XX საუკუნის 60-70-იანები.
პერიოდი, რომელიც ისტორიაში ფასეულობების ყირაზე დაყენების უნიკალური ეპოქაა.
როკენროლი, როკი, ჰიპური მოძრაობა, სექსუალური რევოლუცია.. ახალი მიმდინარეობები ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში..
ჩემი აზრით, ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო გამოძახილი ენტომი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალია".
წიგნის მთავარი გმირს და მის მეგობრებს გარდატეხის ასაკი აქვთ, რომელიც მათში, განსაკუთრებით, რთულად მიმიდნარეობს. ძირითადად, გარეთ ღამე გამოდიან და რაც თავში მოსდით, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ. წიგნის მეორე ნაწილში, მთავარი მოქმედი გმირი - ალექს დელარჯი თავად ხდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომელიც არანაკლებ ამაზრზენია, ვიდრე გმირის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
პირადად ჩემში, დელარჯის სახე, აგრესიის მაგივრად, თანაგრძნობას იწვევს. მგონი იმიტომ, რომ კლასიკა უყვარს და ბეთჰოვენის ფანია.
რატომ მომწონს ამიტომ?
1. კლასიკას თუ უსმენ და გიყვარს, რთული მუსიკალური ეტაპები გაქვს გავლილი და, სხვებთან შედარებით, ამ სფეროში, ერთგვარად, მაღალ დონეზე ხარ (როგორც ამბობენ, გასაგებად ყველაზე რთული, კამერული მუსიკაა. კამერულსა და კლასიკურ მუსიკას შორის კი არცთუ დიდი დაშორებაა);
2. არ შეიძლება, კლასიკის მოყვარული ადამიანი ზედაპირული იყოს და მასში უცნაური პროცესები არ მიმდინარეობდეს.
წიგნის კითხვის პრცესში, გამუდმებით ვცდილობდი, რეალური ალექსი დამენახა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე.
კიდევ ერთი: როგორც წესი, ნაწარმოების ეკრანიზაცია წარუმატებელია ხოლმე. "მექანიკური ფორთოხლის" შემთხვევაში აბსოლუტურად პირიქით არის. ჩემზე ფილმმა გაცილებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ნაწარმოებმა.
სამწუხაროა, რომ 50 წიგნის ფარგლებში, ფორთოხალი ვერ მოხვდა. თუმცა, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა რამდენიმე კვირის წინ, ახალი თარგმანი გამოიტანა ბაზარზე.
რაც შეეხება ამ კვირის გამოცემას...
დღეს კვირის პალიტრასთან ერთად, "50 სექტანტური წიგნის ფარგლებში" ფარგლებში, მარიო პიუზოს "ნათლია" გამოვიდა. მკითხველის არჩევანით ისეთი აღშფოთებული ვარ, კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა..
9 comments:
თამო, შენი პოსტის ორივე პუნქტს ჰიტლერზე უკეთ არავინ აკმაყოფილებს და მეეჭვება (თანაც არა მხოლოდ მე), რომ ის კაცი ვინმეზე მაღლა მდგარიყოს (თვითონ რომ სჯეროდა, ეგ სხვა ამბავია).
იმედია, კარგად მაინც იხდიან შეკვეთილ პოსტებში, თორემ თვითონ "მექანიკური ფორთოხალი" ფსევდოინტელექტუალების საყვარელო ბოდვაა.
;)
ეს წიგნი 1 წლის წინ წავიკითხე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე
ალექსის დახასიათებაში კი გეთანხმები, არ მგონია ზედაპირული ადამიანი ყოფილიყო
სოფ, მიუხედავად იმისა, რომ პოსტი შეკვეთილია, მე აბსოლუტური თავისუფლება მაქვს ჩემი აზრის გამოთქმაში. :)
მე გულწრფელად დავწერე ის, რასაც ვფიქრობ ალექსზე..
ვფიქრობ, ფორთხალი ერთ-ერთია იმ მცირე უცნაური წიგნებიდან, რომლებმაც ტავი სპეციფიკურობით დამამახსოვრეს.. :)
1. ახლა აღმოვაჩინე, რომ ოდესღაც ნანახი ფილმი მექანიკური ფორთოხლის ეკრანიზაცია ყოფილა :)
2. ეეხ.. ნაადრევი გამოდგა ჩემი სიხარული - "ფსევდოინტელექტუალების საყვარელი ბოდვა" ყოფილა :(
ისე, კაცმა რომ თქვას, რაღა სექტანტურია ეგ ორმოცდაათწიგნეული :) ორშაბათს დილით სახლიდან რომ გავდივარ, სახლთან ყოველთვის ვათვალიერებ გაზეთის სტელაჟს (კი, დარჩა ასეთი :) ) და როდესაც პიუზოს რომ მოვკარი თვალი, დიდად არც მე მესიამოვნა. ქართველი გამომცემლები სამწუხაროდ, ხშირად სცოდავენ. არ ითარგმნება ახალი ნაწარმოებები, არც კლასიკას აკლებენ ხელს და ძირითადად, ძველი თარგმანების რეპრინტით იქცევენ თავს.
აი, ეგაა სწორედ გამოკითხვით შედგენილი სიის ნაკლი :( დარწმუნებული ვარ, იმათ უმრავლესობას, ვინც მაგ წიგნს მისცა ხმა, მხოლოდ ფილმი აქვს ნანახი, ხოლო რადგანაც ლოგიკურად წიგნი ფილმს უნდა სჯობდეს, ე.ი.წიგნიც მაგარი იქნება... ჩემი აზრით, ესაა უმრავლესობის ლოგიკა... გიერთდები აღშფოთებაში!
ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ მკვლელი შემეცოდებოდა, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ალექსის მიმართ სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა, ხოლო კუბრიკის ფილმა ეს გრძნობა კიდევ უფრო გამიღრმავა...
სამწუხაროდ "მექანიკური ფორთოხალი " არ წამიკითხავს , მაგარმ შენმა პოსტმა მომანდომა რომ ჩავუჯდე. რა შეეხება პიუზოს, რას ერჩი ვერ გავიგე. პირადად მე ისე მომეწონა კითხვა რომ დავამთავრე იმაზე ვტიროდი რატომ მოვრჩი მეთქი.
უზრდელობაში რომ არ ჩამომერთვას... : )) მე ძალიან მომეწონა ეს წიგნი, კონტრასტების გამო, ალექსი მართლაც იყო ზედაპირული ადამიანი, და მგონი ის კლასუკური მუსიკის გარდა სხვა ვერაფერსაც ვერ მოუსმენდა, მეც ვცადე ამ მუსიკის გამო მასში რამე ურო მაღალი დამენახა, მაგრამ წიგნი რომ დავხურე მივხვდი, ალექსიც ისეთივე იყო, როგორც სხვები, უბრალოდ კამერულ მუსიკას უსმენდა და უყვარდა... მე პირადად გული დამწყდა. მთავარი კი ჩემი აზრით ისაა, რომ წიგნმა ემოცია აღძრას, თუნდაც უარყოფითი.
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.