Monday, August 29, 2011

"მთვარის კლუბი"

თბილისში რომ გადმოვცხოვრდი, იმ პერიოდში კარლსონი უსმენდა.
აი, ასე: პლეილისტში ჰქონდა ჩაგდებული მთელი ალბომი, კიდევ რაღაც ჯგუფები თუ ქართველი შემსრულებლები და მთელი საღამო ისტერიულად ატრიალებდა.

ეს ის პერიოდია, ლეპტოპი რომ თვალით არ გვაქვს ნანახი. სამაგიეროდ, გვაქვს პენტიუმ 4 დიდი, კუდიანი ეკრანით და, რადგან კომპიუტერი გვაქვს, ე.ი. ძალიან მაგარი ტიპები ვართ.

მახსოვს, როგორ ვიყავით ერთმანეთზე ჩასაფრებულები, რომელი ადგებოდა კომპიდან, რომ ათი წუთით მეორე შესულიყო. ახლა კი ყველას ჩვენი ლეპწოპები გვაქვს და, ჯერ არა, მაგრამ მალე, ალბათ, სკაიპით დავიწყებთ ერთმანეთში კონტაქტს.. :)

ცოტა შორს წავედი, არადა, ყველაფერი "მთვარის კლუბიდან" დავიწყე. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საინტერესო ჯგუფია, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა, როცა ამ ქვეყანაში, მუსიკალური მიმართულებით, რაღაცები იქმნებოდა და, რომელსაც არ ერგო ისეთივე პატივი, როგორიც სხვებს.

მათი სიმღერები ყოველთვის თვეების ასოციაციებს იწვევს ჩემში.

რამდენიმე კარგი სიმღერის ლინკს დავდებ. აქვე, დარწმუნებული ვარ, ათიდან ცხრა მათ მოუსმენლად გავა აქედან, მაგრამ მაინც:

ჩემი ყველაზე საყვარელი და ყველაზე გაზაფხულის მსგავსი სიმღერა, რომელიც, ჩემს ასოციაციურ სისტემაში, მარტს ჰგავს:


 პატარა პირიმზე - სექტემბერი.


მადლობა მინდა გადავუხადო  ჩემს კარლსონს, რომ ეს სიმღერები აღმომაჩენინა.. :)

 საინტერესოა, რამდენმა თქვენგანმა იცის ეს ჯგუფი?

3 comments:

Kariman Kimadze said...

გამარჯობათ,

მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.

ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org

პატივისცემით,
ქარიმან ქიმაძე

Da-v-iD said...

ძალიან კარგი სიმღერები ქონდათ. მშვიდი და საჩემო :)

13th Cinnamon said...

რა კარგი მუსიკაა <3 ძალიან მომეწონა (ჰო, არასოდეს მომისმენია მთვარის კლუბი :s)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger