Monday, September 19, 2011

სენტიმენტალური შტეფან ცვაიგი

ცოტა ხნის წინ, 50 წიგნის ბლოგმა საინტერესო ექსპერიმენტი შემოგვთავაზა: მკითხველს შეეძლო დაეწერა წიგნი, რომელიც არ უნდა შევიდეს 50-ეულში. 

მე ვფიქრობ, რომ შტეფან ცვაიგი ერთ-ერთია იმ ავტორებს შორის, რომელიც 50 წიგნში არ უნდა მოხვდეს, განსაკუთრებით კი "მარიამ სტიუარტი", რომელიც, მგონი, ცვაიგის ყველაზე სუსტი ნაწარმოებია.

ტყუილად ფიქრობთ, რომ ცვაიგი არ მიყვარს. ჩემი აზრით, მისი შემოქმედება 14-16 წლის ასაკზე, ან ძალიან რომანტიკული ადამიანებისთვის არის გათვლილი. მისი მოთხრობები (რომანი "მოუთმენლობა გულისა" არ მაქვს წაკითხული და კი გადავხედავდი საღამოობით, მთვარის შუქზე), ტექსტუალური, რომანტიკული მელოდრამებია.

15 წლის ვიყავი, როცა ცვაიგის მოთხრობები წავიკითხე და მაშინ ცხოვრებაში პირველად გავაკეთე დასკვნა: დასკვნა მწერლების შესახებ. ათი მოთხრობიდან ხუთი რომ წავიკითხე და ყველგან ერთი და იგივე თემა ტრიალებდა სახელშეცვლილი პერსონაჟებით, პირველად ვიფიქრე, რომ, მიუხედავად კითხვის პროცესის დროს სიამოვნების მიღებისა, დროს ვკარგავდი.

"მარიამ სტიუარტს" რაც შეეხება, ჩემი აზრით, იმიტომაა სუსტი, რომ ცვაიგმა სცადა, თავისი წერის სტილს გაქცეოდა (მიუხედავად იმისა, რომ სასიყვარულო ინტრიგების ამბავში, პერსონაჟი მშვენივრად უწყობდა ხელს) და არ გამოუვიდა.

ჰოდა, ისევ თავიდან რომ დავუბრუნდეთ, ჩემი აზრით, ცვაიგი არ იყო ამ ნუსხაში შესატანი. ნუ, თუ მაინცდამაინც, "მოუთმენლობა გულისა" უფრო წავიდოდა სტილის ამბავში. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ: დღეს "კვირის პალიტრასთან ერთად", ცვაიგის "მარიამ სტიუარტი" გამოვიდა.

P.S. ისე, დავაკვირდი და, თითქმის ყოველთვის იმ ნაწარმოებებს ვეწინააღმდეგები, რომლებიც წაკითხული მაქვს.. :)

16 comments:

Sally said...

ჩემმა ლათინურის ლექტორმა მირჩია "მოუთმენლობა გულისა" :დ არ წამიკითხავს მაინც, ყველაზე მეტად "შტეფან ცვაიგი" მომეწონა თავის დროზე.

მეანდერძე said...

ცვაიგის ნოველებზე მაბოდებს,

ე.ი ტყილად ვიყიდე ეს წიგნი?
ნუ მიწურავ იმედებს :))

vasasi said...

სალი, მეც თავის დროზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ეს ასაკის წიგნია და სა-50-ეულო არ იყო.. :)

მეანდერძე, არ გიწურავ იმედებს. მე არ მომეწონა, რადგან არ არის ცვაიგის სტილში დაწერილი. აბა რომ წაიკითხავ, მერე მომწერე შენი შთაბეჭდილებები.:)

Sally said...

მასე იმდენია რაც არ უნდა შეეტანათ, არ ვყიდულობ მე.

Anonymous said...

memgoni cvaigis gajkritikeba sisulelea ...

vasasi said...

მე კიდევ, ჩარჩოებსა და შტამპებში ჯდომა მგონია სისულელე.. :)

Anonymous said...

cvaigis moutmenloba gulisa, piradad chemi rcheuli wignia da faqtiurad am wignma shemayvara misi avtoric. ase rom, maria stiuartsac siamovnebit gadavxedav, tundac avtoris xatrit:-)

vasasi said...

ანონიმო, მოუთმენლობა გულისა" ძალიან მაინტერესებს.. :)

ერთი უნდა გამოვიტანო ბობლიოთეკიდან ამ დღეებში, თუ ექნებათ..

glamtaia said...

და რატომ თვლი რომ ნაწარმოები ცუდია? მე ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა რომ წიგნი ძალიან სუბიექტურად იყო დაწერილი და მარიამი ეს სუსტი დს ფუქსავატი ქალი ზედმეტად გაპიარებული იყო. მომკალი დამიყვარს ეს სენტიმენატლიზმი და მისთანანი :)

vasasi said...

glamtaia: კითხვაზე პასუხი პოსტშია გაცემული. :)

jeraldina said...

mariam stiuartis dzveli targmani maqvs wakitxuli da romanis mimart gulgriloba targmans davabrale. arada utuod saintereso personajebi arian, istoriis es monakveti bevris interess iwvevs da uamravi piesa tu romania dawerili, magram cvaigisgan ufro mets velodi. chemi azrit, avtoris kulminaciuri nawarmoebi unda yofiliyo. imedia axali targmani winaze bevrad uketesi iqneba da tqvenc ar gagicruebt imeds..rac sheexeba novelebs -me momewona.

moxevisqalai said...

pirveli Stabechdileba cvaigis Shemoqmedebashi ucnobi qalis werilma moaxdina,mere gamichnda survili romanebs gavcnobodi,gansakutrebit moutmenloba gulisa momewona,,magram es iyo ymawvilqalobis asakshi da ar amgonia exla igive interesit wamekitxa :))

irakli demuria said...

aq gaketebuli shesavali ar vici vis ekutvnis magram mis gasagonad minda avgnishno rom cvaigi pirveli mweralia tavis tanamedroveebshi romelmac qalis cxovreba dainaxa im kutxit rac iqamde arcert mwerals ar agunishnavs tavis nawarmoebebshi.aq saubaria shua xnis asakis mandilosnebze romleta shinagani samyaro gayopilia qalobasa da dedobis grdznobebs shoris))ase rom amas 14-15 wlis bavshvi ver gaigebs,radgan is kapitan grantis shvilebis megobaria jer kidev))

Anonymous said...

ამ წამს დავამთვრე ზუსტად "მოუთმენლობა გულისა" ... ისეთი რაღაცეები მქონდა მოსმენილი ამ წიგნზე რომ უფრო მეტს მოველოდი... მაგრამ, არ ნიშნავს რომ ცუდი იყო. პირიქით ძალიან მომეწონა. რაც შეეხება "მარიამ სტიუარტს" ჩემი აზრით სულაც არ არის სუსტი ნაწარმოები და მართალია სხვა სტილშია დაწერილი და ცვაიგის დაწერილს არ გავს მაგრამ მერე რა? პირიქით სულ ერთ ჩარჩოში რომ მჯდარიყო ეგ უფრო ცუდი იქნებოდა... ან საიდან მოიტანეთ რომ სუბიექტურად ყავს გამოყვანილი მარია? პირიქით მარიამ სტიუარტის შესახებ რაც რომანები
დაწერილა ალბათ ყველაზე მეტად ობიექტურობა ცვაიგმა შეინარჩუნა. მართალია ცოტათი შელამაზებულია მაგრამ ყველა ბიოგრაფიული რომანი შელამაზებულია და თვითონ მსოფლიო ისტორიაც რაც დღეისთვის ცნობილია საკმაოდ შელამაზებულია... თანაც საკმაოდ ემოციურად და საინტერესოდ ყავს დახატული პერსონაჟები. მაგალითად მარია ანტუანეტა შიც მასეა. და 1 კითხვა მაქვს :/ რატომ ადარებთ სხვადასხვა ჟანრულ ნაწარმოებებს ერთმანეთს? მარიამ სტიუარტი ბიოგრაფიულია მოუთმენლობა გულისა კიდევ სულ სხვაა. და რაც შეეხება იმას რომ ნოველები ერთმანეთს გავს და 15 წლის გოგონებზეა გათვლილი. მარიამ სტიუარდზე სულ სხვა სტილიაო და ცდილობდა საკუთარ წერის სტილს გაქცეოდაო აქ კიდევ ყველაფერი ერთნაირიაო. საერთო ჯამში ყველა ნოველა სიყვარულზეა. გეთანხმები მაგრამ ერთნაირები ნამდვილად არ არის... სულ სხვადასხვა ისტორიებია მითუმეტეს საკვირველია რომ ქალების ფსიქოლოგიას ასე ღრმად ჩასწვდა... ( უცნობი ქალის წერილი მოვიყვანოთ მაგალითად ) და ჰოოომ მაგ ასაკს დიდი ხანია გავცდი მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ მაინც ^^ და არამხოლოდ მე :3 და ისე შეიძლება ვცდები მაგრამ ვფიქრობ რომ გვერდის ადმინი თვითონ არის 15 წლის ;დდდ ( ვიმეორებ ვარაუდია )

vasasi said...

მადლობა, ანონიმო, კომენტარისათვის.
სამწუხაროდ, აღარ ვარ 15 წლის. თითქმის, უკვე 11 წელია. :)
მარიამ სტიუარტში ბიოგრაფიული თუ რამეა ეს სახელი და გმირები. ისტორიულ წყაროებზე ნაკლებად დაყრდნობილია. :)))
ცვაიგის სტიუარტი ისევე ახლოს დგას სიმართლესთნ, როგორც დიუმას "დედოფალი მარგო" ნამდვილ მარგოსთან.

მე ჟანრებს არ ვადრებ, ამ შემთხვევაში, ავტორზე ვწერდი, ავტორის სტილზე. :)))

Ana Gogotishvili said...

Mariam stuarti erterti sauketesoa chemi azrit sheidzleba imitom rom dzalian var mariamit dainteresenuli )))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger