. ორმაგად საწყენია, თუ ისინი ნიჭიერები არიან და დანაშაულია, როცა ისინი თავს იკლავენ.

მე მომწონდა ეს გოგო იმიტომ, რომ განსხვავებული იყო რაღაცნაირად მასისგან. ავადმყოფურად მღეროდა და ეს მომწონდა.

რა სამწუხაროა, რომ მისი რამდენიმე კარგი სიმღერა ამის მერე ისე უნდა მოვისმინო, რომ თან სიბრალულის გრძნობა გამდევდეს. უფრო სწორად, სინანულის.

სამწუხაროა.

7 comments:

Rode said...

გაოგნებული ვარ და შოკში...

makine said...

აუ, მაგრად მეწყინა :(((
მე მომწონს მისი სიმღერები...
და რა ცუდია რომ ჩემხელა ადამიანი
უკვე ცოცხალი აღარ არის... :/
დავიშოკე..

მოლი ბლუმი said...

მე არ ვიცნობდი :(

დღეს პირველად ახსენეს ჩემთან და ვინ არის მეთქი, ვიკითხე.

მერე, როდესთან ბექ თუ ბლექ იდო და ჩავრთე.

ახლა მეექვსედ თუ მეშვიდედ ვუსმენ.

ახალგაზრდა გოგოს სიკვდილი საშინელებაა :( ვინც არ უნდა იყოს :( ეს კიდევ თურმე რა კარგად მღეროდა :(

R.I.P.

Олег Гаврилин said...

У ВАС ХОРОШИЙ БЛОГ!!!

ДОБРО ПОЖАЛОВАТЬ НА ПРОСМОТР МОИХ БЛОГОВ!!!

Блог Олега Гаврилина

ПЛАНЕТА-СПОРТ

Кубок Гагарина

МОИ ФОТОГРАФИИ

ВЕТЕРАНЫ ВОЙНЫ

С УВАЖЕНИЕМ,ОЛЕГ ГАВРИЛИН!!!

ბაჩო said...

:( ცოდოა. მართლა კარგად წერდა
პ.ს. ბოლო პერიოდი ტელეფონზე ზარად მიყენია ემის ერთი სიმღერა. ალბათ დიდი ხანი მექნება უფრო ვიდრე ვგეგმავდი

Zurriuss.Ge said...

ერთი პოსტის იდეა მაწუხებს დიდი ხანია და დავდებ მალე - კაკ რაზ ეგეთებთან დაკავშირებით.

vasasi said...

დაწერე, ზურა.. საინტერესო იქნება.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger