Monday, October 31, 2011

1984


 - რომანმა გამოსვლისთანავე აალაპარაკა მსოფლიო. მის შესახებ საუბარი არ წყდება 60 წლის შემდეგაც. არ მჯერა, რომ ოდესმე დადგება დღე, როდესაც ორუელი ნაწარმოებები აქტუალობას დაკარგავს, რადგან დიქტატურა, რეჟიმი, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი და მცდელობები, ნებისმიერ ეპოქაში არსებული სოციუმის განუყოფელი ნაწილია.

დიქტატურაში ცხოვრება არავის უყვარს.
პირობითად თავისუფალი მსოფლიო დღემდე სიძულვილითა და ფარული შიშით იხსენებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ დიქტატორებს, რომლებმაც სახელი სისხლიანი რეჟიმებით და ადამიანების კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებით გაითქვეს, თუმცა მიმაჩნია, რომ მსოფლიოს განვითარება ასეთი მმართველობების გარეშე, შეუძლებელია. არსებობს სისტემა რომელიც არ მოგწონს და აპროტესტებ. რადგან წინააღმდეგობაში ხარ. ე.ი. ფორმასაც არ კარგავ.

ბიბლია ქადაგებს, რომ (თუ სადმე მართლა არსებობს) ღმერთს ადამიანები უყვარს, გამორიცხულია, ის გვსჯიდეს, თუნდაც, ხანდახან, მამა-შვილურად, ერთ ადგილას გვიტყაპუნებდეს (ვინც გიყვარს, იმას არ დაამცირებ, ლოგიკით). ამიტომ, სწორი ქნა ღმერთმა, როცა ადამი და ევა სამოთხიდან გამოაძევა. მან ადამიანებს ბრძოლისა და აზროვნების უნარი უბოძა.

სამწუხაროდ, ყველას არა.

დიქტატურის რამდენიმე ფორმაა მოცემული. არ არსებობს მმართველობა, რომელსაც ეს დაავადება ოდნავ მაინც არ ახასიათებდეს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ჩვენს ტყავზე გამოვცადეთ, გასული საუკუნის 70 წელი იყო.

რატომ უწოდებს წინა თაობების უმეტესობა საბჭოთა კავშირს "კარგ დროს"? იმიტომ, რომ ჰქონდათ სამსახური, საჭმელი, სასმელი.. ანუ, ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოველურ საწყისს სჭირდება. სამსახური კი მარტივია, ყოველდღიურ რუტინაში ისე ხარ ჩართული, რომ მნიშვნელოვან თემებზე ვეღარ ფიქრობ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ტვინი ფიქრს (გადა)ეჩვევა და მარტო რობოტი რჩება. რობოტი, რომელიც ადვილი სამართავია.

ადამიანი მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით მაშინ იწყებს ცურვას, როცა ცხოველური საწყისები ვეღარ კმაყოფილდება ან არსებულ სიტუაციას იმდენად ეჩვევა, რომ მობეზრებაში გადადის. დიქტატურას ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჰყავდეს ბრბო. ერთის განსხვავებული აზრი ადვილი აღმოსაფხვრელია, მაგრამ მასობრივის - რთული. ამასთან, როცა რეჟიმი მასას ვერ გაუმკლავდება, მისი უპირობო შლაც იწყება.

"ცხოველების ფერმა" - ჯორჯ ორუელის ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც წაკითხული მაქვს და, მიმაჩნია, რომ ის არასოდეს გადავა მოდიდან ისევე, როგორც თავისუფლებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ბრძოლის სახელით, მმართველობის სათავეში პირადი ინტერესების გამო მოსული ადამიანები, რომლებიც დროის სვლასთან ერთად, წინამორბედებს ემსგავსებიან.

ორუელის ყველაზე გახმაურებული რომანი - " 1984" ძალიან დიდი ხნის მანძილზე მხვდებოდა ბიბლიოთეკაში, თუმცა  მისი გამოტანა ყოველთვის მაშინებდა. ფაქტია, რომ საკუთარ წიგნს ველოდებოდი. ჰხოდა.. დღეს კვირის პალიტრასთან ერთად, "50 სექტანტური წიგნის ფარგლებში" ფარგლებში, ჯორჯ ორუელის "1984" გამოვიდა.

P.S. წავალ მე, "Zeitgeist"-ს ვნახავ და მოვალ.


4 comments:

Lord Vader said...

ადამმა და ევამ თავად გააკეთეს ეს არჩევანი. თუმცა, ღმერთმაც წაკრა ხელი პაწა. :)

კი ძაან მაგარი ნაწარმოებია. ცხოველების ფერმაც, ბოლო-ბოლო ფლოიდების შთაგონებად იქცა, მაგრამ მე მაინც 1984 მირჩევნია.

Anonymous said...

და თუ სექტანტები არ ვართ, როგორ მოვიქცეთ :) მოკლედ 1984 მარტლა მაგარი აგმოცჰნდა, ვიყიდე, დავჯექი, კითხვა დავიწყე და ვეღარ ვწყდები უკვე :)

ბაჩო said...

კარგი მწერალია ორუელი

kejeradze said...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გენიალური ნაწარმოებია (ისევე როგორც "ცხოველების ფერმა") - ტოტალიტარიზმის ნამდვილი სახის მაჩვენებელი.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger