Saturday, September 24, 2011

ხალხი რას იტყვის?!

           
პოსტის დაწერა მინდა.
გულმოკლული და განადგურებული პოსტის..
ადრე ვწერდი ხოლმე ასეთებს..
იშვიათად, მაგრამ მაინც..
ირიბად ვცდილობდი, გადმომეცა ის, რაც მაწუხებდა..

ახლაც მინდა მსგავსი პოსტის დაწერა..
იმის თქმა, რომ ყოველთვის ასე ხდება,
რომ ყოველთვის ქველმოქმედი ვარ - სულით ქველმოქმედი და ჩემზე არავინ ფიქრობს;
რომ მთელი ცხოვრება სხვების თვითშეფასების ამაღლებაზე ვზრუნავ და ჩემი ყველას ფეხებზე ჰკიდია;
რომ ყველას მე უნდა მოვუსმინო და ჩემი მოსმენა არავის უნდა;
რომ ყველას სურვილებს უსიტყვოდ უნდა მივხვდე, მე კი საკუთარის თქმის უფლება არ მაქვს;
რომ თქვენ მართლა არავის გიყვარვართ (მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით საპირისპიროს მიმტკიცებთ ხოლმე ეგოისტურ სტატუსებში) და საჭიროება და სიყვარული ერთმანეთში გერევათ.
თუმცა მე ეს სულ არ მაინტერესებს, რადგან ჩემს მშობლებს მაინც ვუყვარვარ.

მინდა დავწერო, როგორ მტკივა.
როგორ მწყდება შიგნით რაღაცები
ყოველდღე
ყოველ საათს
ყოველ წუთს.

ეტყობა, რაც დრო გადის, უფრო მძაფრად აღვიქვამ რაღაცებს.

ტირილიც მინდა, მაგრამ არ შემიძლია.
გაქცევა მინდა, მაგრამ არც ეს.
თვალის დახუჭვა მინდა, რეალური და ვირტუალური სამყაროდან გაქრობა, თავი რომ უკეთ ვიგრძნო, მაგრამ ესეც არ შემიძლია.

პოსტის დაწერა მინდა:
გულმოკლული და განადგურებული პოსტის.
მაგრამ არ გამომდის.
მრცხვენია, ალბათ..
ხალხი კითხულობს და რას იტყვის?!

6 comments:

Gio Rgashvili said...

ძალიან ნაცნობია ეს ყველაფერი ჩემთვის. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ ჯობია მეტი დრო საკუთარ თავსა და პრობლემებს დავუთმო, ვიდრე მათ, სხვებს... იმიტომ , რომ მათ მართლაც ცალ ფეხზე ჰკიდიათ :) ჰოდა, ასე ბევრად უკეთ ვარ ჩემს თავთანაც და მათთანაც ;)

litterator said...

რაია ბოშო რა დაგემართა? ბოლოს გნახე იღიმოდი :D :D

vasasi said...

:))) :D მე სულ ვიღიმი, თამ.. :))

Anonymous said...

1. :)
2. nice and easy..

გურამი said...

ეს გამახსენდა რატომღაც: http://youtu.be/lRiMiwen_ds - მარა რუსულადაა და შენი რუსუფობია რომ ვიცი..

faifurisangelozi said...

ჰმ რა ნაცნობია...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger