Tuesday, September 13, 2011

იაფი "კარგი ცხოვრება" და კიბო

დიდი ხანი არ არის, რაც ტელეფონის შეცვლა გადავწყვიტე. მართალია, ჩემი "მოტოროლა", 2006 წლიდან დღემდე ვირივით მემსახურება, მაგრამ ალაგ-ალაგ გათიშვები სჭირს და ვნერვიულობ. თანაც, მადა ჭამაში მოდისო თუ როგორც არის და, ორი თვის წინ გადავწყვიტე, რომ "ბლექბერი" მინდა.

სიმართლე რომ ვთქვა, ფასის გათვალისწინებით, ამ ტელეფონზე ადრე ოცნებასაც ვერ ვბედავდი (შესაბამისად, ისიც არ ვიცოდი, რომ "ბლექბერი" ჩემი ოცნების ტელეფონი ყოფილა), თან ის ტიპი არ ვარ, ვინც, სულ რომ ბევრი ჰქონდეს, ტელეფონში, თუნდაც, 500 ლარს გადაიხდის, მაგრამ როცა გავიგე, რომ 2009 წლის მოდელები 410 ლარი ღირდა, მადა გამეხსნა და გადვწყვიტე, რომ "ბლექბერი" მინდა.

ამ ბოლო დროს, ტექნიკაზე, რატომღაც გაჭედილი მაქვს. უფრო ისეთ ნივთებზე, ურომლისოდაც არ მოვკვდები, მაგრამ მინდა. ასე ვარ ქინდლიზე და, ჩემი ვარაუდით, თუ დიეტაზე დავდგები, საახალწლოდ საკუთარ თავს კარგად დავასაჩუქრებ. :)

ქინდლისგან განსხვავებით (თბილისში არ მინახავს, სადმე იყიდებოდეს), რომელიც ორი დღის წინ მეტროში დავუნახე ვიღაც ბიჭს და კარგად დავათვალიერე, ჩვენთან "ბლექბერის" ფართო არჩევანია. ჰოდა, სანამ ის წელი მოვა, მაინც ყველანი რომ დავიხოცებით, როცა დრო მაქვს, პერიოდულად დავდივარ და ვათვალიერებ ჩემს მომავალ ტელეფონს. გუშინაც ზუსტად იგივე შემთხვევა იყო. სამსახურიდან ადრე წამოვედი და ვაგზალზე გასეირნება ორი მიზეზით გადავწყვიტე:

ჯერ ერთი, ვაგზალზე არასოდეს მიძებნია ჩემი სასურველი ტელეფონი და მეორეც, გაგებული მაქვს, რომ იქ ყველაფერი ცენტრთან შედარებით იაფი ღირს.

ვაგზალზე იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, რომ გაოცებისგან ყბა ჩამომვარდა, "კიდობანი" რომ აღარ დამხვდა ადგილზე. კითხვა-კითხვით გავწიე ტელეფონების განყოფილებისკენ და თქვენ უნდა გენახათ ჩემი გაოცება, როცა 800 ლარიანი ბლექბერები სულ რაღაც 100 ლარად აღმოვაჩინე:


ბლექბერი რა არის, უარესი! ნეტა, აირაცხიანმა (ერთ-ერთი რიგით სექტანტთა შორის) იცის თუ არა, რომ მისი სათაყვანებელი ვაშლის პროდუქცია, რომელსაც, მაგას თუ დავუჯერებთ, ვერავინ აყალბებს, ვაგზალზე 100 ლარად იყიდება?


თან ყველაზე მაგარი ის იყო, გამყიდველი მეუბნება, რასაც აირჩევ, ყველაფერი ასი ლარი ღირსო. ისევ აირაცხიანის სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინეთში ერთი დიდი ქარხანაა, რომელიც ერთ დღეს  "დელის" ლეპტოპს უშვებს, მეორე დღეს "HP"-ს, მესამე დღეს "Asus"-ს (ამას კიდევ გაჩინელება უნდა?), მეოთხე დღეს ტელეფონებზე გადადის და ასე განუსაზღვრელად..

მერე კიდევ, "სნიკერსი" და "ბაუნტი" გამახსენდა. რამდენიმე ხნის წინ რომელიღაცა ქართული კომპანიის გაკეთბული კრეატივის ზეიმი გამოჩნდა ბაზარზე. ეს ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო, რამაც სერიოზულად აღმაშფოთა:


კიდევ ერთი, რაც ამ წუთას გამახსენდა, ჰაიდელბერგცემენტია. მე შეხება არასოდეს მქონია სამშენებლო რაღაცებთან, მაგრამ ერთი პერიოდი, თუ გახსოვთ, აქტიურად ტრიალებდა რგოლი, სადაც საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა აეცილებინა მომხმარებელს თავიდან, ნამდვილი ჰაიდელბერგცემენტის მაგივრად ფალსიფიცირებული ჰაილედბერგცემენტის, უბრალოდ პორტლანდცემენტის, ჰიდრომედეგიცემენტის, გლობალცემენტის ყიდვა. რგოლი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ძალიან ამპარტავნულად მომეჩვენა: გაყალბებით სხვებსაც უყალბებენ, მაგრამ ბევრი არ კივის. ერთხელ, ნახვის დროს გამოვთქვი პრეტენზია და, მამაჩემმა (რომელსაც ირიბი შეხება აქვს ცემენტთან) მითხრა, რომ ძალიან ბევრი აყალბებსო. აგერ ბატონო, ფოტოც:


როგორც ვიცი, ჰაიდელბერგცემენტს, შეფუთვის გარდა იმითაც გამოარჩევს კაცი, რომ კოდი აწერია. როგორც წესი, რამდენიმე ტომარა ცემენტის საყიდლად რომ მიდიხარ, ცალკეულ კოდებს არ დაუწყებ ყურებას, მაგრამ ადვილია, რომ დავაკვირდეთ ფერებს, ასოების სიზუსტეს და ჰოლოგრამას, რადგან ეს უკანასკნელი ფალსიფიცირებულ ცემენტს ვერ ექნება. ასეთ ზოგადად, როცა სახლის აშენებას თუ რემონტს აპირებ ადამიანი და საფუძვლიანად გინდა ყველაფრის გაკეთება, პლუს, ძვირს იხდი, გარანტია უნდა გქონდეს, რომ ცემენტის უხარისხობის გამო, სახლი მცირე ხანში თავზე არ ჩამოგენგრევა.   ამ შემთხვევაში კი, ფინანსურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ადამიანების უსაფრთხოება დგას საშიშროების ქვეშ და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ღმერთმაც არ უწყის.

მოკლედ, ამ ბოლო დროს მუზა აღარ მწყალობდა, ახლა ერთიანად მომაწვა და კილომეტრიან პოსტებს ვწერ. ამიტომ, ტანსაცმლის, სათვალეებისა თუ ფეხსაცმლის გაყალბებაზე აღარფერს ვიტყვი.

 ხარისხიან ფეხსაცმელზე მე გაჭედვა მაქვს, მაგრამ როცა "ვოგში" ან სადმე პეროგაჩრილ მაღაზიაში ვყიდულობ, მაშინაც კი ვეჭვიანობ, ნამდვილად ის ფირმაა თუ არა, რომელსაც მატენიან. თან ფალსიფიცირება ყველაზე ცუდი მაშინ არის, როცა დიდ თანხას იხდი და მოტყუებული რჩები!

ისე, ასეთ რაღაცებზე სულ ვფიქრობ, რომ გაყალბება ისეთი ადამიანების გამოგონილია, ვის ტვინსაც რამე ახლის შექმნის შესაძლებლობა, პრეტენზიებისაგან განსხვავებით, არ აქვს და ასეთი ნაბიჯით "შურისძიებას" ცდილობენ.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

P.S. სათაურში კიბო იმიტომ, რომ ჩინური ტელეფონები კიბოს უფრო სწრაფად იწვევს.

26 comments:

Anonymous said...

rchevas tu miigeb didi siamovnebit girchev, amazonidan gamovicere blackberry 8310 citelia, zalian lamazi , 120 dolari girda da fantastiurad mushaobs, chamotana sul ragac 8 lari damijda :)

მარი said...

მაგ დღეში ვიყავი მეც, ერთი თვის წინ. ფასსაც არ ვენდობი დიდად. რა ვიცი, რომ ჩინურს არ შემომაპარებენ 800 ლარად? ჰოდა ავდექი და გოლეთიანში ვიყიდე ნოკია ც3 და მაქვს მშვენივრად. ორიგინალია, თან სულ 240 ლარი დამიჯდა, ჩიაპიან-აქსესუარებიანად :)

პ.ს. "კიდობანის" ახალი შესასვლელი წერეთლის ბაღში მდებარეობს.

vasasi said...

ანონიმო, მართლა? მაშინ ამაზონი უნდა ვცადო.. :) მაგრამ მანდ ერთი ნაკლია, რისიც ყოველთვის მეშინია: ბრაკი რომ აღმოჩნდეს, ამაზონზე გარანტია ხომ არ არის და აქ 1 წელი აქვს.. :(

ისე, რო რამე, მეც გოლეთიანში ვაპირებ ბლექბერის ყიდვას.. :)

Anonymous said...

http://www.amazon.com/RIM-Blackberry-Curve-8310-UNLOCKED/dp/B001LLK8FO/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1315932329&sr=8-1 ai es aris chemi telefoni da garantia ar akvs magram, kargad mushaobs, tan kodis moxsnac ar unda

Anonymous said...

ogond ar shegeshalos, zalian iafi tua amerikuli standartia CDMA da gsmze ar mushaobs da kartac ar ideba . anu 40-60 dolaris farglebshi tu naxav rames ar miakcio kuradgeba

vasasi said...

მშვენიერია..!

დიდი მადლობა, ანონიმო რჩევისთვის.. :)

ბაჩო said...

ვასას, ერთი ამბავი გამახსენდა ფეხსაცმელზე.
წინა საუკუნის ბოლოს, ჩემმა მეგობარმა "ქორწილში მივდივარ და გამყევი ცოტა რამე ჩავიცვაო". წავედით ბაზრობაზე (მაშინ ბაზრობაზე ასეთი ხლამის გარდა ბევრი კარგი რამეც იყო) და ჩაიცვა ადამიანურად (ჯინსების გარეშე). კარგი ფეხსაცმელიც იყიდა და მოიქორწილა. ის ფეხსაცმელი ჯინსთანაც კარგად წავიდა და მანაც კარგად მოიხდინა. 1 კვირის მერე შეგვხვდა ჩვენი საერთო მეგობარი. რატომღაც ფეხსაცმელს მიაქცია ყურადღება და სად იყიდეო იკითხა. ვუთხარით სადაც, ფასი რომ გაიგო (50 გელა) თავში ხელი შემოიკრა, "ლოუქ ოფ ლონდონში ვიყიდე 1 კვირის წინ და ზუსტად ეგეთი იყო, ნახე რას გავსო" თავისებზე დაგვახედა. მართლაც რას გავდა 1 კვირის ფეხსაცმელი, უკვე გადასაყრელი იყო. ასე რომ რასაც ფასი კარგი აქვს, ზოგჯერ ხლამია და ფასზე არაფერი არაა დამოკიდებული ;)

vasasi said...

ჰო, ბაჩო.. მაგას ვგულისხმობ ზუსტად. ამ ქვეყანაში, ძვირს იხდი თუ იაფს, არ ხარ დაზღვეული არაფრისგან და ვერ ვიტან ასეთ სიტუაციას!

ამ გაზაფხულზე საკმაოდ კარგ მაღაზიაში ძვირადღირებული ფეხსაცმელი ვიყიდე. დედას ვფიცავარ, დილას რომ ჩავიცვი, საღამოს გადასაყრელი იყო, კინაღამ გადავედი ჭკუიდან!..

კარგი, იაფზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ როცა ძვირს ვიხდი, ხომ უნდა მიღირდეს, არა?

Toma said...

"P.S. სათაურში კიბო იმიტომ, რომ ჩინური ტელეფონები კიბოს უფრო სწრაფად იწვევს. " es daskvna saidan?

vasasi said...

"ტუმბუჩკიდან".

Anonymous said...

1.ჩინური მარტო კედელი შეგიძლია (ჰაიდელბერგი) შეადარო სხვა პროდუქციას. არანაირად არ ღირს ვაშლის და სხვა ფირმების ნაწარმი ვაგზლის პროდუქციას შეადარო. შენ თუ იცი რომ მანდ ტელეფონებს წონით ყიდიან ? :P
2.თუ არ დაასკვენი რომ ბედნიერება ბლექბერში არ არის ისე როგორ გადაწყვიტე 2009 წლის მოდელის ყიდვა? (ისარგებლეთ კალენდრით თქვენი კომპის მარჯვენა ქვედა კუხეში)+(არსებობს მკაცრი დიეტის სახეობებიც და შიმშილობის სასწაულიც :D).
3.ვუერთდები ამაზონის მხარდაჭერას - ახალ მოდელებში.
4.ტუმბუჩკის დასკვნას ვეთანხმები - ჩინური ბლექბერის ყიდვის შემთხვევაში კიბო გარანტირებული გაქვთ, და მისი ზრდის სისწრაფე მობილურის ფუნქციებში გარკვევის სისწრაფის პირდაპირპროპორციული იქნება.
5.აქედანაც? :P

vasasi said...

შეგიძლია აგერ, კუთხეში ჩამოჯდე.

ნუ, პრინციპში, შენთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს სად ჩამოჯდები. ჩემნაირი ხომ იმდენია, რამდენი ანონიმუსიც დაიარება?!

ბაჩო said...

მეც ვიყიდე 25 ლარად ციგნისგან ფეხსაცმელი, ჰოდა 2 ზამთარი გავატარე მაგ ფეხსაცმლით :)

tamara said...

ეგ "აიფონები" ორ სიმბარათიანია, მე როგორც ვიცი... ჰოდა, ჩემმა ნაცნობმა მოსკოვში შვიდას დოლარად იყიდა, ნამდვილი ეგონა და აქ რომ ჩამოიტანა, მაშინღა მიხვდნენ, რომ ჩინური შეაპარეს, იმიტომ, რომ ნამდვილი ორსიმბარათიანი აიფონი არ არსებობს :)
რას იზამ... ეგრრრეა, ეგრრრრე, სანამდეც საბანი გაგწვდება, ფეხიც იქამდე უნდა გაჭიმო :) ბლექბერის დიზაინი მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემს თავს როდის მივცემ მისი ყიდვის უფლებას, ვერ გეტყვი :)

Anonymous said...

1.კუთხეში რატო ? კედელზეც გაქვს რამე მიწერილი ?
2.ჩემნაირი ხომ იმდენია, რამდენი ანონიმუსიც დაიარება?! - ეგ მე არ მითქვამს.
3.სანამდეც საბანი გაგწვდება, ფეხიც იქამდე უნდა გაჭიმო :) - ვერ გავიგე რატო გშურთ მოკლეფეხება ხალხის..
4.ამ პოსტებს მიღმა სხვა ხომ არაფერია საინტერესო?

vasasi said...

"3. კაია რომ გადანომრე შენც :) თორემ Anonymous-ს არ იყოს იმდენი vasasi-ა რომელს ესაუბრები გერევა."


ეს შენ თქვი, წინა პოსტზე დატოვებულ კომენტარში... :)

Anonymous said...

1. :)
2. მაგით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ შენთვის აუცილებელი არ იყო პოსტების რიცხვებად დააბზაცება, ისედაც ერთი ხარ ანონიმებისგან განსხვავებით.
3. სხვა რამე დაწერე ცვაიგზე ვერ ვაკომენტარებ. რამე დაბალინტელექტუალური პოეზიიდან.
4.ვიქნები ერთხანს რა..

vasasi said...

ცვაიგზე რატომ ვერ აკომენტარებ?


"სხვა რამე დააწერე რამე დაბალინტელექტუალური პოეზიიდან." - ვერ მივხვდი.

ვიქნები ერთხანს რა." - სულ იყავი. მე მსიამოვნებს, რომ ხარ. :)

Anonymous said...

1.ცვაიგის მხოლოდ მარადიული ძმის თვალები მაქვს წაკითხული(მხოლოდ მაგით ვაღიარე), ამიტომ ვერაფერს ვიტყვი სხვა ნოველებზე.
2.რადგან ზედა თაროებში(ცვაიგი) ვერ ვერკვევი, ვიფიქრე ქვედა თაროებიდან თუ იქნება რამე უფრო შევძლებ დაკომენტარებას-მეთქი. დაბალინტელექტუალური პოეზია მაგას ნიშნავდა.
3.კარგი, ვიქნები.
4.თუ ერთ დღეს ბლოგი გავაკეთე(არის რაღაც იდეები) შენც იქნები ჩემთან, ხოკეი?

vasasi said...

იდეებს გააჩნია..:)

Anonymous said...

1.მაგალითად ისეთები რაღაცეები რომ თამაშდება.
2. მაგალითად ქინდლი.
3. :)
4.თუმცა ვფიქრობ ხალხი არ დაინტერესდება..

vasasi said...

ქინდლი.... ;(


<3

A m e l i e said...

ფალსიფიკაცია იქეთ იყოს... ჩემთვის და ყველასათვის მუდმივად შემაწუხებელი, ეს "ბათუმი" საოცრებაა პირდაპირ. ნუ როგორც წესი ასეთარი უვიცობის ასე სააშკარაოზე გამოტანა რა უბედურებაა )) :დ
... მაგრამ blackberry ნამდვილად კარგი არჩევანია : )) ახლახანს შევიძნე მეც და ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით. ჯერ menu თი და მერე დიზაინით. :p curve ნამდვილად ქალის ტელეფონია.ოღონდ თეთრი ფერის რა თქმა უნდა : ))

A m e l i e said...

პ.ს. ტელეფონი კიდობანში შევიძინე :)) და ნამდვილად ორიგინალია :)

vasasi said...

კი, ამელი.. მეც კიდობანში, "გოლეთიანის" სექტაში ვაპირებ ყიდვას. მაგრამ სამწუხაროდ, ხელფასი არ მყოფნის და როდისთვის ვიყიდი, ღმერთმაც არ უწყის..

A m e l i e said...

shenc boldze ar gaiqacho : )) 350ad viyide me. warmatebebi :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger