Friday, August 26, 2011

ეს ფრიად სენტიმენტალურად გამომივიდა

მიყვარს ასეთი წვიმიანი დღე. შენს უჯრაში რომ ზიხარ საყვარლად, კითხულობ ან ფილმს უყურებ (ჰო, არ მოგესმათ).

ამას წინათ რატომღაც თავში მომივიდა, რომ კორპუსის სახლები უჯრებს ჰგავს, მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე, კომფორტულ უჯრებს, რომლებსაც საგულდაგულოდ ვუფრთხილდებით: დილით თითქოს გულდაწყვეტილები გავდივართ, საღამოს დაღლილები ვბრუნდებით და ისევ უჯრებში ვიკეტებით.ჩემი აზრით იმიტომ, რომ უჯრა მყუდროა. საჭიროზე მეტადაც კი.

ჩემი შვებულება დასასრულს უახლოვდება. ვერ ვიტყვი, მწყინს-მეთქი. :) გადმოწერილი მაქვს უამრავი მულტფილმი (შიგადაშიგ ფილმები) და ბავშვობას ვიხსენებ. რამდენი ნიუანსი მქონია გამორჩენილი.. :D

ამ ზაფხულს ძალიან მივაგდე ბლოგი:

1. ბევრი საქმე მქონდა და საწერად არ მეცალა;
2. ონლაინ-მომხმარებელთა დიდ ნაწილს დისლოკაციის ადგილი ჰქონდა დატოვებული და მოტივაციაც ნაკლები მქონდა.

სექტემბრიდან, იდეაში, უფრო ბევრი საქმე უნდა მქონდეს (მიყვარს მე საქმე <3). ნამდვილი საქმის გარდა (რომელიც ძალიან მიყვარს), ენთუზიაზმის ამბავში რაღაც შევიტენე (იმედია, დავკვალიანდებით, ჩამოვყალიბდებით და მერე ყველა გაიგებს), რომელშიც ჩემი შესაძლებლობების დიდი ნაწილის ჩადებას ვაპირებ და, რომელიც, ძალიან მინდა გამოვიდეს. მიუხედავად ამისა, ვეცდები, ბლოგზე აქტიური ვიყო და მარტო სავალდებულო პოსტებით არ შემოვიფარგლო. ასევე, ხარისხი არ დავაგდო (ამ ბოლო დროს ცუდი ტენდენცია მაქვს).

იცით რა? როცა წერას იწყებ, ყველაფერი ადვილია: თავისუფალი ხარ, არ ფიქრობ იმას, რას და როგორ დაწერ. მერე დრო გადის, ვიღაცები გპოულობენ, გკითხულობენ, იღებ შემოთავაზებებს, ვიღაცას მოწონხარ, ვიღაცას სძულხარ, ვიღაცას ფეხზე ჰკიდიხარ.

მერე იბნევი.
ხანდახან მგონია, წერა იმიტომ გავაიშვიათე, რომ ვფიქრობ, მკითხველის გემოვნების სტანდარტს ვერ დავაკმაყოფილებ, ან დებილობას დავწერ, ან.. ან.. ან.

ჰო, ასეა.. მკითხველები გბოჭავენ და გიკვეთავენ რა, როგორ და რა სტილში უნდა წერო. თუმცა მირჩევნია, მე ვიყო შებოჭილი და თქვენ 3.500, ვიდრე პირიქით. ამიტომ, welcome, მეგობრებო!. :)

P.S. ისე, საინტერესოა, ვის ეკუთვნის უჯრებიანი კარადები?

4 comments:

Da-v-iD said...

მიზეზ მიზეზ.. ნუ ზარმაცობ. წერე როცა გექნება სათქმელი. გემოვნების სტანდარტებს თუ სდიე - ვერასდროს დააკმაყოფილებ. ჯობია შენ მოგყვნენ ვიდრე შენ მათ :) მე მოგყვები ;)

Anonymous said...

cere chemo kargo rasac igrdznob, kritika kaia magram ecade argdakompleksde, gmertma mogces muza :-******************

vasasi said...

გმადლობ, ანონიმო.. :*

Anonymous said...

1. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger