Monday, August 8, 2011

ლუკა, მე და "დონ კიხოტი"

გიყვართ გოდერძი ჩოხელის შემოქმედება?
მე ძალიან.

სიმართლე რომ გითხრათ, 12-13 წლამდე მე ის მხოლოდ მწერალი მეგონა და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ერთ აღდგომა დღეს, ტელევიზორში მის ფილმს წავაწყდი.

ეს ხდება, დაახლოებით, 10 წლის წინ. გვქონდა საშინელი, დიდი ტელევიზორი, რომელიც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, უცნაურად აჩვენებდა (ხაზებითა და სპეცეფექტებით) და ის აღდგომა დღეც იშვიათი გამონაკლისი იყო.

მაშინ პირველად ვნახე გოდერძი ჩოხელის ფილმი და პირველად გავიგე, რომ ის რეჟისორიც ყოფილა. "ლუკას სახარებამ" ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ გარკვეული პერიოდი ემოციებიდან ვერ გამოვდიოდი.

ვერ ვიტყვი, ფილმის გავლენა იყო-მეთქი, მაგრამ წიგნის გმირების მომლოდინე ლუკას დონ კიხოტმა და სანჩო პანსამ მეტ-ნაკლებად დამაინტერესა. სწორედ ამ პერიოდში წავიკითხე ამ ნაწარმოების პირველი ნაწილი და, სიმართლე გითხრათ, მეორეს მიყოლება არც გამივლია გულში.

ბავშვობაში ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩებოდი, რადგან გადმოცემის მიხედვით ზღაპარივით წიგნები ("ოდისეა", "გულივერის მოგზაურობა", შექსპირის პიესები და ა.შ.), კითხვის პროცესში სულაც არ იყო საბავშვო. არც საინტერესო. სწორედ ამ განწყობით ვარ დღემდე ზემოაღნიშნული წიგნებისადმი, თუმცა უნივერსიტეტის პირველ კურსზე (მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას გავდიოდით, რაც ჩვენს ბნელ გონებაში განათლების ნაპერწკლის შეტანას ემსახურებოდა), შუალედურის გამო, იძულებული გავხდი, "დონ კიხოტი" ხელახლა წამეკითხა.

არ შემიძლია გადმოვცე ჩემი აღფრთოვანება ამ ნაწარმოებით. ყველა ეპოქას, ხალხს და სიტუაციას რომ თანაბრად ერგება, ყველა მოქმედება რომ სიმბოლოებით არის დატვირთული და, ერთი შეხედვით, სასაცილო მომენტები რომ გულს გტკენს.

"დონ კიხოტის" ხელახლა წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ წიგნებს თავისი ასაკი აქვთ. დარწმუნებული ვარ, სვიფტის თავიდან გადაკითხვის შემდეგ, იგივენაირად აღვფრთოვანდები, თუმცა რაღაც ვერ მოვაბი თავი გულივერის ამბებს.

დღეს "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერვანტესის "დონ კიხოტის" პირველი ნაწილი გამოვიდა. აქვე გთხოვთ, შეავსოთ ეს ბმული. იქნებ სვიფტის "გულივერის მოგზაურობაც" ჩავაკვეხოთ სადმე?!

6 comments:

Rode said...

მე ახლა ველი, რომ გამოვა წავიკითხავ :))

Sophie Golden said...

ჩოხელის წიგნებიცა და ფილმებიც სასწაულ დეპრესიაში მაგდებს, ამიტომ ამოვიღე ჩემი სიიდან. დონ კიხოტიც ერთერთი ისეთი ნაწარმოებია, კარგად რომ დაფიქრდე, ძალიან ცუდ ხასიათზე დადგები + თუ ქართულ ფილმს ნახავ, კავსაძე და კიკალეიშვილი რომ ასრულებენ დონ კიხოტ–სანჩო პანსას როლს – сплошной стресс!!!

vasasi said...

სოფ, ფილმი არ მაქვს ნანახი. წიგნთან მიმართებით კი გეთანხმები.. სწორედ მაგაშია მისი გენიალურობა..:)

Zurriuss.Ge said...

რაიყო, სახეზე მაწერია, მაგისდდმვტყ, რო არ მაქ წაკითხული? :დდდდდ

vasasi said...

წეიკითხე მერე, ზურიკიე...

ასწორებს.. :))

Anonymous said...

წიგნებს მართლაც აქვს თავისი ასაკი.
კარგი წიგნი შეიძლება 5 წლის ინტერვალით იკითხო და ყველა ჯერზე ახალი ’აღმოჩენები’ აკეთო ^^
ქეთუსი ვარ/ www.ketusi.com (ვორდპრესიდან ცუდად კომენტარდება)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger