Saturday, September 10, 2011

უნივერსიტეტი, სექს.. ფული და ბევრი ფული

საუნივერსიტეტო დიპლომი საქართველოში ისეთივე აუცილებელი საჭიროებაა, როგორც ახალგაზრდა გოგოს სექსისათვის ქორწინების ან ჯვრიწერის მოწმობის ქონა. ეს ორი პროცესი ერთმანეთს ისე ძალიან ჰგავს, რომ პარალელის არგავლება დანაშაული იქნებოდა:


სტატუსის გამო, ხშირად ოღონდ გათხოვდნენ და სად გათხოვდებიან არ ფიქრობენ. ნაადრევი ქორწინების შემდეგ, ადამიანები ხვდებიან, რომ ეს ის არ არის რაც მათ ეგონათ და ცდილობენ, უღლიდან თავი ათასნაირი ხერხებით დაიხსნან. უნივერსიტეტის შემთხვევაშიც ასეა: ოღონდ ჩავაბაროთ და, სად ჩავაბარებთ, რა ფაკულტეტზე და როგორ, ხშირად არც კი ვუყურებთ. ერთი სემესტრის შემდეგ, უკვე ვნერვიულობთ, არჩევანში ეჭვი გვეპარება და საბუთებით ხელში ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე დავდივართ. აი, სასურველს რომ მივაგნებთ, უკვე ყველაფერი მთავრდება.

თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს. იშვიათად არის შემთხვევები, რომ 14-16 წლის ასაკში დაოჯახებულნი ისევე ტკბილად აბერდებიან ერთმანეთს, როგორც სტუდენტი მთელი ოთხი წელი - თავიდანვე შერჩეულ ფაკულტეტს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს შეჩვევის მომენტი უფროა, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი რაღაცაა.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ, ოჯახის შექმნის არ იყოს, თექვსმეტი წლის ასაკი, გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან ადრეა. მიუხედავად ამისა, ქართულ სინამდვილეში, სკოლის დამთავრებისთანავე, ვალდებული ხარ,  უმაღლესში ჩააბარო.  და უსაქმურობის 12 წელს კიდევ ოთხი დაუმატო. მხოლოდ ერთი განსხვავებით: ამ უკანასკნელში, საკმაოდ სოლიდურ თანხის გადახდას ან მთლიანად იღებ საკუთარ თავზე, ან ნაწილობრივ, უკეთეს შემთხვევაში კი სახელმწიფოს ატენი.

მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ - ანუ, სექტის წევრი, უფრო ზუსტად კი, ეროვნულები ჩავაბარე და ყველა ჯეკ-პოტი მოვიგე (ნუ, ეს იმიტომ რომ მაგარი ვარ). თუმცა, სანამ ჩავაბარებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ 100%-იანი დაფინანსება რომ არ ამეღო, ჩემი ქალაქში ჩამოსვლა, მინიმუმ, ერთი წლით გადაიდებოდა და უსტავლელიც დავრჩებოდი. თან, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ალტერნატიულ ვარიანტზე რომ მეფიქრა, ხაჭაპურის გამოცხობა მე არ ვიცი, სახლის დალაგება მესიკვდილება და არც მაინცდამაინც ოქროებზე ვგიჟდები. საააამაგიეროდ, ნიჭიერი ვარ, ბეჯითი, პერსპექტიული და ნარცისიზმით დაავადებული ისევე, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.. :D

ჰხოდა..

ჰხოდა, სანამ ყველაფერი გაირკვევოდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (შემოკლებით, როგორც თვითონ უწოდებენ, შგეც-მა) ცოტა არ იყოს, იმიტომ მანერვიულა, რომ შემდეგი თაობებსგან განსხვავებით, ჩვენ ოდნავ ტვიანიანები ვიყავით და, უნარებში ჩემი 84 ქულით, ასე, ორი კვირის მანძილზე, უსტავლელობის საფრთხის ქვეშ ვიდექი.

საბედნიეროდ, ჩემი ამბავი ისე დამთავრდა, როგორც ჰოლივუდური მელოდრამების უმეტესობა მთავრდება.

ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ მათთვის, ვინც ისეთივე ან უარეს გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორშიც მე ვიმყოფებოდი ხუთი წლის წინ, საქართველოს ბანკი  სექტანტურ კონკურსს ატარებს (დაწვრილებითი ინფო, აგერ, ვიდეოში):


მართალია, თუ თქვენ ძალიან ნიჭიერი, გადასარევი და არაჩვეულებრივი ხართ, თუმცა ჩემსავით ლაპარაკი არ გეხერხებათ, კამერის გეშინიათ (სტენდაფი ვერ ჩამიწერია დღემდე) ან ვიდეოსათვის ხმის მიმცემი და არა დამლაიქებელი (კი ვერ ვხვდები განსხვავებას, მაგრამ ჯანდაბას) მცირე აუდიტორია გყავთ, თქვენი შანსები მცირდება, მაგრამ მთავარია (თუნდაც მწარე საკრედიტო გამოცდილების შემთხვევაში), ბანკის არ გეშინოდეთ და გჯეროდეთ, რომ სექტემბრის ბოლოს თქვენ ბანკი კი არ გამოგძალავთ, არამედ, პირიქით.. <3

P.S. ამ ოცნების კოშკების წვერზე მოსახვედრად, საჭიროა, istudy.ge -ზე შებრძანდეთ, დაათვალიეროთ, მწვანე ფერზე თვალები დაიმშვიდოთ, პრიზებს გაეცნოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რისთვის ხართ შესული: თქვენ, მაქსიმუმ, ერთწუთიანი ვიდეო უნდა გადაიღოთ AVI ან MOV ფორმატში. ვიდეოში, ნებისმიერი ფორმით, უნდა აღწეროთ, რატომ არის სწავლა თქვენთვის მნიშვნელოვანი. მერე უნდა ატვირთოთ ვიდეო აგერ istudy-ს ამ ლინკზე, დააგროვოთ ყველაზე მეტი ხმა და თქვენმა უნივერსიტეტმა ფული, თქვენ კი - სათანადო განათლება (თუ ამას განათლება ჰქვია, რასაც საქართველოში იძლევიან) მიიღოთ.


კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, ვინც აკრედიტირებულ სასწავლებელში ჩაირიცხა ან სწავლობს. არ აქვს მნიშვნელობა, ბაკალავრატსა თუ მაგისტრატურაზე. დანარჩენი ლინკები, ამბები და სექტანტობები ნახეთ ვებ-გვერდზე. :)


წარმატებებს გისურვებთ.

23 comments:

Anonymous said...

................ დალაიქებული მიზნები.

სისულელეა.

და სექტანტები თუ ისე დავდივართ რომ კვალს არ ვტოვებთ ?

vasasi said...

ანონიმო, ჩვენ ხომ საფეხბურთო პრინციპით მოწყობილ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მთავარი შედეგია და არა შედეგამდე მისვლის გზები?

მთავარია, მუდმივად იაროთ, სექტანტებმა, თორემ კვალის დატოვება დიპოლომის და ქორწინების მოწმობის მსგავსი აუცილბელი ვალდებულება, ბუნებრივია, არ არის.. :)

Anonymous said...

1. :) ვინ გითხრა? შედეგი ილუზიაა.. მარტო გზებია ამ სამყაროში.
2. უბრალოდ გაგიჭირდებათ მერე ჩვენს უკვალო ცხოვრებაზე მსჯელობა. გაგიცია პასუხი ჯერ არ დაწერილ კომენტარზე ?

მოლი ბლუმი said...

მეორე ნაწილი - სთენდაფის ჩაწერა და დამლაიქებელთა ძებნა მე არ მეხება და ისევ პირველზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას - ეროვნულები არ მომსწრებია და შესაბამისად, არც ჯეკპოტის მოგება მიცდია, მაგრამ ასარჩევი (უნი, ფაკულტეტი-პროფესია და სპეციალობა)ჩემით ავარჩიე. 16 წლის სტუდენტი ვიყავი უკვე. რამდენად შევაბერდი მეორე კორპუსს არ ვიცი, მაგრამ არჩევანი წამითაც არ მინანია - რასაც ვაკეთებ, მომწონს და იმიტომ.

vasasi said...

ანონიმო, შენი დაწერილი კომენტარიდან ვერ გავიგე, რა გინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შარზე ხარ.. :)

მოლი, მეც არ მინანია პროფესიის არჩევა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამის გარდა სხვას ვერაფერს გავაკეთებ. თუმცა, ვერ ვიტყვი, მთელი ცხოვრება ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი-მეთქი. იურისტობა მინდოდა, მაგრამ ბოლო წელს 180 გრადუსით შევცვალე მიზნები. :)

მოლი ბლუმი said...

ჩემთან პირიქით გამოვიდა - სადღაც მეცხრე კლასიდან ვიცოდი, რომ იურისტობა მინდოდა, არჩევანი არ შემშლია, მაგრამ ახლა, ბლოგის შემხედვარე, ვფიქრობ, რომ არც ჟურნალისტობა იქნებოდა ურიგო...

ისე, მე დასავლური პრაქტიკა უფრო სწორი მგონია - მაშინვე არ აბარებ, უყურებ, ნელნელა ხვდები, რა გინდა, რისთვის გინდა... ფულსაც აგროვებ, სამაგიეროდ, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული აბარებ.

vasasi said...

გეთანხმები, მოლი. თუმცა დასავლეთისგან განსხვავებით, დრო ჩვენთან უფრო სწრაფად "გარბის" (30 წლის რომ უკვე მოხუცი ხარ) და, ალბათ, ამის ბრალია, რომ ყველაფრის დროზე მოსწრება გვინდა.. :დ

Anonymous said...

"საუნივერსიტეტო დიპლომი საქართველოში ისეთივე აუცილებელი საჭიროებაა, როგორც ახალგაზრდა გოგოს სექსისათვის ქორწინების ან ჯვრიწერის მოწმობის ქონა. ეს ორი პროცესი ერთმანეთს ისე ძალიან ჰგავს, რომ პარალელის არგავლება დანაშაული იქნებოდა"
:DDDDDDDDDDDDDD
asetebi kide arseboben?

Anonymous said...

fb ti migweuli warmateba sisulele iqneba aba ra iqneba, uazro reklamebi da ase shemdeg. fulis gaketeba moindomet da ragac sisuleleebit tenit faces vis chirdeba tqveni reklamebi, tqveni azrit aseti ramit dges vinme motyuvdeba? ubralod sasacilod igdebt tavs, tvalebi gaaxilet! seqsi fulio da swavlaze araferi weria, sxva unishi var da arc sexi maklia, arc fuli, arc bevri fuli da arc swavla =) chageshalat kampania :D

Anonymous said...

Jifari har ra=)) Sheni tavis da Sakartvelos bankis upaso reklamis sashualeba mogza internetma, shenz kidev isargeble=)) Egret gaagrdzele egeb shemokmedebam zota "profit"-iz mogitanos=)))))

Anonymous said...

mec igive azri maqvs swavla-ganatlebasa da daojaxebaze :D yvelafershi getanxmebi :))) unarebshi mec 84 qula avige tavis droze. es statia shen chemze xom ar dawere? :D:D

vasasi said...

არა, ანონიმო., ნამდვილად ჩემზე დავწერე, მაგრამ მე მჯერა, რომ ორეულები არსებობენ.. :)

ყველას გმადლობთ გამოხმაურებისათვის..

Anonymous said...

1. არა რა შარზე, უბრალოდ სექტანტი ვარ.
2. იმის თქმა მინდოდა მხოლოდ, რომ უაზრობაა სწავლის დაფინანსება გინდოდეს და ამის საზომად ლაიქები (თუ გინდა ხმის მიცემა იგულისხმე, მაინც ვერ ხვდები განსხვავებას :P ) გამოიყენო.
3. :)
4. ორეულებიც და ბევრეულებიც.
5. 6.
6. vasasi said -

vasasi said...

vasasi said - რომ მეც უაზრობად მიმაჩნია, თუმცა ამ პოსტის წყალობით, ამ წუთას 1070 ვიზიტორი იმყოფება ჩემს ბლოგზე.. :))

Anonymous said...

1. :D სათაური უნივერსიტეტით კი იწყება მაგრამ მგონი მაინც სექსი და ფული იკითხება პირველი. ეგეც 1070-ის მიზეზი.
2. რატომ უნდა გვიყვარდეს?

vasasi said...

1. დიახ, სექსი პატარა მანიპულაციაა. რადგან ეს სიტყვა ყველაზე კარგად იყიდება, რატომ არ უნდა გამოვიყენო? :)

2. მაგ კითხვაზე პასუხი თქვენ უნდა იპოვოთ.. :)

Anonymous said...

1. გამოიყენე მაგრამ, გადამყიდველობა სექტანტობა არაა?
2. აქ პოსტებში უნდა ვიპოვოთ? თუ სადმე გზისპირა ვიტრინის მიღმა გემრიელი ნამცხვრის მოზრდილ ნაჭერში ? მინიშნება მაინც იყოს .. იყოს?
3. კაია რომ გადანომრე შენც :) თორემ Anonymous-ს არ იყოს იმდენი vasasi-ა რომელს ესაუბრები გერევა.
4. რა საყვარელი ხალხია ყველაფერი რომ აინტერესებთ. (?)

ბაჩო said...

აბა მე რა ვთქვა? ლუდი მიყვარდა (!) ჩავაბარე ტექნოლოგიურზე. დაინგრა ქვეყანა. არ გამოვიდა რაც მინდოდა. მერე ეკონომისტი გავხდი, მაგრამ არ მომიკლავს სწავლით თავი, ქალაქის მართვა რომ ვისწავლე (რაღაც ნაუცბათევად) მაშინ მივხვდი რა მინდოდა და გიგიმ რატომღაც ჩემს შემდეგი ნაკადიდან აიყვანა ხალხი, არადა დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მერიაში (დაგეგმარების სამსახურში მაგალითად). მაგრამ აქ სახელმწიფომ მითხრა უარი.
ჯობდა ცოტა მომეცადა და წესიერად ამერჩია პროფესია. მართალი ხარ ვასას :*

vasasi said...

Anonimous: დაახვიე აქედან... :D

ბაჩო, და ახლა რა პროფესია გაქვს? :))

Anonymous said...

კეთილი საქმის გაკეთება ვისაც გსურთ
ხმა მომეცით
+1 ხმაც ძალიან მნიშვნელოვანია
ჩემ ბედს წყვეტთ ამით...
http://istudy.ge/?id=36

ბაჩო said...

ვასასი: ეხლა დენს ვთიშავ ვინც ფულს არ უხდის ჩემს კომპანიას :( ეს პროფესია არ არის, არც ჰობია

Anonymous said...

hey there, სექსი და სწავლა... ვერავითარ პარალელს ვერ ვხედავ. იგძნზობა გამოუცდელობა ორივე საკითხში:)
სხვათა შორის Idea of using like icon, მომეწონა.

vasasi said...

რადგან შენ რამე მაინც მოგეწონა, ანონიმო, აღარაფერს ვჩივი. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger