Tuesday, September 20, 2011

პროსტიტუციის ლეგალიზება

დიდი ხანია მინდოდა ამაზე დაწერა, თუმცა ბევრჯერ გადავიფიქრე. უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ არ მინდა, ვინმეს ეგონოს, ამ თემის წამოჭრით ყურადღების მიქცევას ვცდილობ.

ამ რამდენიმე დღის წინ, ვაკიდან საბურთალოზე, მეგობრისგან ვბრუნდებოდი. ყაზბეგის ბოლოდან პეკინის დასაწყისამდე საკმაოდ ბევრი მეძავი დავინახე. იმაზე მეტი, ვიდრე ორი-სამი თვის წინ ვხედავდი (არ ვამბობ, რომ მათი რაოდენობა გაიზარდა. ვფიქრობ, გავრცელების არეალმა ცირკიდან ყაზბეგზე გადმოინაცვლა) და ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე.

მოკლედ, მე მომხრე ვარ პროსტიტუციის ლეგალიზაციის, რადგან:

  •  ბიუჯეტში შევა ფული (არცთუ ცოტა ფული);
  • მეტ-ნაკლებად მოხდება სექს-მუშაკების ჯანმრთელობის გაკონტროლება და, შესაბამისად, ვენერიული დაავადებების გავრცელებაც შემცირდება;
  •  ღიად იარსებებს შესაბამისი დაწესებულებები (სავარაუდოდ, იქნება უფრო ძვირი, სამაგიეროდ, უფრო დაცული);
მაგრამ ამ ეტაპზე პროსტიტუციის ლეგალიზება არ მოხდება იმიტომ, რომ საჭიროა:
  • ფინანსები - რაც, ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გამოყოს რათა გაკონტროლდეს მეძავების ჯანმრთელობა (პლუს, როგორც ვიცი, ვენერიული დაავადების არათუ მკურნალობა, არამედ, ანალიზის გაკეთებაც კი საკმაოდ ძვირია);
  • სოციოლოგიური გამოკითხვა - ქვეყნის მასშტაბით, რათა დადგინდეს ოფიციალური დაწესებულებების საჭიროება (თუმცა, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, გამოკითხვის შედეგები მის ჩაუტარებლადაც გასაგებია);
  • საზოგადოება - რომელიც "ქართველობას გვართმევენ" პლაკატებით არ გამოვა ქუჩაში, მეძავებს დედას არ აგინებს და საღამოს მათთან არ გაატარებს;
და კიდევ: ეს ყველაფერი არ გაკეთდება არა იმიტომ, რომ საზოგადოება იღშფოთებს, არამედ, იმიტომ, რომ ამ ბიზნესით ფული არალეგალურად უკეთესად კეთდება!..

P.S. სამოქალაქო კოდექსით პროსტიტუცია რომ ისჯება, იცოდით?

16 comments:

გურამი said...

დედას აგინებს (წიპა: ნახეთ, მეც თქვენთან ვარო) და საღამოს მათთან გაატარებს (წიპა: თხა თხაზე ნაკლებიო)

Anonymous said...

ვასასი, აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩემს სახლთან სამი მაგდაგვარი დაწესებულებაა, რასაც აქ ვხედავ, ვრწმუნდები, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება, მოწესრიგდეს ეს უწესრიგობა, მაგრამ რაც ბევრ ფულს უკავშირდება, იმას ხელს ვინ ახლებს.

psiqea said...

აუ, საკმაოდ დიდი ხნის ამბავი გამახსენდა. ერთი 10 წლის წინანდელი. გამოვედი სახლიდან ცოტა მოგვიანებით, სადღაც 8 საათია ივლისის თვის. დეიდაშვილთან უნდა წავსულიყავი სასწრაფოდ. ჰოდა, გაჩერებაზე ასვლა დამეზარა და "ზმანი" რომ არის მაღაზია პეკინზე, იქ გავჩერდი "მარშუტკას" მოლოდინში. მაცვია ძალიან ჩვეულებრივად, არც მაკიაჟი, არაფერი, მანქანები მიჩერებენ, მე ზურგს ვაქცევ, ჯერ ვერ მივხვდი რა ხდება. მაგრამ მალევე მიდიან... მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი რატომ აჩერებდნენ, როდესავ ზურგს უკან ერთი ქალბატონი მომადგა და მეუბნება - ჩემს ადგილზე რატომ დგახარო. უცებ გამინათდა გონება და მივხვდი რა ხდებოდა. ამიტყდა ისეთი ხარხარი, ეს ქaლიც გაშტერებული მიყურებდა და გამვლელებიც. მერე სახე რომ დავაწყვე ვეუბნები - შენ ფიქრობ რომ შენი კონკურენტი ვართქო? :D და პირველად ცხოვრებაში ქუჩაში გავლანძღე ძალიან სერიოზულად ჩემთვსი უცხო ადამიანი. სწორად გამიგეთ, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ძალიან. თუმცა, სულ არ მაინტერესებს ის ქალი რას აკეთებს და რით ირჩენს თავს, მე ვერ ვიქნები მისი მორალური შემფასებელი, არ მაქვს ამის უფლება. მაგრამ ჩემს სივრცეში უხეშად შემოჭრას :)პარდონ...

Anonymous said...

1. psiqea არადა პირველი თქვენ თქვენ შეიჭერით მის სივრცეში. მითუმეტეს ივლისის თვის საღამოს რვა საათზე :D
2. ბიზნესით ფული არალეგალურად უკეთესად კეთდება - ამაში მართალი ხარ, ყველა დანარჩენი ამის შესანიღბადაა.
3. თემაა ისეთი ზოგადი, რომ უინტერესოს ხდის პოსტს..
4. შოკოლადი კიდევ 6,2 ღირს Nutella

vasasi said...

psiqea: ძალიან მომენატრე და, მიხარია, რომ მომწერე.. :) შემეხმიანე კიდევ ფეისბუქზე, მაინტერესებს შენი ამბები, როგორ ხარ.. :)

Anonymous: 3. თემაა ისეთი ზოგადი, რომ უინტერესოს ხდის პოსტს..

არადა, შენ წაიკითხე ეს პოსტი. :)

შოკოლადს რაც შეეხება, პოსტი, რომელსაც შოკოლადი ეკუთვნოდა, ავიღე. :)

Anonymous said...

1. ჩემი წაკითხვა არაა საკმარისი პირობა რომ პოსტი საინტერესოდ ვაღიაროთ ;)
2. არ წამიკითხავს არაფერი შოკოლადზე..

vasasi said...

1. თუ პოსტის გაყიდვაზე ვსაუბრობთ, მაშინ ამ შემთხვევაში მთავარი რაოდენობაა და არა ხარისხი (თუმცა არ მიმაჩნია, რომ პოსტი უხარისხოა);

2. წინა კომენტარში რომ შოკოლადი ახსენე, ვიფიქრე, რომ ფამ-პეიჯიდან გადმოხვედი. იქ სხვა პოსტის რეკლამაში მქონდა შოკოლადი ნახსენები.


P.S. ე.ი. ჩემი ბლოგის ფან-გვერდის მომხმარებელი ხარ ისევე, როგორც ბლოგის, რაც მახარებს.

P.P.S. ფორმაში ხარ. ესეც მომწონს. ვრწმუნდები, რომ პასუხების გაცემა შემიძლია და ეს თვითშეფასების დონეს ოდნავ მაინც მიმაღლებს.

Anonymous said...

1. :)
2. მე თუ ვყიდულობ პოსტს პირველ რიგში ხარისხზეა საუბარი. რაოდენობას თვითონ თემა არეგულირებს.
3. უბრალოდ ვკითხულობ ბლოგებს :)
4. ფორმაში რატომ ვარ?

vasasi said...

2. ანუ, პოსტი ხარისხიანი იყო - შენ იყიდე.

3. თუ ყველაფერს განურჩევლად კითხულობ, ეს ორ რამეზე მეტყველებს: ან ბევრი თავისუფალი დრო გაქვს, ან ზედმეტად თავისუფალი დრო.. :)

4. ჩვეულებრივად ენამწარობ და იმიტომ ხარ ფორმაში. :)

Anonymous said...

1. :) სულ ვიღიმი და აბა როგორ ენავმწარობ ?
2. სამწუხაროდ პოსტზე(როგორც თარიღი)არ ეწერება ხარისხიანია თუ უხარისხო, ამიტომ ჭირდება წაკითხვა.
3. დროის დეფიციტს არ განვიცდი, თუმცა ეგ არ ნიშნავს რომ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. უბრალოდ არ განვიცდი.
4. თუ დაგაინტერესებს კრიტიკას მეილით გადმოგიგზავნი :)

vasasi said...

1. ეგ ძალიან სუსტი არგუმენტია. :)

თუ დროის დეფიციტს არ განიცდი, გადმომიგზავნე. მაილი კონტაქტში წერია. ისე, ამდენ სპამს სჯობდა, თავიდანვე ასე გექნა - ჩატს ჰგავს კომენტარების სისტემა.

Anonymous said...

0. :D
1. საშინლად მეზარება. სხვა დროს იყოს ოკ? :)

vasasi said...

არც მე მეხალისება. შეგიძლია, საერთოდ არ იყოს.

Anonymous said...

1. sori

Anonymous said...

მე არ ვარ მომხრე . . . ჰმ (პროსტიტუციის ბიზნესიღა გვაკლია ) ისე კაცი რომელიც მასეთ ქალთან წავა სულ არაა კაცი და დაავადების ღირსია ...

vasasi said...

ანუ, ყველა კაცი დაავადების ღირსია?
იმიტომ, რომ არ მეგულება კაცი, ვინც მეძავთან თუნდაც ერთხელ მაინც არ ყოფილა.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger