Wednesday, August 31, 2011

ჩემი პირველი ძაღლი

ძალიან სევდიანი ისტორია

იშვიათად (მგონი, სულაც არ) შემხვედრია ადამიანი, რომელსაც შეიძლება არ უყვარდეს.

ძაღლს ვგულისხმობ.

ერთხელ უკვე დავწერე ჩემს ძაღლებზე, თუმცა მანდ აღწერილი პირველ ძაღლად წოდებული, სულაც არ იყო პირველი (სავარაუდოა, რომ მეორე ან მესამე უნდა ყოფილიყო).

ამბობენ, ადამიანს პირველი ყველაფერი გამახსოვრდებაო. მაპატიეთ, მაგრამ მე მართლა არ მახსოვს რომელი იყო ჩემი პირველი ძაღლი, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მაიას წყევლის გამო, ისიც ლეკვობაშივე მოკვდა.

ძალიან სევდიანი ისტორიის დასასრული.. :(


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger