Wednesday, October 5, 2011

თოვლის ბაბუები პოლიტიკაში მიდიან?

სამი რამ მაოცებს/მიჩენს კითხვას ამ ქვეყნად:

(არა, რა სისულელეა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კანტისთვის დამითმია)

1. ვინ და რომელი სართულის ბინადარი ყრის ნაგავს ფანჯრიდან ზუსტად მაშინ, როცა გარეთ სარეცხი ფენია;

2. ვინ შარდავს დილაობით მეორე სართულზე ამოსასვლელ კიბესთან ასე სასტიკად რომ ყარს ხოლმე;

3. რატომ უჩნდებათ მდიდარ და, ამასთან, კარგ ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი?

P.S. მგონი, მშობლები მაშინაც გვატყუებენ, როცა გვეუბნებიან, თოვლის ბაბუა არ არსებობსო. მე დარწმუნებული ვარ, როცა შესაბამის ასაკს ვაღწევთ, ჩვენი თოვლის ბაბუები პოლიტიკაში  მიდიან.

P.P.S. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მოტივი/საბაბი/მიზეზი ისე მაინტერესებს, როგორც არაფერი არასდროს.

3 comments:

Da-v-iD said...

ეჰ ბიძინა.. ჩვენ გვიკეთებ ამას!? რატოოომ... "პოლიტიკა კლავს"

mzesaswauli said...

ისა და, ნეტა ამ კაცს ბადრის ისტორია არ მოუყვეს?

თაკო said...

ისა და, ნეტა ამ კაცს ბადრის ისტორია არ მოუყვეს?<<< როგორც ჩანს არა :) საწყალი ბიძო..:)))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger