Wednesday, August 17, 2011

პროტესტი, მისი ფორმები და თბილი ადგილები

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ საკითხისადმი ინდიფერენტული ვარ, თუმცა, საყოველთაო ისტერიები, მეც კი ამომივიდა ყელში.

გუშინ რობერტ სტურუას განთავისუფლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რის შემდეგაც ვირტუალური სივრცე ფაქტზე აღშფოთდა, შეშფოთდა და დაგმო (სულ მგონია, რომ აღშფოთება-შეშფოთება-დაგმობაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, ევროკავშირს დიდი სხვაობით მოვუგებთ), რაც შემდეგში გამოიხატა:


  • გამოჩნდა სტურუს ავატარები პროფილზე;
  • გაკეთდა 52323 გამოკითხვა შემდეგი შინაარსის: "ემხრობით თუ არა რობერტ სტურუას განთავისუფლებას";
  • დაიგეგმა საპროტესტო აქციები და ღონისძიებები;
  • შეიქმნა ჯგუფები: "დავუბრუნოთ თეატრს სტურუა", "არ დავუშვათ სტურუას გაშვება" და ა.შ.
  • 452452-ჯერ დაშეარდა სტურუას ბიოგრაფია, მიღწევები და ა.შ. და ა.შ.

ამ ამბავმა, მგონი, ყველაზე მეტად რუსთაველის თეატრის მსახიობები აღაშფოთა, მათი ნაწილი საპროტესტო აქციებს გეგმავს და ამ ყველაფერზე ძალიან მეცინება: როდის იყო, პროტესტით რამე გამოსულა (ფოტოგრაფების მაგალითს არ ვართ. ეს ცოტა სხვა შემთხვევა იყო, თან,პროტესტის გამო რომ გაათავისუფლეს, მაინცდამაინც, მაგაშიც არ ვარ დარწმუნებული)? ჩემი აზრით, ყველაზე მაგარი, განსხვავებული და მწვავე საპროტესტო აქცია იქნება, დასიც თუ დატოვებს თეატრს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დასი ხელწამოსაკრავი არ არის და აქ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მსახიობები მუშაობენ.

თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იშვიათია ადამიანი, რომელიც საკუთარ კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ დააყენებს ვიღაცის (თუნდაც იდეის) გამო. როცა ჩემი აზრი რუსთაველის ერთ-ერთ მსახიობს გავუზიარე, ანერვიულდა და დამბლოკა. მგონი, მაზოლზე დავადგი ფეხი... :) 

P.S. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ინდიფერენტული ვარ ამ საკითხის მიმართ.

9 comments:

Anonymous said...

verc gaamtyuneb :D yvelas ar sheudzlia gmiroba... imashi getanxmebi, rom eg iqneboda protestis yvelaze efekturi forma... magram solidaroba ar arsebobs chventan :) rom icodnen mteli dasi datovebs teatrs, gadadgamdnen (albat) am nabijs. vigacam ki unda misces ise magaliti, magram echvi mepareba sxvebmac mibadzon

Anonymous said...

ნული კი არა ზუსტი სათაურია თუმცა გამოგიტუდები და სანამ არ წავიკითხე ვერ მივხვდი ეს თბილი ადგილები რას ეხებოდა:)) შენ როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ,განსაკუთრებით მაზოლზე დაჭერაში:)))

ბაჩო said...

რაის მაზოლი, მაგ მსახიობი არ მოვიდეს სამხატვრო ხელმძღვანელად ;)

Anonymous said...

სტურუას სპექტაკლების ჩამოწერა ჯერ არ დაიწყეს? :D ჩარლზ დარვინი თუ მართალი იყო და ადამიანი რომელიმე ცხოველისგან წარმოიშვა, შევუსწორებდი - ცხოველისგან არა. თუთიყუშისგან.

Da-v-iD said...

:) სტურუას ეგ ამბავი ცალ ფეხზე ჰკიდია - რატომღაც ასე მგონია. თუ დიდი მოკლე რუსის კალთაში დაიწყო ქვითინი მიშამ გამაბრაზაო , მერე გინდ ავატარები ატირთონ და გინდ ბავშვს დაარქვან მისი სახელი... რობერტ!? მიყვარხარ მაგრამ მთლად ისე არა დაგაავატარო

ბაჩო said...

და ხომ მიიღო უკვე მოწვევა? მე მიკვირს ლონდონის ან ნიუ იორკის თეატრებიდან რატომ არ მიიღო იგივე მოწვევა

Zurriuss.Ge said...

მე ეგ სისტემა საათივით აწყობილი მაქვს, ვაშეარებ იმ სპექტაკლებს, რაც მიყვარს და მორჩა. :პ
რაც შეეხება "დავუბრუნოთ სტურუა", ეგ მარაზმია, რადგანაც თავმოყვარე კაცი მანდ არ უნდა დაბრუნდეს და, მადლობა ღმერთს, არც დაბრუნდება.
დანარჩენი უკვე ფართხაფურთხია, რომელსაც, ადრე თუ გვიან, გადაეჩვევა ეს საზოგადოებაც და პოტესტის უფრო ჯანსაღ და ორიგინალურ ფორმებს შეითვისებს. თუმცა, 90-იანი წლების პროტესტის ფორმებთან შედარებით, ნამდვილად იგრძნობა წინსვლა. აბა ჰე :პ

vasasi said...

რა იგრძნობა, ზურა.. 90-იანებისაგან განსხვავებით, ახლა იარაღი არ ყრია ყველგან და მაგიტომაა შედარებით ცივილიზებული, თორემ.. :D

Anonymous said...

ეს ყველაფერი დადგმულია და ფალსიფიკაცია, ასი პროცენტით. პროტესტის ტალღა განსაკუთრებით, მე მგონი. სტურუა ძირითადად მოსკოვში იყო და იქ მუშაობდა, აქ პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა. ზოგიერთი ძველი (მისი თაობის) მსახიობს, მის მეგობრებს, ანუ გული დაწყდათ კი ბატონო. იმ მოპროტესტე მსახიობთა ხელმოწერებში ნინო არსენიშვილიც იყო,... ესე იგი რამოდენიმემ კიდევ მასთან სოლიდარობის გამო მოაწერა ხელი პროტესტს.
ბოლოს და ბოლოს "ცალ კარში" რომ აპროტესტებ, ხომ უნდა შენთვის და(ი)სვა კითხვა,..რა განცხადებებიც სტურუამ გააკეთა, ხომ იყო ბრიყვული?!!..........ამ დროს ის ბრიყვი არ არის...........ესე იგი შეასრულა (ვიღაცის) დაკვეთა,...ვინმე პუტინოიდის. რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. უარესი ეკუთვნოდა და იოლად გადარჩა!!!!!!!!!....(ამიტომაცაა რომ თვითონ არც ჩივის)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger