Tuesday, July 5, 2011

სტინგი VS შერონ სტოუნი

ერთი-ორი წელი მაინც არის, რაც სტინგის საქართველოში ვიზიტზე საუბრობენ, მაგრამ ფანების ოცნება ოცნებად რჩებოდა.

ერთი-ორი წლის შემდეგ, სტინგი საქართველოს კი ეწვია, მაგრამ ფანების ოცნება ისევ ოცნებად დარჩა: კონცერტზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ელიტის, მთავრობისა და ქართული ინწილიგენციისათვის იყო გათვლილი. რიგითმა, თუნდაც თავგადამკვდარმა ფანებმა, სამწუხაროდ, კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილეს, სამაგიეროდ, მთავრობამ მოილხინა:



სინამდვილეში, კონცერტი სტინგის სულაც არ ყოფილა. ამის შესახებ თავიდანვე ყველამ იცოდა, მაგრამ ხალხი მაინც სტინგის კონცერტზე დასასწრებად წავიდა. უფრო დროის სიმცირის ბრალი მგონია (ეჭვი მეპარება, სტოუნის შემდეგ ჩემს ქათმისტვინიან კოლეგებს ჭკუა ესწავლათ) ის, რომ სამწუხაროდ, პირდაპირ ეთერში ვერ გავიგეთ, როგორ ჩარეცხა სტინგმა უნიტაზი, ან რამდენჯერ ამოიხვრინა. რადგან ბალი მოლეულია, ვერც ის გავიგეთ, საკუთარი ხელით გარეცხა თუ სასტუმროს მზარეულებს ენდო, სამაგიეროდ, იმედს ვიტოვებ, რომ კრის ბოტისთვის ჩვენი პირველი ლედის მიერ მირთმეული წითელი ხიზილალიდან რამდენიმე ბურთულა მაინც შეხვდა - ენერგიის წყარო და წარმატების საიდუმლო!.

დიახ, დიახ! როგორც ქართველმა ჟურნალისტებმა საიდუმლოდ გაგვიმხილეს, კრის ბოტის კარიერული აღმასვლა მას შემდეგ დაწყებულა, რაც შვიდი წლის წინ, დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის კურთხეული მიწისთვის დაუდგამს ფეხი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: მისი წარმატების საიდუმლო ჩვენი პირველი ლედის მიერ მირთმეული წითელი ხიზილალა ყოფილა, ხელმეორედ შეხვედრისას კი, ქალბატონმა სანდრამ, იმ დროის გასახსენებლად, როცა ბოტი ჩამოძონძილი დადიოდა, სალფეტკში გახვეული წითელი ხიზილალა გაუმეორა.

შერონ სტოუნსა და სტინგს შორის პირველის პარიკმახერსა და მეორის დირიჟორს შორის გავავლებდი პარალელს. ნიკა მემანიშვილის პროფესიონალიზმში მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა მოგინდეს პირდაპირ ეთერში მუსიკოსებთან შეხვედრის ყველა დეტალის გახსენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეიფორიაში ხარ და ზედმეტად ფამილარული ხარ (ფამილარულობა როდის არ არის ზედმეტი ნეტა?!).

ახლა, თურმე, 2 აგვისტოს ენრიკე იგლესიასი ჩამოდის, მაგას მოჰყვება ლედი გაგა, მერე მადონა, მერე სტივ უანდერი, მერე რეი ჩარლზი (მართალია, რეი შვიდი წლის წინ მოკვდა, მაგრამ მაინც ჩამოიყვანენ).. მაგრამ კრის ბოტის კონცერტის შემხედვარეს, მირჩევნია, მაკარტნი საერთოდ არ ჩამოვიდეს, ვიდრე ბათუმში მის კონცერტს ერთ ადგილას პეროგაყრილი ხალხი დაესწროს ისე, მისი სახელი არ ჰქონდეს გაგებული და ნამდვილ თაყვანისმცემლებს კი მიახლოების საშუალება არ ჰქონდეთ.

P.S. ისე, როგორც ენდი გარსიას შემთხვევაში, სტინგის შემხედვარე კრის ბოტი დაიჩრდილა, თუმცა გარსიასაგან განსხვავებით, წითელი ხიზილალა მაინც შეხვდა.

8 comments:

tamara said...

რეი ჩარლზი თუ ჩამოჰყავთ, ბარემ ლენონი ჩამოიყვანონ:/
მაგრამ ვინ მოგვცა მაგის ბედი მე და შენ, ვასკა :/

vasasi said...

ეე, მაგათ კონცერტს იმ სამყაროში დავესწრებით, ძეტკა.. :D

David said...

არაინტელიგენცია a.k.a ჩვეულებრივი მომკვდავებიც იყვნენ ჩემი ინფორმაციით :)

Rode said...

აი, გუშინ ძილის წინ ეს სათაური მიტრიალებდა თავში და ფბ–ზე სტატუსად ვუპირებდი დაყენებას და აი!! მაგარი ხარ ვასასოოო :))
ლეძი გაგას ჩამოიყვანენ და ვაფშე, ამხელა თანხა სად ჯანდაბიდან უნდა გამოვთხაროთ...

გიო რგაშვილი said...

მადონა თუ ჩამოვა დედაჩემს პიანინოს გავუყიდი და იმ ფულით წავალ კონცერტზე :)))

Katiée.Ge said...

გიო,
არ ღირს დამიჯერე,
მთელი კონცერტი პეროიანების ლაპარაკის მოსმენა მოგიწევს, ტვ-ში ჯობია, პირდაპირ მიკროფონიდან მაინც მოდის ტვ-მდე ხმა, დარბაზში მოჩურჩულეთა ხმების გაუვლელად.

პ.ს. იმ ვიდეს ნახვა გამიხარდა, გილაურის იმედი ყოველთვის მქონდა :)))

Zurriuss.GE said...

კრის ბოტი მუდამ ჩემთანაა - ჩემს პლეილისტში. ასე იქნება სტინგიც. გამიმართლებს? ვნახავ ორივეს. ესეც ჩემი ფილოსოფია. ვიქნები მშვიდად და სირ ჟურნალისტებს ერთზე დავიკიდებ, პეროგაყრილებს - მეორეზე :)

პ.ს. ბლოგროლში ჩემს ბლოგს ვერ ვხედავ, თავხედო :)

vasasi said...

ზურა, გააჭყიტეთ თვალნი თქვენნი... :)))))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger