Wednesday, August 3, 2011

აკოცა, ა-კო-ცა!

წყარო: ჭეშმარიტების მღაღადებელი დემოკრატიის შუქურა ტ/კ "რუსთავი 2".
როგორც ჩემი მეზობელი თუ გარებიძაშვილი იტყოდა, ენრიკოს ჩამოსვლამ ბათუმური ცხოვრება ყირაზე დააყენა. გადაიკეტა ქუჩები, გაჩერდა ტრანსპორტი, ჩამოცხა და გაქრა აჭრისათვის დამახასიათებელი ნესტი და ა.შ. და ა.შ.


თუმცა, მთავარი ენრიკეს სცენაზე გამოსვლა და სიმღერა "hero" იყო, რომლის კლიპის დროსაც მან კურნიკოვა იშოვა, მერე დაშორდა და მას შემდეგ, აგერ უკვე მერამდენე წელია, ყველა კონცერტზე ერთნაირ პერფორმანსს დგამს მოტივით - იქნებ კარგი ოჯახის გოგო შეარჩიოს. 


ქართველთა შორის, 19 წლის თამუნა აღმოჩნდა ის ბედნიერი, რომელსაც ენრიკეს ზემოაღნიუშნული სიმღერა მიეძღვნა (ისე, ენრიკესი მიკვირს, რატომ არ ეშინია, პაროდონტოზის ან სხვა დაავადების აკიდების) და არამარტო მიეძღვნა. ენრიკემ ქართველ სტუდენტს აკოცა!! და არამარტო უბრალოდ აკოცა, არამედ, ტუჩებში აკოცა!!

- ნანახი შოკისმომგვრელი იყო, - აცხადებს ჟურნალისტი და ვერ ვხვდები, რატომ იყო შოკისმომგვრელი, ენრიკე ხომ ქართველი ქალის სილამაზეს არ გადაურევია (ოხრად ჰყავთ ლამაზი ქალები ესპანეთში), მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "კურიერს" 20 წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა 19 წლის თამუნას, მისი ბიოგრაფიისა და კოცნის ეპიზოდისათვის.

ახლა მოვლენები შემდეგნაირად განივთარდება: 19 წლის თამუნა ყველა ბულვარულ ჟურნალ-გაზეთს მოივლის, ყველა გადაცემაში მივა, ყველგან მოჰყვება ერთსა და იმავეს და ჩვენც გაღიმებულები და ბედნიერები მივაშტერდებით ეკრანებსა თუ ყვითელი ჟურნალების  ფურცლებს.

რადგან იმ ესპანელმა გათახსირებულმა, მა სექსუალურმა კაცმა ქართველ ქალს აკოცა, თავს ლაფი დაგვასხა და მთელი მსოფლიოს წინაშე თავი მოგვჭრა, რა გამოდის ახლა, მომავალ კვირას სენაკში ხუილო იგლესიასს, ენრიკეს დედას და თავჩახრილ ენრიკეს უნდა ველოდოთ შამპანურით და ბომბონერით ხელში?!

P.S. მაინც უნდა შემატენოთ და, ფოტოგრაფებისა არ იყოს, მეც ჩემით ვაღიარებ: ისე მშურს იმ გოგოსი, ერთი წელიწადი ღამე არ დამეძნება.

14 comments:

Zurriuss.Ge said...

...და რას იტყოდა ამაზე ზვიადი? :დ

მოლი ბლუმი said...

რა სამარცხვინოა :(

ერთი ტელევიზია რომ არ გექნება ხეირიანი :(

Katiée.Ge said...

TV LINKI MINDA, RODIS IYO SIUJETI??

ბაჩო said...

ვასას: ეგ თამუნა შეიძლება აღარც გათხოვდეს, ენრიკეს ველოდებიო :)))))

კაწიე: მთელი კურიერი ეგ გოგო და ენრიკე იყო. მგონი ისიც კი შეტენეს, რომ მთელი წელი რომანი ქონდათ და მალავდნენო :))))))))

indefinite said...

P.S. iko kargi "მაინც უნდა შემატენოთ და, ფოტოგრაფებისა არ იყოს, მეც ჩემით ვაღიარებ: ისე მშურს იმ გოგოსი, ერთი წელიწადი ღამე არ დამეძნება". :):)))

Anonymous said...

pirs agar daibans sacodavi:))) ggadavirie ra erti didi provinciaa es qveyana:(((((( kacma shou dadga amat ukve colad gaayoles:)))) qartuli televiziebi jurnalistebis saxelmzgvaneloshi unda sheiyvano, rogorc klasikuri nimushi tu rogori ar unda iyos jurnalistika!!!

ბუშკა said...

ეჭვი მაქვს ენრიკეს ყველაზე მეტად hero ეზიზღება საკუთარი რეპერტუარიდან :|

lobzhanidze said...

"ახლა მოვლენები შემდეგნაირად განივთარდება: 19 წლის თამუნა ყველა ბულვარულ ჟურნალ-გაზეთს მოივლის, ყველა გადაცემაში მივა, ყველგან მოჰყვება ერთსა და იმავეს და ჩვენც გაღიმებულები და ბედნიერები მივაშტერდებით ეკრანებსა თუ ყვითელი ჟურნალების ფურცლებს." - რა მარტივია საქართველოში ყველაფერი :)

Da-v-iD said...

:)საწყალი :) ახლა ასე გაიხსენებენ " ეს ის გოგოა ხო ენრიკემ რომ აკოცა? უი ხოო. არადა სცენაზე სულ სხვანაირი იყო. ხო აბაა!? რავიცი იმან კი აკოცა და.."

tamara said...

რას ამბობ, რას ამბობ, აბა... ლამის გული ამიჩუყდა ჟურნალისტის ფინალურ მონოლოგზე, წარმოვიდგინე ეს მშვენიერი გოგო როგორ დაბერდება და შვილიშვილებს მოუყვება ამ ამბებს:(:(

სოფი שרה Golden said...

არ დაძველდა ეს კოცნის ამბები, კაცო? ადრე ტოტო კუტუნიომაც ხო აკოცა ვიღაც ბათუმელ გოგოს? ძველი ამბავია, ჩვენი ენრიკე ვერაფერი კრეატიული ყოფილა :პ

DSOM said...

გამარჯობა. წავიკითხე თქვენი სტატიები და უნდა ვაღიარო, მომეწონა. თქვენც ღიად საუბრობთ და აკრიტიკებთ ქართველებს. სასიამოვნოა ასეთი ვებ-გვერდის არსებობა :))

რადგან ჩვენი ბლოგის მიზანიც დაახლოებით მსგავსია, ანუ ეძღვნება ქართველების ნაკლოვანებებზე საუბარს, გთავაზობთ ”დავამეობროთ საიტები”, თუ რა თქმა უნდა, თქვენც თანახმა იქნებით :))

Anonymous said...

xo daungria fsiqologia da gaanadgura gogo moralurad, agarc gatxodeba da sxva kaci magistvis ariarsebebs, mec ki mshurs im tamunasi magram chemi tavis ro vici mteli cxovreba gagimebuli davrchebodi :-D

vasasi said...

DSOM: გამარჯობა. ახლა ვნახე თქვწენი მოწერილი. მე არ ვარ წინააღდმეგი, რომ გავცვალოთ ლინკები. უბრალოდ, ერთი თხოვნა მექნება, კონტაქტში მაილი მაქვს მითითებული და, მირჩევნია, სხვადასხვა შემოთავაზებები იქ გამომიგზავნოთ ხოლმე.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger